x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ცარიელია, როგორც ქინდერის კვერცხი”– BBC-ის მუსიკალურმა მიმომხილველმა ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელის სიმღერა შეაფასა
image

ბრიტანული გამოცემა BBC-ის მუსიკალურმა მიმომხილველმა და კრიტიკოსმა მარკ სევიჯმა (Mark Savage) ევროვიზიაზე გამომსვლელი კონკურსანტების სიმღერები და მათი სავარაუდო ადგილები შეაფასა, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ქართველი მომღერლის გატანილი კომპოზიციის შეფასება არის საინტერესო:


“ირუ ხეჩანოვმა The Voice Georgia-ს მეხუთე სეზონში ლორინის 2012 წლის ევროვიზიის სიმღერა Euphoria-თი გაიმარჯვა.



წელს მას აქვს საკუთარი შანსი " ევროვიზიაზე' და.... ლორინის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა, რომელიც კონკურსზე შვედეთის სახელით წარსდგება .ოოოპს..



ირუს თქმით სიმღერა “სიყვარულისთვის ბრძოლაზეა”, მაგრამ ტექსტი ჩატ-ბოტით(კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ინტერაქტიულად ახდენს ადამიანის მეტყველების სიმულაციას) დაწერილს ჰგავს: “სიყვარული უსიტყვოა”, “ვგრძნობ რომ ვპროგრესირებ”..."ნაცნობი რამეა???"


კომპოზიცია გადავსებულია სამხედრო დასარტყამი ინსტრუმენტებით, EDM-ის სინთეზატორით და ჯეიმს ბონდისეული სიმებიანი მუსიკით. საბოლოოდ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ცარიელია, როგორც ქინდერის კვერცხი”.


პროგნოზი: ცხრილის ქვედა ნახევრის ლიდერთა სიაში."– წერს სევიჯი.


შეგახსენებთ, 2023 წლის ევროვიზიაზე ირუ ხეჩანოვი სიმღერას Echo შეასრულებს.


ირუ ხეჩანოვი ჯგუფ "Candy" -ის წევრი იყო, რომელმაც 2011 წელს საბავშვო ევროვიზიაზე გაიმარჯვა სიმღერით Candy Music.



"ევროვიზიის" რიგით 67-ე კონკურსში ლივერპულში 9 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. ქართველი კონკურსანტი მაყურებლის წინაშე 11 მაისს წარდგება.



1
1284
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1284
  
2023, 15 აპრილი, 22:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1