რელიგია „მორწმუნენო, ყველაზე მძიმე ხვედრისთვის - ბრძოლისთვის და დაუმორჩილებლობისთვის ვემზადოთ..." - რას წერს ზაზა დავითაია 29 მარტი, 2:48 ![]() ჟურნალისტი ზაზა დავითაია უკრაინაში, კიევო-პეჩორის ლავრაში წირვა-ლოცვის შეწყვეტას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: „ყმაწვილობიდან მასწავლიდნენ: ანტიქრისტე მთელ პლანეტაზე გამეფდება, ოღონდ ტახტს ვერ დაიდგამს ღვთისმშობლის წილხვედრ იბერიაში; ასევე, ათონის მთაზე და კიევო-პეჩორის ლავრაში! დღეს გავხდით მოწმეები, რომ კიევო-პეჩორის ლავრას ეპატრონება ქრისტესთან მებრძოლი ბრბო! მაპატიეთ, მეგობრებო... მაგრამ უკვე მგონია - საქართველო ვერ დაუძვრება, ყოვლად ცბიერს! საქართველოშიც გამეფდება, ანტიქრისტე! ჩვენ ვერ დავიმსახურეთ შეღავათი!!! ასე რომ, მორწმუნენო - ყველაზე მძიმე ხვედრისთვის ვემზადოთ, რადგან სულიერად გადარჩება და ცხონდება ის, ვინც თუნდაც სიცოცხლის ფასად არ დაემორჩილება ანტიქრისტეს! მაგრამ ასეთები ძალზე ცოტა იქნებიან, რადგან, „მოწოდებული ბევრია, რჩეული კი - ცოტა!" დიახ... ბრძოლისთვის და დაუმორჩილებლობისთვის ვემზადოთ, ვისაც ცხონება გვსურს!" - წერს ზაზა დავითაია. ![]() ![]() 254 1-ს მოსწონს
|