x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ვიტყვი რაღაც ინფორმაციას, მივაწვდი ხალხს ....."- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის "დროებაში" გასულ ვრცელ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"ვიტყვი რაღაც ინფორმაციას, მივაწვდი ხალხს და " გადაიჭრიან ვენებს" ზოგიერთები- ფსევდოები, "დედა ეს რა ბოდვაა, ამას რას გვაბრალებო" და ა ბატონო, " შარშან ზაფხულამდე ყველაფერი ნორმალურად იყოო", კარგი ურთიერთობა გვქონდაო, არადა, ფაქტია სიმართლეს ამბობს კეზერაშვილი, რადგან ყველას გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდა მელია კეზერაშვილს "პარტნიორიაო" ანუ შარშანდლამდე პარტნიორი ყოფილა და მერე თქვა "კრიმინალიაო"( მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავ, მხოლოდ).


P.S


"ჩიტო ჩიტო ჩიორაო“ რაო ბატონო მელაო?! "

ვაი ჩვენს პატრონს …..ამდენი მელაკუდა ამდენი ტურა .....აღარ დასრულდა რა...."- ვკითხულობთ ოპოზიციონერი დეპუტატის ფეისბუქგვერდზე.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, გიორგი თარგამაძის გადაცემა "დროებაში" ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის ვრცელი ინეტერვიუ გავიდა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა არა ერთ თემაზე ისაუბრა, მათ შორის ნიკა მელიასთან ურთიერთობაზე და ასევე მის "ნაციონალურ მოძრაობაში" ჩარევასთან დაკავშირებითაც.


დავით კეზერაშვილის თქმით, ის "ენმ"-ში ნიკა მელიას თავმჯდომარეობის დროს არაფერში ჩარეულა და მისგან არც არაფერი მოუთხოვია. მისივე თქმით, ის ნიკა მელიას საერთოდ არ იცნობდა და მათ შორის შეხვედრა მხოლოდ მას შემდეგ შედგა, რაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ყოფილი ლიდერი პატიმრობიდან გათავისუფლდა. გთავაზობთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილის ვრცელი ინტერვიუდან ფრაგმენტს:


"ყველაფერი დაიწყო ნიკას იმ ცნობილი გამოსვლოთ 2017 წელს, როდესაც მე დამადანაშაულა, კრიმინალი მიწოდა, ის სიტყვები იხმარა, რაც იხმარა. ნიკას არ ვიცნობდი, არ მქონია არანაირი ურთიერთობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ის გახდა თავმჯდომარე პარტიის. მას შემდეგ, რაც ის დააკავეს და გამოვიდა ციხიდან, მე დამიკავშირდა ჩემი მეგობარი, რომელმაც თქვა, რომ არსებობდა სრული შეხვედრის ორგანიზება, რომ მომხდარიყო ჩემსა და ნიკას შორის.


შეხვედრა შედგა, მე, რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. მე არ დავდივარ საქართველოში, არ ვურეკავ ადამიანებს და არ ვთხოვ შეხვედრებს, არ ვთხოვ, რომ გინდა თუ არა უნდა მოგეხმაროთ, რამე ხო არ გჭირდებათ, ეს არ არის ჩემი ინტერესი. მე ასე ვიცი, რომ ეს თხოვნა მოდიოდა იქითა მხრიდან, იმიტომ რომ უნდა ჩატარებულიყო არჩევნები და გარკვეული დახმარება იყო საჭირო სხვადასხვა მიმართულებით პარტიის.


მე არანაირი ინტერესი არ მქონდა სხვაგვარად ამ შეხვედრის. შეხვედრა შედგა, მოვილაპარაკეთ, მე გავიგე რა იყო საჭირო, რაღაცებზე შევთანხმდი, რომ შევძლებდი ეს გამაკეთებინა და ამის შემდეგ ურთიერთობები მიდიოდა ნორმალურად, ჩატარდა არჩევნები, ჩამოვიდა მიშა, გარკვეული მოვლენები განვითარდა საქართველოში.


ყველაფერი იყო ნორმალურად, შარშან ზაფხულამდე, როდესაც არ ვიცი რატომღაც ჩაითვალა, რომ მე დავიწყე ხელის შეშლა მისთვის პარტიაში თავისი საქმის კეთებაში. ეგრე არაფერი ყოფილა, მე არაფერში ჩავრეულვარ, არც არაფერი მომითხოვია, არც არავის მოყვანა, გაშვება, სიაში ჩაწერა, ეს ყველაფერი არის ან მისი ინტერპრეტაციები... მათ შორის ნაყოფიას ნაწილში, ნაყოფია ენმ-ს წევრია ბევრი წელია, მანაც ილაპარაკა და მივცემ თავს უფლებას ვთქვა, ჩვენ არ გვქონდა მეგობრული ურთიერთობები, მაგრამ ის რომ მე მომეთხოვა ვინმეს გაშვება ან მოყვანა, მე არანაირი ფუნქცია, როლი მაგ პარტიაში არ მაქვს, მაგ პარტიას ჰყავს დამფუძნებელი - სააკაშვილი და ჰყავდა ხელმძღვანელობა, რომელიც ჰყავდა.


მე იმ ვერტიკალში არ ვარ, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებებს. ის რაღაცაზე გაბრაზდა და შემდეგ მე ვიხილე უკვე ეთერით, რომ მან გამოაცხადა რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა და არ ექნება ურთიერთობა. არ ექნება და არ ექნება, არ არის პრობლემა, არავის დავსდევ და არ ვეხვეწები ჩემთან ურთიერთობას. შემდეგ მოხდა არჩევნები, მან ასე ვთქვათ, წააგო ეს არჩევნები და ამით მორჩა პრინციპში ეს ისტორია". - განაცხადა კეზერაშვილმა.









0
656
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
656