x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კარინა ზავლაინი-ულამაზესი გერმანელი მოდელი და მომავალი ექიმი

image
კარინა მოდის სამყაროში 2018 წელს მივიდა, მივიდა და მოკლე ხანში საოცარ წარმატებებს მიაღწია.
კარინამ სახელი გაითქვა თავისი ფოტოსესიებით სხვადასხვა გამოცემისათვის, როგორებიცაა "Vogue Italia, " "L'Officiel Baltics" და "L'Officiel Azerbaijan". კარინა თანამშრომლობდა მსოფლიო დონის ფოტოგრაფებთან, ისეთებთან, როგორებიც არიან "Richard Ramos"-ი და "Pascal Heimlicher"-ი.

კარინა ითვლება ერთერთ ყველაზე წარმატებულ გერმანელ მოდელად. ის თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა "L'Oréal", "Maybelline", "H&M", "Zara".

image
კარინამ უამრავ სამოდელო ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, განსაკუთრებულ წარმატებებს კარინამ პარიზის, ნიუ-იორკის, მილანის და ლონდონის ჩვენებებზე მიაღწია.
გერმანელი მოდელი სხვა მოდელებისაგან განსაკუთღებული სილამაზით და პროფესიონალიზმით გამოირჩევა.
2020 წელს კარინა გერმანიის ნაციონალური სილამაზის კონკურსზე მეორე ადგილზე გავიდა, იმავე წელს "მის სამყაროზე" გამოვიდა წარმატებით.

2019 წელს კარინა "German Model Awards"-ზე აღიარეს "თვის საუკეთესო მოდელად". კარინა ასევე წარმატებული სტუდენტია სამედიცინო უნივერსიტეტში, ის აპირებს გახდეს დიპლომირებული ექიმი-ფიზიოთერაპევტი.

კარინა თვლის, რომ ახალგაზრდა ქალი ვალდებულია ნებისმიერ საქმეს რასაც ხელს მოკიდებ გულისყურით მოეკიდოს და პროფესიონალურად მიუდგეს მას, "ნებისმიერი საქმე რასაც ზერელედ მიუდგება ადამიანი მას ვერ მოუტანს წარმატებას"-აცხადებს კარინა.

კარინა მოუწოდებს ქალებს, მეტი დრო დაუთმონ საკუთარ თავს, წარმატების ფორმულაა "ჯერ თავად უნდა იყო მისაბაძი და მერე მოვა წარმატება".
კარინა რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.
მოდელი "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე საზოგადოებას მოუწოდებს ერთმანეთს დაუდგნენ გვერდში ნებისმიერ გასაჭირში, დაიცვან ბუნება, დაეხმარონ საზოგადოების იმ ნაწილს რომელიც მუდმივად საჭიროებს ყურადღებას და თანადგომას.

ესეც ულამაზესი გერმანელი მოდელის და მომავალი ექიმის ფოტოკოლაჟი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage














0
268
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
268