შოუბიზნესი საიდუმლო, რომელსაც კლინტ ისტვუდს 30 წელი უმალავდნენ 2023, 28 მარტი, 18:06 კლინტ ისტვუდი იმდენი ხანია კინოსფეროში, რომ მისი ცხოვრების ყველა ასპექტი საზოგადოებისთვის ცნობილია. ძნელი დასაჯერებელია, რომ კინოვარსკვლავი უკვე 92 წლისაა.
მსახიობმა თავისი ცხოვრების თითქმის 70 წელი საზოგადოების ყურადღების ქვეშ გაატარა, ამიტომ ჭორები, სკანდალები და საიდუმლოებები არ აკლდა. არის ერთი საიდუმლო, რომელსაც კლინტ ისტვუდს მთელი 30 წელი უმალავდნენ. გასაკვირი არაა, რომ როდესაც კლინტ ისტვუდი დიდების მწვერვალზე იყო, ბევრი ქალი მას ძალიან მიმზიდველად თვლიდა. მაღალი, ბრუტალური გარეგნობა, გამჭოლი მზერა. კლინტი ნამდვილი გულთამპყრობელი იყო. მსახიობს რვა შვილი ჰყავს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კლინტი ყველა მათგანს არ იცნობს. ისტვუდს მთელი ცხოვრება სჯეროდა, რომ შვიდი შვილი ჰყავდა, სანამ ერთმა ქალმა მტკიცება არ დაუწყო, რომ მისი ქალიშვილი იყო. როგორც ჩანს, მსახიობს რომანი ჰქონდა სიეტლში, როდესაც ის მეგი ჯონსონთან იყო დანიშნული. ეს იყო 1950-იანი წლების დასაწყისში, დიდი ხნით ადრე, სანამ მსოფლიოში ცნობილი გახდებოდა.საყვარელი მისგან დაორსულდა. კლინტისთვის არაფერი უთქვამს. გადაწყვიტა, ბავშვი გაეშვილებინა. ლორი მიურეი სიეტლში ერთმა წყვილმა იშვილა. მოგვიანებით, ქალს სურდა მისი ბიოლოგიური მშობლების შესახებ გაეგო. ლორიმ კერძო გამომძიებელი დაიქირავა. გაარკვია, რომ ბიოლოგიურმა დედამ დაბადების ფურცელში მამად კლინტ ისტვუდი ჩაწერა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კლინტ ისტვუდს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მისი ძველი სიყვარული ორსულად იყო.დედამ ლორისთან დაკავშირება არც ისურვა. საბედნიეროდ, კლინტი ქალიშვილის ნახვით გახარებული იყო. წლების განმავლობაში ლორი და კლინტი ისე დაახლოვდნენ, რომ ის მთელ ოჯახს ყველა მოგზაურობის დროს ახლდა. მოგვიანებით, ბრიტანული გამოცემა Daily Mail წყაროზე დაყრდნობით წერდა: „ლორი და მისი ოჯახი ისედაც შეძლებულად ცხოვრობდა. ეს არ იყო შემთხვევა, როცა ვინმეს გამორჩენა და ფული სჭირდება. ლორი საყვარელი და გულახდილია. ისტვუდთან ნათესაობაზე ხალხში არ საუბრობს“.სულ კლინტ ისტვუდს 8 შვილი ჰყავს. ვაჟი კაილი და ქალიშვილი ელისონი მეგი ჯონსონთან ქორწინებიდან, ქალიშვილი კიმბერი როქსანა ტუნისთან რომანიდან, როცა ჯერ კიდევ ჯონსონზე დაქორწინებული იყო. ვაჟი სკოტი და ქალიშვილი კეტრინი ჯეისლინ რივზთან ურთიერთობიდან, ქალიშვილი ფრანჩესკა ფრენსის ფიშერთან ურთიერთობიდან, ვაჟი მორგანი დინა რუისთან ქორწინებიდან. აი, ასეთი სიყვარულით სავსე გული აქვს ისტვუდს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ჯეინ ფონდა ნანობს, რომ სახე დაიჭიმა - ახალგაზრდებს სთხოვს, სიბერის შიში შეწყვიტონ 2. სანდრამ ბულოკმა აღიარა, რომ ბავშვის კანს სახის ახალგაზრდობისთვის იყენებს 3. ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი 78 წლისაა: როგორ გამოიყურება მომღიმარი ჯერალდინა 4. განშორება სარგებლით: ადელმა 20 კგ დაიკლო და ახლა მისი ცნობა შეუძლებელია 5. მოხუცებულმა მონიკა ბელუჩმა ფანატები გააოცა 6. რამდენიმე ფაქტი ნიკოლ პელტცის შესახებ – გოგონა, რომელმაც ბექჰემების შვილის გული მოიგო 387 შეფასება არ არის |