x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
საფლავში ლაიქების გამო: ბლოგერების ყველაზე უაზრო სიკვდილის შემთხვევები

სოციალურ ქსელებში გამომწერების მოსაზიდად, ბლოგერები მზად არიან ყველაზე არაორდინალურ და სარისკო ხერხებსაც მიმართონ.თუმცა ზოგჯერ მათი იდეები ტრაგიკულად მთავრდება.სწორედ ასეთ შემთხვევებზე მოგითხრობთ ქვემოთ.



სიკვდილი "დამპალი" წვეთოვანის გამო


image

უახლესი რეზონანსული შემთხვევა არის ბლოგერისა და სეჩენოვის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის ანა კოლიადასა და მისი მეგობრის, "სბერმარკეტის" დამფუძნებლის დიმიტრი ჟულინის მოწამვლა პერეპარატ Laennec-ის წვეთოვანიდან.



წყვილი უკვე რამდენიმე თვეა „იწვეთებდა“ამ წამალს (არსებობს მოსაზრება, რომ პრეპარატი აძლიერებს იმუნურ სისტემას და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი), მაგრამ ამჯერად ანამ წამალი წინასწარ გააზავა - სამი დღე იდგა პლასტმასის კონტეინერში და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენა. შედეგად, ორივე ტოქსიკოლოგიურ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდა: ანა გარდაიცვალა, დიმიტრი კი გადაარჩინეს. ექიმების თქმით, ასეთი ფატალური შედეგები შეიძლება მოხდეს არასწორად შენახვის გამო.


სამი დღის განმავლობაში დარჩენილი ცილა შედედდა და იქ გაჩნდა ინფექცია, რამაც გამოიწვია ტოქსიკურ-ალერგიული რექაცია და სისხლის მოწამვლა.


ქსელში ბევრს აინტერესებდა, როგორ ვერ აცნობიერებდა სამედიცინოს მეხუთე კურსის სტუდენტი ასეთ საფრთხეს და რისკს.




სიკვდილი წიგნის გავლით

image

ამერიკელი მონალიზა პერესი დაქვრივდა ბევრი ლაიქების გამო.2017 წელს ვიდეოს გადაღებისას შემთხვევით მოკლა თავისი მეგობარი ბიჭი პედრო რუისი. გოგონა იმ დროს მხოლოდ 19 წლის იყო, მისი შეყვარებული კი 22 წლის. მათ უკვე ჰყავდათ ერთი შვილი და ტრაგიკული მოვლენების დროს მონალიზა ისევ ორსულად იყო.


თავიანთ არხზე კონტენტის მრავალფეროვებისთვის, წყვილმა გადაწყვიტა გადაეღო „ყველაზე საშიში ვიდეო“, როგორც ეს მათ განაცხადეს. გოგონამ ბიჭისთვის სქელი წიგნის გავლით უნდა ესროლა. ორივე დარწმუნებული იყო, რომ ტყვია წიგნში გაიჭედებოდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა - ექიმების მცდელობის მიუხედავად პედრო სასიკვდილოდ დაიჭრა გულმკერდის არეში და გარდაიცვალა.


სხვათა შორის, ამ სარისკო გამოწვევის იდეა გოგონას შეყვარებულს ეკუთვნოდა. თავად მონალიზა საბოლოოდ ცნეს დამნაშავედ განუზრახველ მკვლელობაში, რისთისაც მიესაჯა 180 დღით თავისუფლების აღკვეთა და ათი წლით პირობითი სასჯელი.


სიკვდილი ორგანიზმის გამოფიტვის შედეგად

image

ამ შემთხვევაში გიჟურ იდეებს თავად ბლოგერი კი არ შეეწირა, არამედ მისი შვილი, რაც სიტუაციას კიდევ უფრო კოშმარულს ხდის. უმი კვების ბლოგერი მაქსიმ ლიუტი არა მხოლოდ რეგულარულად იკვებებოდა მზის ენერგიით, არამედ ცდილობდა თავისი ახალშობილი ბავშვიც შეეჩვია ამ პროცედურებისათის. შედეგი პროგნოზირებადი იყო: ერთი თვის ბავშვის სხეული გამოიფიტა, რამაც ჩვილის სიკვდილი გამოიწვია.


სიკვდილი მშრალი ყინულით


image

ბლოგერი და ფარმაცევტი ეკატერინა დიდენკოს ტრაგედიის ამბავმა დიდი რეზონანსი გამოიწვია.


2020 წელს მან 29 წლის იუბილე აღნიშნა აუზის კომპლექსში - წვეულება გაიმართა გრანდიოზული მასშტაბით, ბლოგერი იღებდა ვიდეოებს, ფოტოებს და მაშინვე უზიარებდა გამომწერებს. რაღაც მომენტში, სანახაობრივი კადრების გულისთვის აუზში 25 კგ მშრალი ყინული ჩაყარეს. წყალთან რეაქციის შემდეგ აუზზე „ნისლი“ წარმოიქმნა, რომელშიც დღესასწაულის ზოგიერთმა მონაწილემ გადახტომა გადაწყვიტა. შედეგად, ქიმიური დამწვრობისა და ასფიქსიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დიდენკოს ქმარი.


საქმე იმაშია, რომ წყალთან შეხებისას მშრალი ყინული გამოყოფს შხამიან ნახშირორჟანგს - სწორედ ის შეისუნთქეს მსხვერპლებმა .


ანალოგიურად პირველი შემთხვევისა, როგორ არ იცოდა დიდენკომ ამის შესახებ?, რომელმაც, მისი თქმით, დაამთავრა პიატიგორსკის სამედიცინო და ფარმაცევტული ინსტიტუტი?


ამ ამბავში კურიოზული კიდევ ის არის, რომ ტრაგედიის შემდეგ ქალის ბლოგი კიდევ უფრო წარმატებული გახდა - დიდენკო გახდა თოქ-შოუს ვარსკვლავი და შეიძინა ახალი გამომწერები.




სელფით გამოწვეული სიკვდილი


image

სელფით გამოწვეული სიკვდილი სამწუხაროდ ყველაზე გავრცელებულია და თუნდაც რამდენიმე შემთხვევის აქ მოყვანა, ჩვენს სიას გაცილებით გაზრდის, აქ მხოლოდ ერთ-ერთ ბოლოდროინდელ შემთხვევაზე გვექნება საუბარი.


სამწუხაროდ, სახიფათო ადგილებში ეფექტურ კადრებზე ნადირობამ უკვე ბევრი საფლავამდე მიიყვანა. ასეთი ბედი ეწია 2021 წელს ჩინელ სოფია ჩუნგს . ექსტრემალური სელფები მისი საქმე იყო - გოგონას თითქმის მთელი ბლოგი სწორედ ასეთ ფოტოებით იყო აჭრელებული. გამომწერები აქტიურად უწონდებდნენ თამამ ფოტოებს, მაგრამ ერთ დღესაც სოფიას იღბალმა ზურგი აქცია, როდესაც ჰონგ კონგის Ha Pak Lai-ის ბუნების პარკში ჩანჩქერთან ფოტოს გადაღების დროს ჩუნგმა წონასწორობა დაკარგა და უფსკრულში გადაიჩეხა.

0
236
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0