სხვა აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრაციის ცენტრში 35-ზე მეტი მიგრანტი ცოცხლად დაიწვა 28 მარტი, 19:07 ![]() აშშ-მექსიკის საზღვარზე, ქალაქ სიუდად ხუარესში მიგრანტების დაკავების ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა. The Guardian-ის ცნობით, მექსიკის გენერალურმა პროკურატურამ მომხდარის გარემოებებზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. ხანძრის შედეგად ათობით უსიცოცხლო სხეული მიწაზე გდია, რომელთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ არ არის დაფარული პათოლოგიური ტომრით. იქვე, გაოგნებული გადარჩენილები სხედან. მექსიკის იმიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, რომელიც მართავს დაწესებულებას, ცენტრში ცხოვრობდა 68 ზრდასრული მამაკაცი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან. „მინიმუმ 39 მიგრანტი დაიღუპა სიუდად-ხუარესში, მიგრაციის ეროვნულ ინსტიტუტში გაჩენილი ხანძრის შედეგად. დანარჩენები კვამლით მოიწამლნენ, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.“- წერს გაზეთი. ![]() მექსიკური პრესის ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა ვენესუელელი მიგრანტები არიან, რომლებმაც უკეთესი ცხოვრების საძიებლად დატოვეს თავიანთი ეკონომიკურად განადგურებული ქვეყანა. თუმცა, მიგრაციის სამსახურის ცნობით, ისინი ყველა სიუდად-ხუარესის ქუჩებში მათხოვრობისთვის დააკავეს და ბევრი მათგანი ხანძრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიყვანეს მიგრაციის ცენტრში. ![]() 97 შეფასება არ არის
|