x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"გადაფურთხებულს ლოკავთ, რომ როგორმე ბიძინას უკეთ შეუძვრეთ და ასიამოვნოთ"-რაზე გაუბრაზდა ბაია პატარაია ირაკლი კობახიძეს?

imageქალთა უფლებათა დაცვის "საფარის" დამფუძნებელმა ბაია პატარაიმ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სოციალური ქსელით მიმართა:



"ირაკლი კობახიძე რომ გადმოდგა და იღაღადა, ვისაც ბევრი ფული აქვს, ბევრ ქალს ყიდულობსო, ბოდიში მოიხადოს მაგ უბედურმა. აქეთ-იქეთ გაიხედოს და კარგად დაითვალოს, რამდენი ქალის ყიდვა შეძლო მან ან მისმა პატრონმა ბიძინა ივანიშვილმა. მერე კაცები დაითვალოს, მოგლეჯვით რომ ხართ “ვედრო მანეთად”. სულ ერთმანეთს ახტებით თავზე ვაზელინწასმულები, და წამდაუწუმ საკუთარ გადაფურთხებულს ლოკავთ, რომ როგორმე ბიძინას უკეთ შეუძვრეთ და ასიამოვნოთ. პირი გამოირეცხე, ირაკლი კობახიძე, სანამ ქალებზე ორ სიტყვას იტყვი! ნებისმიერი ქართველი ქალი ჩაგისვამს ჯიბეში პატიოსნებით, ლოიალურობით და ერთგულებით! მართლა ფულზე გაყიდულო მონავ. ქალების მონაგავების კამპანიაზე მოიტეხავთ კინჩხს და კისერს ქოცები! ახალგაზრდებს და ბავშვებს რომ მიადექით და ათას უბედურებას აბრალებთ ურცხვად. ქალები და ახალგაზრდები მოუღებენ ოლიგარქის პარპაშს ბოლოს. ისევ ქართველი ქალები გადაარჩენენ ამ ქვეყანას, როგორც ეს აქამდეც ბევრჯერ უქნიათ!"-წერს სოციალურ ქსელში ბაია პატარაია.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ შალვა რამიშვილის მხრიდან რამდენიმე ქალის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა:

"მე დეტალები ყველაფრის არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს არის ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა, რომლიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ. კეზერაშვილმა თავის თანამშრომლებს მიხედოს და თავის ტელევიზიას მიხედოს, თავის ტელევიზიებში ათავისუფლოს ხალხი" - ამბობს კობახიძე.


ჟურნალისტი დაინტერესდა "როგორ მართავს ამდენ ქალს კეზერაშვილი", რაზეც კობახიძემ უპასუხა:


"ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია მართო".

0
205
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0