x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კლასიკური, ავანგარდული, თუ... - გაიარეთ ტესტი და გაიგეთ, რომელი სამოსია თქვენთვის შესაფერისი

იდეალური გარდერობის შესადგენად, საჭიროა პირველი ნაბიჯის გადადგმა — საკუთარი თავის გაცნობა, რაც თქვენი სამოსის, აქსესუარების, მაკიაჟის და ვარცხნილობის გაუცნობიერებელი არჩევანით განისაზღვრება. ხოლო, ეს ტესტი იმის გარკვევაში დაგეხმარებათ, თუ რომელი სტილის სამოსი უნდა შეიძინოთ — იქნება ეს კლასიკური, ავანგარდული, ყოველდღიური, თუ სხვა.

ქვემოთ მოცემული კითხვების პასუხებიდან აირჩიეთ რომელიმე პუნქტი და ჩაიწერეთ ან დაიმახსოვრეთ. აქ არ არის სწორი და არასწორი ვარიანტები, ყველაფერი თქვენს შინაგან განწყობაზე, თქვენს ქვეცნობიერზე არის დამოკიდებული.


image


1. როგორი ქალბატონი ბრძანდებით?


a. მაცდური
b. ბუნებრივი
c. დინამიკური
d. საკუთარ თავში დარწმუნებული
e. ორიგინალური
f. ქალაქური
g. დახვეწილი
h. კონფორმისტი (მორჩილი)


2. თქვენი აზრით, სამოსი:



a. ხაზს უნდა უსვამდეს ფიგურის ფორმებს

b. უნდა იყოს კომფორტული და ეთიკური გარშემო მყოფების მიმართ

c. უზრუნველყოფდეს მოძრაობის თავისუფლებას

d. იყოს თავხედური და იზიდავდეს ირგვლივმყოფების მზერას

e. ხაზს უსვამდეს თქვენს ხასიათს

f. დღის მანძილზე უზადოდ უნდა გამოიყურებოდეს

g. იყოს იდეალური და უმცირეს დეტალებამდე გააზრებული

h. ასახავდეს თქვენს ინდივიდუალობას



3. ფერის არჩევისას, უპირატესობას ანიჭებთ:


a. ფერის სირბილეს (ღია ვარდისფერი, ცისფერი და სხვა პასტელის ფერები…)

b. ბუნებრივ ფერებს (შემოდგომის ფოთოლი, მწვანე ხავსი, კაკაო…)

c. კონტრასტულ და ნათელ ფერებს (ლიმონის, ღია ლურჯი, კაშკაშა წითელი…)

d. მუქ და იდუმალ ფერებს (ინდიგო, მაყვლისფერი, შავი შოკოლადი…)

e. მოულოდნელ კომბინაციებს (ზღვის ტალღის, მდოგვის, შაბიამნის ფერი…)

f. საბაზო, ნეიტრალური და უნივერსალური (თეთრი, კრემისფერი, ნაცრისფერი, შავი…)

g. დახვეწილი კომბინაციები (ღამის ცის ლურჯი, იასამნისფერი, ფირუზისფერი, შავი…)

h. ინტენსიური და მყვირალა ფერები (ცისფერი კესანე, ყვითელი, კაშკაშა წითელი…)


4. 48 საათი ერთი სამოსით რომ მოგიწიოთ ყოფნა, რა ქსოვილის სამოს შეარჩევთ?


a. გამჭვირვალე (სარჩულიანი შიფონი, მაქმანები…)

b. უბრალო და ნატურალური (ბამბა, სელი, შალი…)

c. რბილი და მოსახერხებელი (მაისური, კაპიუშონი...)

d. რომ არ იჭმუჭნება ისეთს (სქელი, პრიალა და მდგრადი სტრუქტურის ქსოვილები…)

e. დახვეწილი და ორიგინალური (რბილი და მორჩილი ბადე და სხვა უჩვეულო ქსოვილი)

f. პრაქტიკული და თანამედროვე (დათავება რომ არ სჭირდება)

g. დახვეწილი და ყოველთვის იდეალურად მორგებული (მოჰერი, ტყავი, ხავერდი…)

h. ტრადიციული და მაღალხარისხიანი (შალი, აბრეშუმი, ქაშმირი…)


5. თქვენთვის აქსესუარი არის:


a. თქვენს ღირსებებზე ყურადღების მისაქცევი ნივთები
b. სიმბოლური და ეთნიკური ნივთები
c. სხვების გასულელების შესაძლებლობა
d. იმიჯის განუყოფელი ნაწილი
e. საკუთარი ორიგინალურობის და ინდივიდუალურობის გამოხატვის შესაძლებლობა
f. პრაქტიკული და უბრალო ნივთები
g. მდიდრული და უზადო იმიჯის შექმნის საშუალება
h. დახვეწილი და ხარისხიანი ნივთები


6. თქვენი ვარცხნილობა და მაკიაჟი არის:


a. ქალური და მგრძნობიარე
b. უსაფრთხო კანისთვის და თმისთვის
c. მხიარული და უცნაური
d. სხვების მზერის მიმზიდველი
e. თქვენი ორიგინალობის და სტილის ამსახველი
f. მდგრადი, რომ დღის მანძილზე შესწორება არ ესაჭიროებოდეს
g. იდეალური და უნაკლო
h. უბრალო და კლასიკური


ტესტის შედეგი:


თუ გაქვთ უფრო მეტი:


a. — თქვენი სტილი რომანტიკულია
b. — თქვენი სტილი ეთნიკურია
c. — თქვენ მეამბოხეს სტილი გაქვთ
d. — თქვენი სტილი დრამატულია
e. — თქვენი სტილი ავანგარდულია
f. — თქვენი სტილი ყოველდღიურია
g. — თქვენი სტილი გლამურულია
h. — თქვენი სტილი კლასიკურია


რომანტიკული სტილიimage

თქვენ კმაყოფილი ხართ საკუთარი აღნაგობით. გამოიყურებით დახვეწილად და მაცდურად, არ მალავთ ფეხებს, ხაზს უსვამთ წელს და მკერდს.

რაც შეეხება რჩევებს, სამოსის შერჩევისას, უპირატესობა მიანიჭეთ რბილ, ქალურ ფერებს (იისფერი, ცივი ვარდისფერი, კრემისფერი და სხვა პასტელის ფერები).
აირჩიეთ სამოსი, რომელიც ფიგურას სრულად წარმოაჩენს. ეს შეიძლება იყოს ქვედაბოლო ფანქარი, ვიწრო ტოპი, ტანზე მომდგარი მინი კაბა, თხელი ქსოვილის ქვედაბოლო, რომელიც ჰაეროვნად წარმოგაჩენთ.
გამოიყენეთ აქსესუარები, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის რომანტიკულ სტილს: გრძელი ყელსაბამი, რომელიც მზერას სამოსის კისრის ხაზისკენ იზიდავს... ჩანთა პატარა უნდა იყოს, ხოლო ფეხსაცმელი – მაღალქუსლიანი.


ეთნიკური სტილიimage

თქვენ სიფრთხილით ეკიდებით საკუთარ სხეულს, ბუნებას და პლანეტას. არ თამაშობთ ირგვლივმყოფებისთვის და ბუნებრივად იქცევით, რაც თავისთავად იმიჯზეც აისახება.
სამოსის შერჩევისას, გამოიყენეთ ბუნებრივი ფერები: წითელი, მწვანე, ცისფერი, კანისფერი, ხაკი...
ვიწრო და ტანზე მომდგარი სამოსი თქვენთვის არ არის, რადგან თქვენი მიზანი — მოძრაობის სრული თავისუფლებაა.
ატარეთ ნატურალური და შეხებისას სასიამოვნო ქსოვილის ტანსაცმელი. მაგ: ბამბის, აბრეშუმის, ბამბუკის ან სელის ქსოვის სამოსი.
რაც შეეხება აქსესუარებს — ეთნიკური უნდა იყოს, რომლის დეტალები გარკვეული კულტურის კუთვნილებაზე მიუთითებს. მასალა შეიძლება იყოს ხე, ტყავი, მარგალიტი და ძვირფასი ქვები და ასევე, ლამაზი ნაქარგები.



მეამბოხეს სტილიimage ყურადღება გაამახვილეთ ფერზე და იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ის ატარებს. თქვენი სულიერი მდგომარეობის გამოსახატავად, გამოიყენეთ კაშკაშა, გაჯერებული ფერები, პრინტები, ზოლიანი ან ბურთულებიანი ქსოვილის სამოსი.

ქსოვილი რბილი უნდა იყოს (ბამბა, ბამბუკი, ჯინსი), ხოლო სამოსი კომფორტული. ის სხეულზე მომდგარი უნდა იყოს. მაგრამ, ამავდროულად, არ უნდა გიშლიდეთ მოძრაობაში.
თუ საკუთარი განწყობის და ლუქის ხაზგასმა გინდათ, ნუ შეგეშინდებათ დიდი რაოდენობის აქსესუარის ტარების. თამამად გაიკეთეთ ერთდროულად სხვადასხვა ფერის სამაჯური, ატარეთ ბაფთიანი ფეხსაცმელი ან დიდი, თვალშისაცემი გულსაბნევი.


დრამატული სტილიimage აირჩიეთ მუქი ფერის სამოსი, ეს თქვენთვის ყველაზე მისაღებია. მაგრამ, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ «მუქი» — «შავს» არ ნიშნავს.
შეუთავსეთ ერთმანეთს სხვადასხვა მოცულობის სამოსი და დაიცავით ბალანსი ზომებს შორის. ეს შეიძლება იყოს მოკლე ტოპი და გრძელი განიერი შარვალი, ან მოკლე კაბა და გრძელი კარდიგანი, მაგრამ არა გრძელი შარვალი და გრძელი და მოცულობითი პიჯაკი ან ჯემპრი.
ატარეთ, კონტრასტული ფაქტურის ქსოვილის სამოსი, მაგ., პრიალა და ბრჭყვიალა, გამჭვირვალე და სქელი...
თვალშისაცემი აქსესუარებით (დიდი ზომის ქამარი, მასიური სამაჯურები, ქუდი...), შესძინეთ დახვეწილობის ელფერი საკუთარ ლუქს.


ავანგარდული სტილიimage განსაკუთრებულობისკენ ისწრაფვით და არ გინდათ, რომ ხალხის მასაში შეუმჩნეველი დარჩეთ. ხართ ორიგინალური და საკუთარ ინდივიდუალობას ყოველთვის ხაზს უსვამთ. სრულად ფლობთ გარეგნობის შეცვლის ხელოვნებას...
და ეს ყველაფერი თქვენს იმიჯზეც რომ აისახოს, სხვადასხვა სახის დეტალები უნდა გამოიყენოთ: ერთმანეთს შეუთავსეთ თანამედროვე გულსაბნევი და საუკუნის წინანდელი სტილის, პატარა ჩანთა. ლუქის დასახვეწად კი, მოდის ისტორია დაგეხმარებათ — იქ თქვენთვის საინტერესო, ბევრ რამეს აღმოაჩენთ.


ყოველდღიური სტილიimage აქტიური, დღის მანძილზე დაკავებული, პიროვნება ბრძანდებით: სამუშაო, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა, სპორტი და კულტურული დასვენება... თქვენი მიზანი — ელეგანტური და პრაქტიკული ლუქის შექმნაა, რომელიც თქვენს ქმედებებთან იქნება ადაპტირებული.
სამოსის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ნეიტრალურ ფერებს (თეთრი, შავი, კრემისფერი, ნაცრისფერი).

ატარეთ საბაზო ნივთები, რომლებიც არასოდეს გამოდის მოდიდან და ლუქი აქტუალური რომ გახადოთ, დაამატეთ თვალშისაცემი დეტალები: მაგ., პიჯაკზე უცნაური ფორმის ღილები, შარვლის ფერისგან კონტრასტული ფერის ნაკერი ხაზები ან აბრეშუმის შარფი.
უპირატესობა მიანიჭეთ ნივთებს, რომლის გაუთავებია საჭირო არ არის ან ჩაცმის შემდეგ, თვითონ სწორდება და არ იჭმუჭნება.
რაც შეეხება სამკაულს, ის დიზაინერის მიერ უნდა იყოს შექმნილი, თუმცა აუცილებელი არ არის, რომ ძალიან ძვირფასი იყოს.

ატარეთ პრაქტიკული ნივთები: გრძელ თასმიანი ჩანთა, ზურგჩანთა, ლამაზი ფეხსაცმელი ბრტყელ ძირზე (ბალეტკები, ესპადრელები, მოკასინები, კედები ან ბოტასები).


გლამურული სტილიimage ყოველთვის ელეგანტურად და უნაკლოდ გამოიყურებით. თქვენს მიერ შექმნილ ლუქში არცერთი შემთხვევითი დეტალი არ არის.
აირჩიეთ სამოსი რომელიც ელეგანტურად გამოიყურება. ყურადღება მიაქციეთ, რომ აქ საუბარი ფასზე არ არის. უპირატესობა მიანიჭეთ ქსოვილებს (შალი, ბამბა, ვისკოზა და სქელი აბრეშუმი), რომელიც ტანზე კარგად ჯდება.
თქვენი ლუქი ყოველთვის შეავსეთ აქსესუარებით, რომ მას მეტი ელეგანტურობის ელფერი შესძინოთ: ეს შეიძლება იყოს შარფი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, სამაჯურები ქვების გარეშე და ა. შ.


კლასიკური სტილიimage თქვენი მტკიცე ხასიათი და ინდივიდუალურობა ყველასთვის თვალშისაცემია. პატივს სცემთ ტრადიციულ ფასეულობებს, რაც თქვენს იმიჯზეც აისახება.
სამოსის დაკომპლექტებისას, შეავსეთ ის ფერადი და კონტრასტული ნივთებით. მაგ., ეს შეიძლება იყოს ალუბლისფერი, თეთრი, ღია მწვანე ან ღია ცისფერი შარფი და იგივე ფერის ჩანთა. ასეთი გამა გამოაცოცხლებს თქვენს ლუქს და კლასიკურ სტილს ორიგინალურობას შესძენს.

ყოველთვის ამოირჩიეთ დახვეწილი სილუეტი, რომ თქვენი ქალურობა წარმოაჩინოთ... რადგან მოდის ტენდენციები არ გაინტერესებთ და უპირატესობას ტრადიციულ და დროში გამოცდილ სტილს ანიჭებთ, თქვენი სამოსის ქსოვილიც ტრადიციული და ძვირფასი უნდა იყოს: აბრეშუმი, ბამბა, შალი… ახალი სამოსის შეძენისას, აქცენტი ხარისხზე გააკეთეთ და არა რაოდენობაზე.
რაც შეეხება აქსესუარებს და სამკაულს, აქაც სიფრთხილე გმართებთ: ფეხსაცმელი და ჩანთა კლასიკური სტილის უნდა იყოს, მაგ., ჩანთა-ქეისი, ხოლო ქამარი ვიწრო…


image

არხის სხვა სიახლეები:


* 5–5 რამ, რაც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს აღიზიანებს

* დიდი სიბრძნე, მარტივად

* ამ 5 ფაქტის ცოდნას, თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია



1
196
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
196
  
2023, 31 მარტი, 22:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1