x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პაპარაცების მიერ გადაღებული ვარსკვლავების უცნობი და იშვიათი ფოტოები

image


ჩვენ მათ ვიცნობთ ლამაზ და წარმატებულ ვარსკვლავებად, მაგრამ იყო დრო, როდესაც ისინი პოპულარობის მწვერვალისკენ საკუთარ გზას ჯერ მხოლოდ იწყებდნენ. პაპარაცებმა დააფიქსირეს საინტერესო მომენტები ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან და აღბეჭდეს ისინი ატმოსფერულ შავ-თეთრ ფოტოებზე, რომლებზეც შეგიძლიათ იხილოთ როგორც ანჯელინა ჯოლის ყოფილ ქმართან ვნებიანი ამბორი, ასევე კიბეებზე ჩამომჯარი სასმელისგან ორიენტაცია დაკარგული ქეით მოსიც. თითოეული ფოტო საკმაოდ ცხოვრებისეული და შთაბეჭდავი გამოვიდა.


image


18 წლის მომღერალი კადრში ჯერ კიდევ მაშინ მოხვდა, სანამ ის მსოფლიო აღიარებას მოიპოვებდა. ფოტოზე ბრიტანელი პოპ - დივა ჭიქით ხელში 2006 წელს "Fiat"-ის მიერ გამართულ წვეულებაზე იმყოფება


image


სუპერმოდელი ქეით მოსი 2005 წელს კოვენტ - გარდენის "Donmar Warehouse"-ის თეატრის კიბეებზე ჩამოსვლისას. ქეითი გასვლას უკანა კარიდან აპირებდა, თუმცა სუპერმოდელს ფეხები გრძელ კაბაში აებლანდა და სიგარეტის კოლოფით ხელში იქვე კიბეზე ჩამოჯდა



image


ამ შავ- თეთრ ფოტოებს შორის ანჯელინა ჯოლის ინტიმური სახის კადრიც მოხვდა. 2001 წელს გადაღებულ ფოტოზე ის თავის ყოფილ ქმარს, ბილი ბობ თორნტონს ლეგენდარული რესტორნის "The Ivy"-ის მახლობლად ვნებიანად კოცნის



image


პოპ - მუსიკის მეფის, მაიკლ ჯექსონის გადაღება ლონდონის "Harrod's"-ის უნივერმაღიდან შოპინგის შემდეგ გამოსვლისას მოხერხდა. მომღერალი 2005 წელს ფოტოზე თავისი ტრადიციული ქუდითა და ქურთუკით არის აღბეჭდილი



image


2011 წელს გადაღებულ ფოტოზე პოპ - ვარსკვლავი მაშინ დააფიქსირეს როდესაც ის სასტუმროს ტოვებდა და გულშემატკივრებით გარშემორტყმულ მანქანაში ჯდებოდა, თაყვანისმცემლები ეპატაჟის დედოფლის ნახვას სასტუმროსთან მთელი 6 საათის განმავლობაში მოთმინებით ელოდნენ, ამიტომ მზრუნველმა ლედი გაგამ ლოდინით გათანგულ ფანებს ჩაი, ყავა და ორცხობილა გაუგზავნა


image


საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ფოტოც, რომელზეც ქვეყნის 42-ე პრეზიდენტის, ლონდონში ავტოგრაფ - სესიაზე დასწრება იყო აღბეჭდილი. სახელმწიფოს პირველ პირს დაცვის სულ მცირე 20 წევრი იცავდა, 2005 წელი


image


ფოტოზე ამერიკელი მსახიობი ჰარვი კეიტელი გახლავთ, რომელიც ზუსტად მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ის გულშემატკივარს შუშიდან კოცნიდა


image


ლეგენდარული მსახიობი და რეჟისორი კლინტ ისტვუდი ბრიტანეთის დედაქალაქში სადილზე მიიჩქარის, 2003 წელი








0
1615
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1615