x
image
მარიამმ პაიჭაძე
„აპატიე, მაგრამ აღარ მისცე უფლება, ძველებურად გატკინონ გული და გამოგიყენონ" - ცხოვრების 7 გაკვეთილი არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძისგან
არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე


არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მამათა მონასტერში 30 წელი მოღვაწეობდა.


16 იანვარს, გელათის სამონასტრო კომპლექსში, სტუმრებისთვის გამოყოფილ კელიაში ხანძარი გაჩნდა. არქიმანდრიტი იოსები ცეცხლმოკიდებულ კელიაში შევიდა, რათა სხვების სიცოცხლე გადაერჩინა, რა დროსაც, მის ტანისამოსს მოედო ცეცხლი და სხეულის 50%-იანი დამწვრობით, მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და 30 იანვარს გარდაიცვალა. არქიმანდრიტი გელათის მამათა მონასტრის ეზოში 4 თებერვალს დაკრძალეს.


ცხოვრების 7 გაკვეთილი არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძისგან.



1. დაიცავი გული წყენისა და სიძულვილისგან, რადგან ის, რაც შენს გულშია აუცილებლად აისახება შენს გარეგნობაზეც.


2. არ განიკითხო სხვა და არ შეხედო ირონიულად განსაცდელში მყოფს, რადგან ცხოვრება ყოველთვის გვიბრუნებს ყველაფერს, რასაც გავცემთ.


3. აპატიე, გაითავისუფლე გული დარდისგან და უპატიებლობის მძიმე ლოდისგან, მაგრამ აღარ მისცე უფლება ძველებურად გატკინონ გული და გამოგიყენონ.


4. იმ ადამიანს გაუფრთხილდი სარკეში ჩახედვისას რომ ხედავ - ეგ ერთადერთია, რომელიც მუდამ გვერდით გეყოლება, იტირებს როცა შენ ტირიხარ და გაიცინებს, როცა შენ იცინი.


5. ნუ დაგწყდება გული, რომ სხვებივით თვალთქმაქცობა არ შეგიძლია, სამაგიეროდ ნამდვილი ხარ და სანდო ადამიანი.


7. გაუფრთხილდი მშობლებს, შეიძლება მათ ზოგჯერ ეშლებათ რაღაც, მაგრამ მათი შენდამი სიყვარული ნამდვილი და სამუდამოა...



0
362
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0