კინო ქართული კინოს პრინცი 4 აპრილი, 10:15 ![]() ქართული კინოს პრინცს ეძახდნენ.ასეთი ეპითეტები არ მიყვარს, ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, როდესაც მალხაზ გორგილაძეზე ვსაუბრობ.(ზურა ყიფშიძე) დღეს 4 აპრილს 85 წელი შეუსრულდებოდა შესანიშნავ ქართველ მსახიობს, ქართული კინოს პრინცად წოდებულ მალხაზ გორგილაძეს.1960 წელს თეატრალური ინსტიტუტის შემდეგ, 1960-1963წწ. მუშაობდა სანკულტურის, 1963-1967წწ. მარჯანიშვილის, 1967-1975წწ. რუსთავის თეატრებში. 1975 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კვლავ კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: პიატორკინი (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), მეშემი (ვ. სკრიბის "ჭიქა წყალი"), კონკეი (ჯ. პრისტლის "დრო და კონკეის ოჯახი"), კორობეინიკოვი (ა. არბუზოვის "სახლი ქალაქის განაპირას"), ვახტანგი (ლ. იოსელიანის "ჩვენი ერთი საღამო"), ჯიბო (ო. იოსელიანის "ცეცხლთან თამაში"), გიგი (მ. ხუხაშვილის "მთწმინდის მთვარე"), კრისტიანი (ე. როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი") ![]() მისი კინოდებიუტი შედგა ფილმში "დღე უკანასკნელი, დღე პირველი "(1959)წ, სადაც ფილმის მთავრი გმირის ლამარას(ბელა მირიანაშვილი)შეყვარებულის როლს თამაშობს(ვაჟა), შემდეგ იყო საკმაოდ სახასიათო კუკას როლი ფილმში "ნინო"(1959), დოცენტი "დათა თუთაშხიაში"(1977) და სხვა.მთლიანად ითამაშა 16 მხატვრულ ფილმში. ![]() 1357 3-ს მოსწონს
|