x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ჯიპსი ბლანშარის შემზარავი ისტორია- გოგონა, რომელმაც დედის მკვლელობა დაგეგმა საკუთარი ბედნიერების გამო

ბლანშარების ოჯახის ისტორია ჯერ კიდევ 2015 წელს მოხდა, მაგრამ ამაზე ჯერ კიდევ საუბრობენ. მზრუნველი დედისა და საყვარელი ქალის დიდი (კლოდინი) ბლანშარის სასტიკმა მკვლელობამ შოკში ჩააგდო ამერიკა. ყველამ კიდევ უფრო დიდი შოკი განიცადა, როდესაც გაიგო, რომ მკვლელობაში მსხვერპლის ქალიშვილი, ჯიპსი ბლანშარი მონაწილეობდა. ფაქტია, რომ ამ ძალიან ახალგაზრდა გოგონას მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები აწუხებდა და ინვალიდის ეტლზე იყო მიჯაჭვული.image
48 წლის მისურელი დიდი ბლანჩარი საკუთარ თავს გმირს უწოდებდა. ასევე ყველა, ვინც ამ ქალს იცნობდა ასე მოიხსენიებდა. მან მტელი ცხოვრება მიუძღვნა ინვალიდ ქალიშვილს. ახალგაზრდა ჯიპსის აწუხებდა სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის ლეიკემია, დიაბეტი, შაქრის ალერგია, ეპილეფსია, მძიმე მიოპია და კუნთების ატროფია.

გარდა ამისა, 15 წლის ასაკში გოგონას თითქმის ყველა კბილი ამოუვარდა და პროთეზს იყენებდა. საჭმლის მომნელებელი პრობლემების გამო ჯიპსი იკვებებოდა მხოლოდ თხევადი საკვებით, რომელიც კუჭში მილის მეშვეობით გადადიოდა. გოგონაც შესაბამისად გამოიყურებოდა. დედა მას თავს პარსავდა, ძვირფასი ბავშვის ტანსაცმელს აცმევდა და ყველგან ეტლით დაატარებდა.image
ზუსტად არავინ იცოდა რამდენი წლის იყო ჯიპსი ბლანშარი. შეიძლებოდა ყოფილიყო 12 ან 17 წლის - მისი გარეგნობა, ჩაცმულობა და ინფანტილური ქცევა შეესაბამებოდა ბავშვისას. დიდის გამუდმებით დაჰყავდა ქალიშვილი სხვადასხვა ექიმთან შეხვედრებზე და სხვადასხვა დიაგნოზის რიცხვი ნახტომებით იზრდებოდა. ამავდროულად, მზრუნველი დედა ცდილობდა თავიდან აეცილებინა სერიოზული გამოკვლევები და სამედიცინო მანიპულაციები. დაავადების უმეტესობა თავად ქალმაგამოავლინა სიმპტომებით.

პროფესიონალი “ტანჯული" დიდი

როგორც თქვენ მიხვდით, ჯიპსი ბლანშარი არაფერი სერიოზულით არ იყო დაავადებული. ის იყო მიუნჰაუზენის სინდრომის მქონე დედის მსხვერპლი, რომელიც სიამოვნებდა ფიქრი „თავის მძიმე ჯვარის“ შესახებ. გოგონას გარეგნობა იმის შედეგი იყო, რასაც დედა აკეთებდა, სიარულს უკრძალავდა და ჩვეულებრივ საკვებს არ აძლევდა.image
დიდი საგულდაგულოდ იცავდა მის საიდუმლოს და ქალიშვილს არ აძლევდა უფლებას ენახა საკუთარი მამა, რომელიც ცალკე ცხოვრობდა. მაგრამ მან სიამოვნებით აიღო ალიმენტი ჯიპსისთვის და მნიშვნელოვანი თანხა დააგროვა. გარდა ამისა, ოჯახი იღებდა სხვადასხვა სოციალურ შეღავათებს და უარი არ უთქვამს საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებაზე. მეზობლებიც ეხმარებოდნენ დედა-შვილს, როგორც შეეძლოთ - მათ ტანსაცმელს და საკვებს უზიდავდნენ.

დედას უყვარდა ქალიშვილის პრობლემებზე დიდხანს და დეტალურად საუბარი. უყვარდა თანაგრძნობისა და აღტაცების სიტყვების მოსმენა მისი თავგანწირვის გამო. დიდი ხშირად აწყობდა მისი ქალიშვილისთვის “ჰაერზე გავლას" ისინი შშმ ბავშვების ყველა შეჯიბრის რეგულარული მონაწილეები იყვნენ. გოგონა დაჰყავდათ იმავე ეტლით, პარიკით და დისნეის პრინცესავით გამოწყობილი. ძალიან ხშირად ჯიპსი პირველ ადგილებს იგებდა, დედა კი ფულად პრიზებს იღებდა.

სევდიანი სახით დიდიმ ყველას ეუბნებოდა, რომ მისი ქალიშვილის განვითარება შვიდი წლის ასაკში შეჩერდა. გარედან სიმართლეს ჰგავდა, მაგრამ მზრუნველი დედა ახლო კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევდა გოგონასთან. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ავადმყოფი ბავშვი ბლანშარი ზრდასრული გოგონა იყო.

ჯიპსი როუზ ბლანშარის შურისძიება

მაგრამ დედამ არ იცოდა, რომ მის ქალიშვილს საიდუმლო ცხოვრება ჰქონდა. მან შეძლო მისი სრული იზოლირება თანატოლებისგან, მაგრამ დაივიწყა ინტერნეტი. ღამით ჯიპსი სოციალურ ქსელებში შედიოდა და იქ გაიცნო ბიჭი, სახელად ნიკ გოდეჯონი. გოგონამ მას თავისი უცნაური ამბავი უამბო. მან განმარტა, რომ თავს ჯანმრთელად თვლის, შეუძლია სკამის გარეშე გადაადგილება და ნორმალურ საკვებზე ოცნებობდა.image
ურთიერთობა ორი წელი გაგრძელდა. როგორც გაირკვა, ახალგაზრდები საუბრობდნენ არა მხოლოდ ჯიპსის ჯანმრთელობაზე, არამედ მისი ფსიქიურად დაავადებული დედის დესპოტიზმზე. ბიჭმა და გოგონამ გადაწყვიტეს დიდისთან გამკლავება და ერთად გაქცევა ბედნიერი ცხოვრების დასაწყებად. გეგმა მალევე შეიმუშავეს, ის დახვეწილი და ამავდროულად სასტიკი იყო.

2015 წლის 14 ივნისს, კვირას, ფეისბუქზე უფროსი ბლანშარის გვერდზე, უცნაური პოსტი გამოჩნდა: "ეს ძუ**ა მკვდარია!". დიდის მეგობარმა, კიმ ბლანშარმა ის პირველმა ნახა. იგი ოჯახთან არ იყო დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ იგივე გვარი ჰქონდა. იქვე ახლოს მცხოვრებმა კიმმა ჯერ ტელეფონზე დარეკა, მაგრამ პასუხი რომ არ მიიღო, პირადად მოვიდა და თან ქმარი დევიდი წაიყვანა.image
ბლანშარების სახლთან რომ მივიდნენ, მეზობლები უკვე იქ დახვდნენ, შეშფოთებულები. სახლთან ახლოს იყო ფურგონი, რომლითაც დიდის ქალიშვილი ინვალიდის ეტლით დაჰყავდა, ფანჯრები და კარები ჩაკეტილი იყო. მომიწიათ 911-ზე დარეკვა, მაგრამ მისულმა პოლიციელებმა კანონიერი საფუძვლის გარეშე კარის შემტვრევაზე უარი განაცხადეს.

როცა პოლიცია წავიდა, კიმის ქმარმა დევიდმა ფანჯარა ჩაამტვრია და სახლში შევიდა. იქ ყველაფერი ჩვეულებრივად დახვდათ, მაგრამ კაცს გაუკვირდა, რომ არც დიდი იყო სახლში და არც ჯიპსი. გოგონას ეტლები ადგილზე იყო. ყაჩაღობისა და ბრძოლის კვალი არ ჩანდა. მამაკაცმა სახლის გაჩხრეკა თავად ვერ გაბედა და მეზობლებს უთხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. რადგანაც დედა-შვილი საღამომდე სახლში არ გამოჩდნენ, პოლიცია ისევ გამოიძახეს და ამჯერად მათ მოწმეებთან ერთად დაიწყეს სახლის ჩხრეკა, შემდეგ კი დიდიც იპოვეს. image
ქალი საძინებელში საწოლზე იწვა და, როგორც ჩანს, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო. ის დანით იყო დაჭრილი. მოგვიანებით, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ დიდი ძილში მოკლეს და მან ვერც გააცნობიერა რა ხდებოდა. ჯიპსი კი არსად ჩანდა და გატაცებულად ჩათვალეს.

დანაშაული და სასჯელი

მაგრამ მალე ყველაფერი ნათელი გახდა. ალია, ჯიპსის ინტერნეტ-მეგობარი პოლიციაში მივიდა. გოგონები ძალიან გულწრფელები იყვნენ ერთმანეთთან და ბლანშარი ხშირად უზიარებდა სამომავლო გეგმებს. ალიამ იცოდა, რომ ახალგაზრდები გაქცევას აპირებდნენ და ამის შესახებ ოფიცრებს აცნობა.

ჯიპსი ბანშერი და ნიკ გოდეჯონიimage

2015 წლის 15 ივნისს, ცხედრის აღმოჩენიდან ერთი დღის შემდეგ, ნიკი დააკავეს. მას გაქცევის მცდელობა არ ჰქონია და თავის სახლში იმყოფებოდა ვისკონსინის შტატის ვაუკეშის ოლქში. ჯიპსი მასთან იყო, უვნებელი. პირველივე დაკითხვაზე ბევრი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა.

თურმე პარალიზებული გოგონა მშვენივრად დადის და სახლიდან თავისი ფეხით წავიდა. მას არ ჰქონდა ჟანგბადის ბალიში, აეროზოლები ან აბები. გოგონამ აღიარა, რომ ისინი საერთოდ არ სჭირდებოდა. თავზე მოკლე თმა ამოუვიდა – ბლანშარს სიმელოტე არ აწუხებდა, თმას ხომ ყოველთვის დედა ჭრიდა.

საერთოდაც, ჯიპსი ჩვეულებრივ, თუმცა გამოფიტულ, 20 წლის გოგოს ჰგავდა. დაბალი და ძალიან გამხდარი იყო, ამიტომ ეტლში მჯდომ ბავშვს ჰგავდა. მას არც დემენცია ჰქონდა, გონივრულად, თუმცა ცოტა გულუბრყვილოდ მსჯელობდა. პოლიციას გაუკვირდა, რომ დედამ ქალიშვილს დაბადების თარიღი დაუმალა. დაკავებისას ჯიპსიმ განაცხადა, რომ ის 19 წლის იყო, მაგრამ დოკუმენტების მიხედვით ის 23 წლის აღმოჩნდა.image

სოციალურ ქსელებში ბლანშარისა და გოდეჯონს შორის მიმოწერაზე წვდომის შემდეგ, გამომძიებლებმა შეიტყვეს მათი ურთიერთობის ისტორია. ორივე გატაცებული იყო სამეცნიერო ფანტასტიკითა და ფანტაზიით და ორივე ცხოვრობდა საკუთარ გამოგონილ სამყაროში. 24 წლის ნიკს უყვარდა ქოსფლეი და მის თითქმის ყველა კოსტიუმს მისი საყვარელი დანა ავსებდა. სწორედ ის გახდა დიდი ბლანშარის მკვლელობის იარაღი.

სასამართლო პროცესი დიდხანს გაგრძელდა და მხოლოდ 2016 წლის 5 ივლისს გამოცხადდა პირველი განაჩენი. ჯიპსი გაასამართლეს მეორე ხარისხის მკვლელობაში და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რვა წელიწადნახევრის შემდეგ გასაჩივრების უფლებით. უვადო თავისუფლების აღკვეთას იმან გადაარჩინა, რომ მკვლელობის დროს ის სხვა ოთახში იმყოფებოდა.image
ნიკ გოდეჯონი უფრო მეტხანს იმყოფებოდა სასამართლო პროცესებზე. მისი განაჩენი მხოლოდ 2017 წელს გამოცხადდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალგაზრდას სამუდამო პატიმრობა და დამატებით 25 წელი მიუსაჯეს. მას არ აქვს პირობითი გათავისუფლების უფლება.

ჯიპსი ბლანშარი კარგად მუშაობს გისოსებს მიღმა. მხოლოდ პირველ წელს მოიმატა წონაში 6 კილოგრამით და ხვეული თმა გაეზარდა. მას გაათავისუფლებენ, როცა 32 წლის გახდება.





3
131
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
131
  
2023, 5 აპრილი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 აპრილი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 31 მარტი, 22:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3