x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრაციის ცენტრში 35-ზე მეტი მიგრანტი ცოცხლად დაიწვა
image

აშშ-მექსიკის საზღვარზე, ქალაქ სიუდად ხუარესში მიგრანტების დაკავების ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა. The Guardian-ის ცნობით, მექსიკის გენერალურმა პროკურატურამ მომხდარის გარემოებებზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.





ხანძრის შედეგად ათობით უსიცოცხლო სხეული მიწაზე გდია, რომელთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ არ არის დაფარული პათოლოგიური ტომრით. იქვე, გაოგნებული გადარჩენილები სხედან. მექსიკის იმიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, რომელიც მართავს დაწესებულებას, ცენტრში ცხოვრობდა 68 ზრდასრული მამაკაცი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან.





„მინიმუმ 39 მიგრანტი დაიღუპა სიუდად-ხუარესში, მიგრაციის ეროვნულ ინსტიტუტში გაჩენილი ხანძრის შედეგად. დანარჩენები კვამლით მოიწამლნენ, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.“- წერს გაზეთი.


image



მექსიკური პრესის ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა ვენესუელელი მიგრანტები არიან, რომლებმაც უკეთესი ცხოვრების საძიებლად დატოვეს თავიანთი ეკონომიკურად განადგურებული ქვეყანა. თუმცა, მიგრაციის სამსახურის ცნობით, ისინი ყველა სიუდად-ხუარესის ქუჩებში მათხოვრობისთვის დააკავეს და ბევრი მათგანი ხანძრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიყვანეს მიგრაციის ცენტრში.


image

სიუდად ხუარესი არის მთავარი სატრანზიტო წერტილი მიგრანტებისთვის, რომლებსაც სურთ შეერთებულ შტატებში შესვლა. ქალაქს აქვს მრავალი დროებითი თავშესაფარი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც მოითხოვეს თავშესაფარი და ელიან აშშ-ს ხელისუფლების მიერ განცხადებების განხილვას. საზღვრის მეორე მხარეს არის ელ-პასო, ტეხასი. სიუდად ხუარესში კანონის დარღვევისთვის დაკავებული ყველა ლტოლვილი გადაყვანილია სპეციალურ დაკავების ცენტრში.

0
97
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0