x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რუსეთში ქალმა სიზმარში ნახა, რომ აუპატიურებდნენ და პოლიციას და სასწრაფოს გამოუძახა
imageუცნაური კურიოზი მოხდა რუსეთში, კერძოდ სანკტ-პეტერბურგში.ქალს საწოლში მშვიდად ეძინა, როდესაც უცებ უსიამოვნო კოშმარი დაესიზმრა. ერთბაშად სამი კაცი ცდილობდა მის გაუპატიურებას. შეშინებულმა ქალმა აიღო ტელეფონი და პოლიციას და სასწრაფოს გამოუძახა.


ცრუ გამოძახებები არც თუ იშვიათია, მაგრამ სანკტ-პეტერბურგში სასწრაფოს და პოლიციის გამოძახება ერთ-ერთი ყველაზე უცნაური აღმოჩნდა. ქალს მოულოდნელად დაესიზმრა, რომ სამმა კაცმა გააუპატიურა. შეშინებულმა ტელეფონი აიღო, 112 -ის ოპერატორს დაუკავშირდა და სასწრაფო და პოლიცია გამოიძახა.


სასწრაფო დახმარების მანქანა როდესაც მივიდა, ქალი უკვე გამოფხიზლებული იყო და საღად აზროვნებდა.


თუმცა არ გეგონოთ რომ ამ ინციდენტმა ასე უბრალოდ ჩაიარა.



ვიქტორია ბუროვა(ასე ჰქვია ცრუ განგაშის ამტეხს)1000 რუსული რუბლით დააჯარიმეს.დადგენილება სასამართლომ გამოიტანა:



"სიზმარი არის გამოსახულების სუბიექტური აღქმა, რომლებიც წარმოიქმნება მძინარე ადამიანის გონებაში. მასში შეიძლება იყოს ვიზუალური, სმენითი, ტაქტილური, გემოთი და ყნოსვითი წარმოდგენების ასახვა.


სანქტ-პეტერბურგის №105 სასამართლო ოლქის მაგისტრატმა ვიქტორია ბუროვა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრა რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 19.13 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის.


2023 წლის 14 იანვარს, 03:17 საათზე, ბუროვამ განზრახ დაურეკა პოლიციას და სასწრაფო დახმარების მანქანას ოპერატორი 112-ის მეშვეობით და თქვა, რომ იგი გააუპატიურა სამმა კაცმა. შეტყობინების შემოწმებისას მითითებული ინფორმაცია არ დადასტურდა.


ბუროვა სასამართლოში არ გამოცხადდა.


როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩანაწერიდან და ბუროვას ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, ეს უკანასკნელი დაეთანხმა დანაშაულს, სასწრაფოს მისვლისთანავე მიხვდა, რომ ეს სიზმარი იყო და პოლიციას ნაადრევად გამოუძახა.


სასამართლომ მას ჯარიმა 1000 რუბლის დააკისრა."-იუწყება Telegram-ი

0
255
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0