x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
27 მილიონი ნახვა: რატომ დაუღრიალა ტურისტს სამეფო გვარდიელმა? (ვიდეო)
image

ოჰ, ეს ტურისტები! მათ უბრალოდ არ ახსოვთ, რომ სამეფო მცველები ნამდვილი ადამიანები არიან და არა ყალბი რეკვიზიტები! ლონდონში სამეფო გვარდიელმა მოთმინება დაკარგა და უყვირა ქალბატონს, რომელიც ფოტოს გადაღებისთვის ზედმეტად მიეყრდნო მას. ვიდეოს უკვე აქვს 27 მილიონზე მეტი ნახვა და ათასობით კომენტარი TikTok-ზე.


თქვენ ალბათ, არ იცით, როგორ დამთავრდება ბრიტანეთის სამეფო გვარდიასთან სურათის გადაღების მცდელობა.



გოგონა წითელ ქურთუკში ფაქტობრივად იჭრება დედოფლის დაცვის წარმომადგენლის პირად სივრცეში და ამის საპასუხოდ მწვავე რეაქციას იღებს: „არ შეეხოთ სამეფო ლეიბლ გვარდიელს!” - ამის შესახებ New York Post წერს.



უცნაურია, მაგრამ ვიდეომ მოკლე დროში TikTok-ზე 25 მილიონზე მეტი ნახვა და ათასობით მომხმარებლის კომენტარი დააგროვა. (არადა ვიდეობი მგავის ინიცდენტებით უხვად დევს Youtube-ზე)


გოგონას სახით თუ ვიმსჯელებთ, მოულოდნელობისგან იგი შესამჩნევად შეკრთა, მაგრამ სოციალური მედიის მომხმარებლები მის მიმართ დიდ სიმპათიას არ გამოხატავდნენ და ამბობდნენ, რომ მცველი უბრალოდ „ასრულებს თავის საქმეს“ და რომ ის არ არის „ატრაქციონი“. „ეს ადამიანები არ არიან ტურისტების რეკვიზიტები. ისინი ფაქტიურად სამეფო მცველები არიან“, „ამ დროში არავინ არაფერს სცემს პატივს“, „რამდენჯერ უნდა ვუთხრათ ხალხს, არ ჩაერიოთ? ნუ მოექცევით მათ, როგორც ფოტო რეკვიზიტებს და არ შეეხოთ მათ ცხენებს“.



სამეფო გვარდიაში მკაცრი წესებია: მორიგეეობის დროს ამ მამაც ბიჭებს ლაპარაკის, მოძრაობის ან ღიმილის უფლება არ აქვთ, მაგრამ შეუძლიათ ყვირილი, თუ შეუგნებელი ტურისტები არღვევენ წესებს.


2
565
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
565
  
2023, 15 აპრილი, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 8 აპრილი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2