x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
"რა არის კურიოზული ეხლა ამ ნახატში და რასაც თვითონ ამ ტილოს შემქმნელიც ვერ იაზრებს"
image
"რა არის კურიოზული ეხლა ამ ნახატში და რასაც თვითონ ამ ტილოს შემქმნელიც ვერ იაზრებს...



მართლაც რომ კურიოზია, რა შინაარსიც არ ჩაუდია ამ ნახატში მხატვარს მისი შექმნისას და შედეგად კი სრულიად საწინააღმდეგო შინაარსის მატარებელი მიიღო, რომელიც უფრო ახლოსაა რეალურ სიტუაციასთან.



შემქმნელმა, რომელსაც სურდა, როგორც ჩანს, პატრიარქის სიბრძნისთვის და დომინანტურობისთვის ხაზი გაესვა, ხატავს ხვიჩას შუბლის წინ, თითქოსადა დამრიგებლურად, მაღლა ამართულ საჩვენებელ თითს.



ეს ჟესტი არ გამოხატავს მის წინ ცხვარივით დაჩოქილი ბიჭის კურთხევას მისი მამის მიერ, მაშინ სხვა ჟესტიკულაცია უნდა გამოეყენებინა... ეს ჟესტი, ჭესტიკულაციის ენაზე გამოსახავს უფრო პისტოლეტს, მუქარას, გაფრთხილებას, დიქტატს და გასროლასაც ოპონენტის მიმართ. ეს მწყალობელ- მაკურთხებელი კი არა, უფრო მომაკვდინებელი ჟესტია მისი მრევლის მიმართ მიმართული.


სასწაულია, რომ არც უფიქრია და ასე გაუცნობიერებლად შემოექმნა რეალურად ადეკვატური სურათი...



შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი.."-წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი ანსტასია რავა.

შეგახსენებთ, ინტერნეტში გავრცელდა სპარტაკ ბაგალაშვილის ეს ნახატი ასეთი განმარტებით:

"გამარჯობა მეგობრებო!
რამოდენიმე ხნის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ გამოაქვეყნა მიმართვა…
“მიყვარხარ პატრიარქო! გთხოვთ, დამლოცოთ”… რამაც, ჩემდა გასაკვირად საზოგადოებაში გამოიწვია არაერთგვაროვანი შეფასება.
დაიბადა იდეა, რომ ეს ემოცია გადამეტანა ტილოზე.
გავიდა დრო, ხვიჩა ოჯახით, პატრიარქმა დალოცა, რამაც ძალიან გამახარა და გუშინ სურათზე მუშაობა დავასრულე. ნახატის სახელი შეესაბამება ხვიჩას მიმართვას … მიყვარხარ პატრიარქო, გთხოვთ, დამლოცეთ…
გადავწყვიტე, ფერწერული ტილო ხვიჩა კვარაცხელიას საჩუქრად გადავცე."
0
319
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0