სხვა 27 მილიონი ნახვა: რატომ დაუღრიალა ტურისტს სამეფო გვარდიელმა? (ვიდეო) 8 აპრილი, 19:11 ![]() თქვენ ალბათ, არ იცით, როგორ დამთავრდება ბრიტანეთის სამეფო გვარდიასთან სურათის გადაღების მცდელობა. გოგონა წითელ ქურთუკში ფაქტობრივად იჭრება დედოფლის დაცვის წარმომადგენლის პირად სივრცეში და ამის საპასუხოდ მწვავე რეაქციას იღებს: „არ შეეხოთ სამეფო ლეიბლ გვარდიელს!” - ამის შესახებ New York Post წერს. უცნაურია, მაგრამ ვიდეომ მოკლე დროში TikTok-ზე 25 მილიონზე მეტი ნახვა და ათასობით მომხმარებლის კომენტარი დააგროვა. (არადა ვიდეობი მგავის ინიცდენტებით უხვად დევს Youtube-ზე) გოგონას სახით თუ ვიმსჯელებთ, მოულოდნელობისგან იგი შესამჩნევად შეკრთა, მაგრამ სოციალური მედიის მომხმარებლები მის მიმართ დიდ სიმპათიას არ გამოხატავდნენ და ამბობდნენ, რომ მცველი უბრალოდ „ასრულებს თავის საქმეს“ და რომ ის არ არის „ატრაქციონი“. „ეს ადამიანები არ არიან ტურისტების რეკვიზიტები. ისინი ფაქტიურად სამეფო მცველები არიან“, „ამ დროში არავინ არაფერს სცემს პატივს“, „რამდენჯერ უნდა ვუთხრათ ხალხს, არ ჩაერიოთ? ნუ მოექცევით მათ, როგორც ფოტო რეკვიზიტებს და არ შეეხოთ მათ ცხენებს“. სამეფო გვარდიაში მკაცრი წესებია: მორიგეეობის დროს ამ მამაც ბიჭებს ლაპარაკის, მოძრაობის ან ღიმილის უფლება არ აქვთ, მაგრამ შეუძლიათ ყვირილი, თუ შეუგნებელი ტურისტები არღვევენ წესებს. 565 4-ს მოსწონს
|