ფოტოგრაფია ისტორიული ფოტოები, რომლებზეც ცხოვრების საინტერესო მომენტებია ასახული 3 აპრილი, 18:49 სწორედ ძველ კადრებზეა იმის ნახვა შესაძლებელი, რისი წაკითხვაც არც ერთ სახელმძღვანელოში არ შეიძლება... თქვენ წინაშეა 12 ისტორიული ფოტო, რომელზეც ცოცხალი ემოციები, ყველაზე უჩვეულო მოვლენები და უბრალოდ, საინტერესო მომენტებია აღბეჭდილი.![]() "ფორმულა 1"-ის მსოფლიო ჩემპიონი ჯეკი სტიუარტი ჩაფხუტზე დამაგრებული მსოფლიოში პირველი ექშენ - კამერით, 1966 წელი![]() ჰემორაგიული ცხელებით დაავადებული მამაკაცი. ვირუსული ეტიოლოგიის ტრანსმისიული, ბუნებრივ-კეროვანი დაავადება როგორც წესი, თირკმელებს აზიანებს, უარეს შემთხვევაში კი სისხლჩაქცევას იწვევს. კორეა, 1953 წელი![]() ბარბარა რუფსი რბოლის წინ პოზირებისას. ეს მშვენიერი, იდეალური პარამეტრების მქონე "გოგონა - ტროფეი" სამოციანი წლების "დრაგ რეისინგის" სიმბოლოს განასახიერებდა. რუფსი თავის უბადლო გარეგნობით როგორც მრბოლელებს, ასევე თაყვანისმცემლებსაც რამდენიმე წლის განმავლობაში აღაფრთოვანებდა, ბარბარა რბოლებს აცოცხლებდა, უამრავი ადამიანი ტრეკზე მხოლოდ მის სანახავად მიდიოდა, სარბოლო ტრასის დატოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.![]() პოლიციის თავდასხმის რაზმი ჯავშანტექნიკით, არგენტინა, 30-იანი წლები![]() სარეისო ავტობუსი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, 1992 წელი![]() ჟურნალი "National Lampoon"-ი, 1976 წელი, აშშ. როგორც ჩანს, 1976 წლის ზაფხულის ოლიმპიადის წინ აქტუალური თემა იყო იუმორისტული ჟურნალისთვის![]() ინგლისის თასის ფინალი "კარდიფ სიტი" - "არსენალი", 1927 წლის 23 აპრილი, "უემბლიზე" პოლიციელები გულშემატკივრების თავებზე გადაბიჯებით თავიანთი მოვალეობის შესრულების ადგილისკენ მიიწევენ. თამაშში "კარდიფ სიტიმ" 1-0 მოიგო![]() კომპიუტერების აღლუმზე გატანა, აღმოსავლეთ ბერლინი, 1987 წელი![]() მამაკაცი 1980-იანი წლების პოლონეთში მუსიკალურ ფესტივალზე კონცერტს კასეტაზე იწერს![]() "Vaniti" - საერთაშორისო იახტების შეჯიბრი, 1934 წელი, ნიუპორტი, როდ - აილენდი. ფოტოზე რბოლის ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ ძალიან დიდი იალქნითცენზურის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, ფოტოგრაფმა ა.ლ. შაფერმა ეს საკულტო ფოტო 1934 წელს გადაიღო, რომელმაც ერთი კადრით რაც შეიძლება მეტი მორალური ნორმა და პრინციპი დაარღვია. ჟურნალ "LIFE-"ში გამოქვეყნებული ეს ფოტო აჩვენებს კონკრეტულად თუ რისი ჩვენება იყო აკრძალული:1. კანონის შელახვა2. ბარძაყის შიდა მხრე3. მაქმანებიანი საცვალი4. გარდაცვლილი ადამიანი5. ნარკოტიკული ნივთიერება6. ალკოჰოლი7. მეტისმეტად დეკოლტირებული მკერდი8. აზარტული თამაშები9. ადამიანისთვის დამიზნებული იარაღი10. ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი![]() თვალებახვეული გერმანელი მეხანძრეების ჯგუფი ხმის წყაროს ძიებაში ორიენტირებას სწავლობს, როგორც ჩანს, გამოცდას სამი მათგანი წარმატებით გაივლის, აი, ერთი კი დიდი ალბათობით - ვერა, 1940 წლის ფოტო1116 შეფასება არ არის |