x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ჩემი ინფორმაციით, მალე.... აი, რატომ ვებრძოდი ამ ყველაფერს"- თაკო ჩარკვიანის სკანდალური განცხადება

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და ბიძინა ივანიშვილის მიერ ახალი პარტიის შექმნას აანონსებს. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა "ფორმულას" ეთერში სტუმრობისას განაცხადა "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ახალ პარტიას ქმნის, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს ექს-პრემიერი ნიკა გილაური იქნება, მისი წევრები კი ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე:


"ჩემი ინფორმაციით, ახალი შეფუთვით წარმოჩინდება ბიძინა ივანიშვილი, ახალი პარტიით. 2015 წელს 120 მილიონ დოლარად გილაურმა იყიდა „წყალკანალი“, წყლის კომპანია იმ ვალდებულებით, რომ 240 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდებოდა, ეს სახელმწიფოს ვალდებულება იყო. ასევე იყო ვალდებულება, რომ წყლის ტარიფი არ გაძვირდებოდა. არცერთი ვალდებულება არ სრულდება.


2016 წელს 240 მილიონ დოლარიანი ვალდებულება იხსნება, ანუ სახელმწიფო თავად იზარალებს თავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი პრემიერის გამო, ივანიშვილის ხელისუფლება პრაქტიკულად ჩუქნის, ხსნის 240 მილიონი დოლარის ოდენობის ვალდებულებას და ცოტა ხანში იყიდება 230 მილიონ დოლარად. 240 მილიონს რომ გაჩუქებენ, შემდეგ შენ, როცა უნდათ, მაშინ შეგაქმნევინებენ პარტიას. ნიკა გილაური ქმნის პარტიას და იმ პარტიაში წევრიანდება ნიკანორ მელია.


აი, რატომ ვებრძოდი მე ამ ყველაფერს და თავის დროზე რატომ ვამხილე ეს სქემა. მხოლოდ ნიკა მელია არა, ხატია დეკანოიძეც ძალიან ჩართულია ამ ამბავში. მგონი, მისი თანხმობა უკვე არის"- განაცხადა დეპუტატმა "ფორმულას" ეთერში.


ჩარკვიანის განცხადებას მალევე ნიკა მელია გამოეხმაურა და მას "კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებელი" უწოდა:


"თაკო ჩარკვიანს ეთერში უსაუბრია ვითომდაც ჩემს სამომავლო გეგმებზე – ვისაც ის ახმოვანებს უკვე წელიწადზე მეტია, ადვილი გამოსაცნობია.


დღეს თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის “დავალებით” ნიკა გილაურის თავმჯდომარეობით იქმნება პარტია, რომელსაც მე და ხატია დეკანოიძე ვუერთდებით.


კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები – მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ.


ქვყანას კი მხოლოდ მაშინ
ექნება მომავალი, როდესაც (და ძალიან მალე) არაფორმალური მართვა და უსახო
მარიონეტების პოლიტიკოსებად სახელდება დასრულდება.


საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე!"- განაცხადა ნიკა მელიამ, რომლის შემდეგაც ჩარკვიანის განცხადებას ამჯერად, უკვე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა:


"ჩარკვიანის ჭორაობა/ბოდვას ჩემი სერიოზული პასუხი არ ექნება. ეს არის ერთადერთი კომენტარი ამ საკითხზე."







0
553
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
553