საქართველო „ფარსმან სპარსებო! საკუთარ ქვეყანაში უსამშობლოდ დარჩენილებო! თქვენი ტოლი და სწორი ნახეთ!" - ვის მიმართავს ხათუნა ხოფერია 29 მარტი, 2:21 ![]() ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: „ფარსმან სპარსებო! საკუთარ ქვეყანაში უსამშობლოდ დარჩენილებო! ხელმოცარულო, უპრინციპო, უთავმოყვარეო ნაცებო! თქვენი ტოლი და სწორი ნახეთ! „იქნებ, დაილეწოს ეს ქვეყანა, ახალში მაინც მიმიწვევენ ხუროთმოძღვრად" - ეს ხომ თქვენი სიტყვებია ფარსმანივით გულღრძოებო! მაგრამ არაა ეს ქვეყანა თქვენი დასანგრევი, არც ასარევი, არც გასაწირი, არც აბუჩად ასაგდები. ვიცით, ვიცით, რომ „ჩვენში ყველა ნაბიჭვარს აზნაურობა უნდა, ყველა ნაცარქექიას- მთავარსარდლობა", აგერ, სალომესაც ახრჩობს პირველკაცობის ზღვარსგადასული სურვილი. მაგრამ არაა მაგისი დრო. არც მასავით უსამშობლოების, მოღალატეების დროა ახლა… დაოკდით! ჭკუას მოეგეთ! თორემ, ცოტაღა დარჩა და თქვენც მიშასავით თხლეს გადაყვებით!", - წერს ხათუნა ხოფერია. ![]() 267 შეფასება არ არის |
კაცი არ ემორჩილებოდა იმ დროისთვის გარმორჩეულ და უძლიერეს ბასილი კეისარს,არ მიიღო მისგან კურაპალატის ტიტული. მიუხედავად მცირე ასაკისა და ასევ მცირე მოღვაწეობისა,თავი არ დაუხარა ბიზანტიას და იბრძოდა ისტორიული ტაო-კლარჯეთისთვის,რომელსაც იმ დროში ზედა მიწებს უწოდებდნენ და რომელიც დავით III სამამკვიდრეო იყო,რაც თვითონ ბიზანტიელებმა უსახსოვრეს. ამიტომაც ეს გმირი მეფე უნდა გამოვიდეს წინა პლანზე და მეტი უნდა ვისაუბროთ მასზე,რათა შეცდომები არ დავუშვათ ისევ. სულ ვამბობ ხოლმე,ჩვენი საშველი ჩვენივე ისტორიაა და მისი კარგად შესწავლა,კრიტიკული თვალით გაანალიზება მიგვიყვანს გამარჯვებამდე.