x
ფილოსოფიის დაბადება

image
პირველი ფილოსოფოსი მსოფლიოში იყო პითაგორა, იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ საკუთარ თავს მან უწოდა პიველად ფილოსოფოსი.როგორ მოხდა ეს ყველაფერი?პითაგორამდე განათლებული პიროვნებები საკუთარ თავს ბრძენს უწოდებდნენ, მაგალითად საბერძნეთში ისინი იყვნენ სოფისტები.ერთხელ პითაგორას უთხრეს: შენ ბრძენი ხარ!(ანუ შენ სოფისტი ხარო)მან იუარა და თქვა:"მე უფრო სიბრძნის მოყვარე ვარო" ანუ ფილოსოფოსი.მოგეხსენებათ ფილია ბერძნულად სიყვარულს ნიშნავს, ხოლო სოფოს- სიბრძნეს.ძვ.წ. აღ-მდე მეექვსე საუკუნეში ისახება პირველი ფილოსოფიური მოძღვრებანი.ბერძენი ფილოსოფოსები ძირითადად ყურადღებას უთმობდნენ სამყაროს არსის, მისი წარმოშობისა და რაობის გარკვევას.მათ სხვადასხვა შეხედულება ჰქონდათ, თუ როგორი სახელმწიფო წყობილება ჯობდა ქვეყნისთვის.არისტოკრატიული იდეოლოგიის(ქვეყანა არისტოკრატებმა უნდა მართონ) მომხრე იყო პითაგორა(პირველი ფილოსოფოსი)ის ცხოვრობდა კუნძულ სამოსზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ კუნძულზე დამყარდა ტირანია, მან დატოვა კუნძული და სამხრეთ იტალიაში გადასახლდა.მან შექმნა არისტოკრატთა კავშირი, თუმცა ეს კავშირი გაანდგურეს დემოკრატიის მომხრეებმა, ცოტათი მაინც შენარჩუნდა არისტოკრატიის გავლენა, თითქმის 200 წელი.პითაგორა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა აღზრდას.მის პოლიტიკურ იდალს წარმოადგენდა ისეთი სახელმწიფო, რომელსაც მართავენ ფილოსოფოსები, სულიერად და ინტელექტუალურად მაღალგანვითარებული ადამიანები.ჰერაკლიტე მიიჩნევდა, რომ სოციალური უთანასწორობა ბუნებრივია და ბრძოლაა ყველაფრის მამამთავარი.ის აღნიშნავდა, რომ კანონები მთავარია პოლისებისთვის, ანუ მათი სახელმწიფოებისთვის და ხალხმა კანონების დაცვისთვის ისე უნდა იბრძოლოს, როგორც საკუთარი ქალაქის კედლებისთვის(ანუ საკუთარი ფიზიკური არსებობისთვის).პითაგორასგან განსხვავებით, დემოკრიტე არის მონათმფლობელური დემოკრატიის მომხრე, მისი აზრით ბედნიერება არაა სიმდიდრეში, არამედ სულიერ განწყობაში.დემოკრიტე მომხრე იყო ცენზიანი დემოკრატიის.(ცენზიანი დემოკრატია-როცა ადამიანთა ნაწილს საკუთარი ქონებიდან გამომდინარე შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება).

რაც შეეხება სოფისტებს ისინი იყვნენ განათლებული ადამიანები, რომლებიც დიდი მნიშვნელობას ანიჭებდნენ სიტყვის ძალას, რომლებიც გარკვეული ანაზღაურებით ასწავლიდნენ ახალგაზრდობას სიბრძნეს და ორატორიას.

0
48
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი 242424
გიორგი 242424
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0