x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134465
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
"საიდუმლო ოთახი სიამოვნებისთვის და ამბავი ცხენის შესახებ" - რას მალავდა სინამდვილეში ეკატერინე II?
image


მე-18 საუკუნის ერთ -ერთი გამოჩენილი მმართველი ეკატერინე II დიდი, რუსეთის პოლიტიკურ ჰორიზონტზე ნათელი ფიგურა იყო. მან სახელმწიფოს გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, სწორედ მის დროს შეიქმნა ბრძოლისუნარიანი ფლოტიც. იმპერატრიცამ გააძლიერა ასევე ჯარი, რომლის ანგარიშზე არაერთი სამხედრო გამარჯვება იქნა ჩაწერილი. სწორედ მისი პოლიტიკის შედეგი იყო შავ ზღვაზე გასასვლელის დაპყრობაც. ეკატერინემ რუსეთის იმპერიის საზღვრები ახალი ტერიტორიების ანექსირებით გააფართოვა.


image


მისი მმართველობის დროს 144 ქალაქი გაშენდა, სწორედ ეკატერინე დიდი გახლდათ ის ადამიანი, ვინც ქვეყანაში ჩუტყვავილას ვაქცინაცია პირველმა გაიკეთა. მან გააუქმა სიკვდილით დასჯა და ძირეულად შეცვალა პოლიტიკა, რომელიც მუსლიმებს ეხებოდა. მისი ლოიალური დამოკიდებულების გამო თათრებმა ეკატერინე დიდს საპატიო სახელი "ები პოშტაც" კი შეარქვეს, რაც "ბებია დედოფალს" ნიშნავდა. მისი მმართველობის დროს მოსახლეობა 38%-ით გაიზარდა და რუსეთის იმპერიის მასშტაბებიც გაფართოვდა. მისმა დადგენილებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთის იმპერიის თავისუფალი ეკონომიკის ჩამოყალიბებაში, თუ არ იყო ის მისი დადგენილებები?


image


ეკატერინე II დიდის შესახებ მრავალი მითი არსებობს. მოდით, განვიხილოთ მათ შორის რამდენიმე ყველაზე გავრცელებული. ეკატერინე დიდი იყო წერა-კითხვის უცოდინარი, ჰქონდა ძლიერი აქცენტი და ხშირად უშვებდა შეცდომებს. ეს არის მითი, რომელსაც ხშირად გადასცემდნენ უცხოელი ელჩები თავიანთ მეფეებსა და იმპერატორებს. სინამდვილეში, ეკატერინე II შესაძლოა მართლაც შეცდომებით წერდა, თუმცა იმ დროს ყველასთვის მიღებული რუსული ენის წესები არ არსებობდა, ამიტომ მისი გაუნათლებლობა შეიძლება იმდროინდელ რუსულ ენაში არსებულ განსხვავებებს მივაწეროთ. რაც შეეხება აქცენტს, იმ დროის არც ერთ ნაწარმოებში ამის შესახებ საუბარი არ იყო. ჰქონდა თუ არა საერთოდ ეკატერინე დიდს აქცენტი, ამას ვერასდროს გავიგებთ.გერმანელი პრინცესა, ქალიშვილობის გვარით სოფია ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ცერბსტი განათლებული გოგონა იყო, რომელიც წიგნების კითხვას დიდ დროს უთმობდა, რაც იმდროინდელი ადამიანებისთვის და მისი სტატუსის მქონე პიროვნებისთვის დამახასიათებელი არ იყო.


image


არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის რუსეთის იმპერიაში 14 წლის ასაკში წაიყვანეს და16 წლის ასაკში გაათხოვეს. უნდა აღინიშნოს, რომ პეტრე III მეუღლით ნაკლებად იყო დაინტერესებული, მას ბევრი საყვარელი ჰყავდა, მათ შორის თავად ეკატერინე II-ის საპატიო მოახლეებიდანაც. ის არაერთხელ დაემუქრა მას მონასტერში გაგზავნით და დიდი ალბათობით გააგზავნიდა კიდეც, რომ არა სახელმწიფო გადატრიალება, რომლის დროსაც ის მოკლული იქნა. არსებობს მითი, რომ თითქოს სწორედ ეკატერინე დიდმა გაყიდა ალასკა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან ის 1867 წელს მისი შვილთაშვილის დროს იქნა გაყიდული. რუსეთის იმპერატრიცა კი, პირიქით, ალასკის ტერიტორიას ავითარებდა, მაგალითად მისი მმართველობის დროს იქ პირველი დასახლებაც კი გაჩნდა.


image



ეკატერინე დიდის ფავორიტების შესახებ ყველას სმენია, რომლებიც, როგორც ბევრი ამტკიცებდა, სახელმწიფოს მის ნაცვლად მართავდნენ. ზოგიერთი ცნობით, ამ ადამიანთა რაოდენობა 20-ზე მეტი იყო, რომლებსაც იმპერატრიცა გულუხვი საჩუქრებითა და მაღალი თანმდებობებით ასაჩუქრებდა, და როგორც ზოგი ამბობს, სერგეი სალტიკოვი საერთოდ პავლე I-ის ბიოლოგიური მამაც კი იყო.



image



მის სიკვდილთან დაკავშირებით ერთი უჩვეულო მითი არსებობს, მაგრამ ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით. მიუხედავად მგზნებარე პირადი ცხოვრებისა, ეკატერინე დიდმა შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსის იმიჯის შენარჩუნება მოახერხა. ალექსანდრე დიუმამ თავის წიგნში 20 წლის შემდეგ დაწერა რომ მხოლოდ ელისაბედ I-სა და ეკატერინე II-ს შეეძლო ერთდროულად თითოეული რჩეულისთვის საყვარელიც ყოფილიყო და მბრძანებელიც.



image


მაგრამ მოდით ისევ მითებს დავუბრუნდეთ. არსებობს ინფორმაცია რომლის თანახმადაც ქრისტიანულ ტანსაცმელში გამოწყობილი იმპერატრიცა გასართობად ტავერნებში დადიოდა, მაგრამ როგორც ბევრი სხვა მითის შემთხვევაში, ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება ამ შემთხვევაშიც არ არსებობს, მაგრამ ისტორიები შეშლილი იმპერატრიცას თავგადასავლების შესახებ ამით არ სრულდება. არსებობს მითი, რომ ეკატერინე დიდი ცხენთან სქესობრივი კავშირის შემდეგ გარდაიცვალა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში რუსეთის იმპერატრიცა ტვინში სისხლის ჩაქცევით დაიღუპა.


image



ეს ლეგენდა პირველად პოლონელი ისტორიკოსის კაზიმიროვ ლიშეფსკის ჩანაწერებში გაჩნდა, რომელიც მე-18 საუკუნის რუსეთის იმპერიის შესახებ საკმაოდ ბევრს წერდა. ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას ეკატერინე დიდის საიდუმლო ოთახის შესახებაც, სადაც იმ დროისთვის ძალიან უჩვეულო ნივთები ინახებოდა, არავინ იცის რამდენად შეესაბამება აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს, თუმცა ამის დამადასტურებელი ფოტოები ინტერნტქსელში მოიპოვება. თანამედროვეების თქმით, მონარქი აღვირახსნილი სიყვარულის დიდი მოტრფიალე ყოფილა, რომელსაც თურმე ფიზიკური სიახლოვის გარეშე ცხოვრება ერთი დღეც კი არ შეეძლო. სექსუალური მადის გასაზრდელად იმპერატრიცას სავარაუდოდ საიდუმლო ოთახიც კი ჰქონდა, რომელშიც ავეჯიდან დაწყებული ლარნაკებითა და ქანდაკებებით დასრულებული ყველაფერი პორნოგრაფიული ხასიათის დეკორით იყო გაფორმებული.



image


ადგილობრივ მკვლევარებს ამ ინფორმაციის არც დადასტურება და არც უარყოფა არ შეუძლიათ, რადგან აღნიშნული ოთახის არსებობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ ერმიტაჟის სათავსოებში ინახება ეკატერინეს ეპოქის საინტერესო რარიტეტები, რომლებიც ეროტიკული ბარელიეფებითა და ფიგურებით არის მორთული.


image


გერმანელი ჯარისკაცები ეკატერინეს სასახლეში (1941 წელი)


დიდი სამამულო ომის დროს რამდენიმე გერმანელი სამხედრო კორესპონდენტი ვერმახტის ჯარისკაცების თანხლებით დაპყრობილი სასახლეების მოსანახულებლად გაემართა, რომლებიც ოდესღაც რუსეთის იმპერატორებს ეკუთვნოდათ. ერთ-ერთ მათგანში, სავარაუდოდ, ან გატჩინის სასახლეში ან ცარსკოე სელოში 5 ოთახს წააწყდნენ, რომლის ინტერიერის გაფორმებამ ყველა შოკში ჩააგდო. მოსასვენებელი ოთახები, რომლებშიც გერმანელები აღმოჩნდნენ კარგად "გაწაფულ", გარყვნილ ადამიანს ეკუთვნოდა, სადაც კედლებიდან დაწყებული ავეჯითა და კარის სახელურებით დასრულებული - ყველაფერში სექსი თემა დომინირებდა. ნანახით შოკირებულმა სამხედრო კორესპონდენტებმა ოთახების გაფორმება ფოტოფირზე აღბეჭდეს. რამდენიმე ფოტო, რომელზეც ეროტიკული ავეჯია ასახული დღეს ინტერნეტსივრცეში თავისუფლად იძებნება. ამ ფოტოების ავთენტურობა დადასტურებული არ არის, თუმცა ზოგიერთ მკვლევარს ეჭვი არ ეპარება, რომ ისინი გერმანელმა ოკუპანტებმა 1941 წელს გადაიღეს.


image


ფაშისტები ეკატერინეს სასახლის ზღურბლთან


ერთ-ერთ ასეთ ფოტოზე ლუი XIV-ის ეპოქის რბილი სკამია აღბეჭდილი. ერთი შეხედვით, ის თითქოს არაფრით გამოირჩევა, მაგრამ თუ ყურადღებით დააკვირდებით მასზე სექსუალური აქტების გამოსახულებებსაც შეამჩნევთ, ფალიური სიმბოლიკა დომინირებდა ასევე სხვადასხვა ტიპის ავეჯზეც.



imageimageimageimage




არსებობს ინფორმაცია, რომ ეროტიკული ავეჯის ამსახველი ფოტოები რუსეთში რეჟისორმა პიტერ ვოდიჩმა ჩამოიტანა, ვერმახტის ერთ-ერთი ჯარისკაცის ვაჟმა, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა უცნაური ოთახები ყოფილ იმპერიულ რეზიდენციაში.


image


პიტერ ვოდიჩი, გერმანელი ჯარისკაცის ვაჟი, რომელმაც "საკუთარი თვალით ნახა" ეკატერინეს საიდუმლო ოთახი


2003 წელს ვოდიჩი გერმანულ ძველმანების ბაზრობაზე შემთხვევით ფოტოალბომს გადააწყდა, რომელმაც მისი ყურადღება მიიპყრო: კადრებზე უცნაური ავეჯი იყო გამოსახული, რომლის შესახებაც ვოდიჩს მამისგან ჰქონდა გაგონილი. აღმოჩენით დაინტერესებული ბელგიელი სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა, რათა დეტალურად გაერკვია რა ბედი ეწია ფოტოებზე აღბეჭდილ ნივთებს. რუსეთში ვოდიჩს სრული იმედგაცრუება ელოდა, როდესაც ის ფოტოებით ერმიტაჟში გაემართა, მუზეუმის თანამშრომლებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მასთან საუბრის დიდი ინტერესი არ გამოუვლენიათ.


image


მსგავსი ოთახების შესახებ არაფერი ვიცი და საერთოდ მოაშორეთ ფოტოაპარატი!


ხანმოკლე დარწმუნების შემდეგ, მათ უცხოელი სტუმარი გატჩინის სასახლეში წაიყვანეს და რამდენიმე ქანდაკება, საბურნუთე და ეროტიკული ხასიათის სხვა ნივთები უჩვენეს, რომლებიც ოდესღაც ეკატერინე II-ს ეკუთვნოდა. მუზეუმის თანამშრომლებმა ვოდიჩს შეშლილი იმპერატორის სრული კოლექციის ჩვენებაზე უარი უთხრეს. ამავე დროს, მათ ფოტოებზე აღბეჭდილი ავეჯის არსებობის შესაძლებლობაც უარყვეს. შეხვედრის დასასრულს მუზეუმის თანამშრომლებმა ბელგიელს უთხრეს, რომ "სასიყვარულო სიამოვნების" სამეფო ოთახის ძებნას აზრი არ ჰქონდა, რადგან მისი არსებობის ფაქტს ვერავინ ვერასდროს დაადასტურებდა.

image

მიუხედავად იმისა, რომ პიტერ ვოდიჩმა ფოტოებზე აღბეჭდილი ნივთების ხილვა ვერ შეძლო, ამ მოგზაურობისგან სარგებელი მან მაინც ნახა, რადგან გიჟური ოთახების სავარაუდო მფლობელის ვინაობა მისთვის როგორც იქნა ცნობილი გახდა. მას შემდეგ რაც ბელგიელი ისტორიას ჩაუღრმავდა და გაარკვია რომ ეკატერინე II-ს რჩეულების მთელი არმია ჰყავდა და თან სექსუალური ექსპერიმენტების დიდი მოყვარულიც იყო, საბოლოოდ, დარწმუნდა რომ სასიყვარულო საძინებელიც სწორედ მას ეკუთვნოდა.








0
471
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
471