x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
სტალინის შვილის, იაკობის ტყვეობა გერმანიაში
image

სტალინის უფროსი შვილი, იაკობ ჯუღაშვილი, 1907 წლის 18 მარტს დაიბადა.1943 წლის 14 აპრილს გაურკვეველ სიტუაციაში დახვრიტეს, მისი საფლავი ცნობილი არ არის. არსებობს გარკვეული აზრი, რომ ის მეორე მსოფლიო ომში გერმანელების ტყვე იყო. იმ ფაქტს, რომ იაკობი ბრძოლაში დაიღუპა, ადასტურებს გენერალ-ლეიტენანტი არტიომ სერგეევი. მისი მამის, სამოქალაქო ომის გმირის ფიოდორ სერგეევის დაღუპვის შემდეგ, რომელიც სტალინის უახლოესი თანამებრძოლი იყო, ობლად დარჩენილი არტიომი იოსებ სტალინის ოჯახში იზრდებოდა, თავის წიგნში „საუბრები სტალინზე“ ის წერს: „სტალინის უფროსი შვილი იაკობი ომში წავიდა და იბრძოდა. ის დიდხანს ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, შემდეგ თითქოს ტყვედ ჩავარდა. მაგრამ არ არსებობს თუნდათ ერთი ტყუარი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ იაკობი დატყვევებული იყო. სავარადუდოა, რომ 1941 წლის 16 ივლისს ის ბრძოლაში დაიღუპა. ვფიქრობ, რომ გერმანელებმა აღმოუჩინეს საბუთები და მოაწყვეს ერთგვარი გათამაშება საბჭოთა შესაბამის სამსახურებთან. მე იმ დროს გერმანელთა ზურგში მომიწია ყოფნამ. ვნახეთ საინფორმაციო ფურცლები, სადაც თითქოს იაკობი იყო ასახული გერმანელ ოფიცესთან ერთად, რომელიც მას ჰკითხავდა. ჩემს პარტიზანულ რაზმში იყო პროფესიონალი ფოტოგრადი. მან კითხვაზე, როგორი იყო მისი აზრი- ყალბი იყო ეს სურათი თუ არამ თავიდან არაფერი მიპასუხა, და ერთი დღის შემდეგ დარწმუნებით განმიცხადა, რომ მონტაჟია. ახლაც, კრიტიკული ექსპერტიზა ადასტურებს, რომ ყველა ფოტოსურათი და ტექსტი, რომელიც იაკობის თითქოს ტყვეობას ასახავს-მონტაჟი და სიყალბეა. რა თქმა უდა, როგორც ისინი აცხადებენ, იაკობი მათთან ტყვედ რომ ჩავარდნილიყო, ისინი იზრუნებდნენ უფრო სათანადო საბუთების შექმნაზე და არ წარმოადგენდნენ საეჭვო მასალას: ფოტოსუათები ხან გაცრეცილია, ხან ზურგიდან გადაღებული, ხანაც გვერდიდან. შედეგად, არც ერთი მოწმე არ აღმოჩნდა: ზოგი მხოლოდ სურათით იცნობდა მას, ზოგი ტყვეობიდან და იყო ასეთივე არასერიოზული მტკიცებულებები. იმ დროს გერმანელებს მოეპოვებოდათ ტექნიკური საშუალებები, რომ ფირზეც გადაეღოთ, ფოტოზეც აესახათ და ხმაც ჩაეწერათ, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერი არსებობს. შესაბამისად, ფაქტია, რომ სტალინის უფროსი შვილი ბრძოლაში დაიღუპა".

image

image



მწერალი იური მუხინი წერს:“2007 წლის6 ივნისს გამოჩნდა ცნობა:რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის არქივებში განაცხადეს საბუთების არსებობის შესახებ, რომელიც ადასტურებს გერმანელთა მიერ სტალინის უფროსი შილის დატყვევებას“. იური მუხინი ამბობს:“ მოდით, წავიკითხოთ ეს „სასიხარულო“ ამბავი უფრ ყურადღებით:“უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის არქივებში არსებობს საკმარისი რაოდენობის დოკუმენტური დადასტურება იმისა, რომ იოსებ სტალინის შვილი იაკობ ჯუღაშვილი ნამდვილად იყო გერმანელთა ტყვეობაში, -განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის რეგისტრაციისა და საარქივო ფონდების სამმართველოს უფროსმა ვასილი ქრისტოფოროვმა. მისი თქმით, „არქივებში არის მრავალრიცხოვან პირთა ჩვენებები, რომლებიც იაკობთან ერთად იყვნენ გერმანელთა ტყვეობაში“. ოფიციალური ისტორიოგრაფიის თანახმად, საარტილერიო ბატარეის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი ჯუღაშვილი ტყვედ აიყვანეს 1941 წლის ივლისში ვიტებსკის მისადგომებთან და ბანაკებში იმყოფებოდა 1943 წლამდე, ანუ იმ დრომდე, როდესაც მან მოახდინა გაქცევის იმიტირება. თუმცა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა სერგეი დევიატოვმა, რომლიც ამასთანავე არის ფედერალური სამსახურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის უფროსი, განაცხადა, რომ სამამულო და უცხოური არქივები, მათ შორის სტალინის ოჯახის არქივით ადასტურებენ ვერსიას, რომ მისი უფროსი შვილი იაკობი არასდროს ყოფილა გერმანელთა ტყვეობაში მეორე მსოფლიო ომის წლებში. დევიატოვის აზრით, გერმანელებს შეეძლოთ მოეხდინათ სტალინის შვილის ტყვეობის ინსცენირება. დევიატოვმა აღნიშნა, რომ „ჩატარებული ობიექტური კრიმინოლოგიური კვლევები, მათ შორის გრაფოლოგიური, ლაპარაკობს იმაზე, რომ უფრო ზუსტად, ეს იყო გერმანული სპეცსამსახურების პროპაგანდისტული სპეცღონისძიება“.


image

0
98
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0