x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
დიდებული ქალის უკანასკნელი საიდუმლო: სად მდებარეობს კლეოპატრას საფლავი

image


ძველი ისტორიკოსების წყალობით თითქმის უკვე ყველაფერი ვიცით კლეოპატრას ცხოვრების შესახებ: მისი ხელისუფლებაში მოსვლის ისტორია, რომანტიკული ურთიერთობა იულიუს კეისართან და მარკუს ანტონიუსთან, სამხედრო გამარჯვებები და დამარცხებები, მისი შვილების ბედი, მაგრამ ის, რაც თანამედროვე მეცნიერებს შორის ჯერ კიდევ ბევრ კითხვას აჩენს - მისი გარდაცვალების გარემოებები და საფლავის ადგილმდებარეობაა. ცნობილია, რომ ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი ალექსანდრიაში გარდაიცვალა და საყვარელ ადამიანთან ერთად იქნა დაკრძალული, მაგრამ სად არის ეს ადგილი?


image


ეგვიპტის უკანასკნელმა დედოფალმა თავი მოიკლა, როდესაც გაიგო რომ მისი ქვეყანა რომაელი გენერლის ოქტავიანეს მიერ იქნა დაპყრობილი. ფიქრი იმაზე რომ ხელბორკილ დადებულსა და დატყვევებულს რომის ქუჩებში სამარცხვინოდ გაატარებდნენ მისთვის გაუსაძლისი აღმოჩნდა. არსებული დოკუმენტების თანახმად, კლეოპატრას სურდა რომ მისი ცხედარი მეუღლისა და საკუთარი შვილების მამის, მარკუს ანტონიუსის გვერდით ყოფილიყო დაკრძალული, თუმცა მის დაკრძალვის ადგილს არქეოლოგები უკვე მრავალი წელია უშედეგოდ ეძებენ.


image


ეგვიპტისა და დომინიკის რესპუბლიკის სპეციალისტების მიერ ჩატარებული გათხრების შედეგად ვარაუდობენ რომ დედოფალი და მისი მეუღლე ქალაქ ალექსანდრიის მახლობლად მდებარე ოსირისის ტაძარში იქნენ დაკრძალულნი. ამ ადგილს ტაპოსირის მაგნა ჰქვია.


image


ტაპოსირის მაგნა ქალაქ აბუ - სირში, ალექსანდრიიდან დასავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს. დღესდღეობით, იქ მხოლოდ უძველესი ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი, სადაც არქეოლოგები გათხრით სამუშაოებს აქტიურად ატარებენ. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც არქეოლოგები ხელმძღვანელობენ თავად ტაძრის დანიშნულებაა. ტაპოსირის მაგნა - ტაძრის კომპლექსია, რომელიც ოსირისსა და ისიდას ეძღვნება. სწორედ ამ ღმერთებთან აიგივებდა კლეოპატრა საყვარელ მეუღლესა და საკუთარ თავს. ეს ტაძარი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იმ პერიოდის ეგვიპტის სულიერ ცხოვრებაში, სწორედ აქ იმართებოდა მნიშვნელოვანი რელიგიური ღონისძიებები და საზეიმო შეხვედრები.


image


ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ დედოფალს სურდა სწორედ ამ სიმბოლურ ადგილას დაკრძალულიყო, ალექსანდრიიდან არც თუ ისე შორს, სადაც ის გარდაიცვალა. გარდა ამისა, აქ იქნა აღმოჩენილი რამდენიმე სამარხი და მუმია, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ტაძარი და მისი შემოგარენი დიდგვაროვანთა სამარხს წარმოადგენდა. მაღალი საზოგადოების პირები დასამარხად ხშირად ირჩევდნენ ადგილებს პირამიდებისა და ფარაონების სამარხების მახლობლად, რაც ასევე იმაზე მეტყველებს, რომ ეგვიპტის მმართველები აქ არიან დაკრძალული, მაგრამ თავად დედოფლის სამარხი ვერ იქნა ნაპოვნი. ახლა კი ამ იდუმალ ამბავში ახალი მტკიცებულება გაჩნდა: ამ ადგილას იქნა აღმოჩენილი სამარხი ორი სხეულით.


image


სამწუხაროდ, თავად საფლავი ცუდად შემოინახა - სამარხში წყალი ჩავიდა. მამაკაცისა და ქალის ფურცლოვანი ოქროთი დაფარული მუმიები იმაზე მიუთითებს, რომ ისინი არა რიგითი თანამდებობის პირები, არამედ უმაღლესი მმართველი კლასის წარმომადგენლები იყვნენ. ცხედრების ასაკი იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ორივე ადამიანი კლეოპატრას მმართველობის დროს დაიკრძალა. შეიძლება ეს არ იყოს მარკუს ანტონიუსისა და კლეოპატრას ცხედრები, მაგრამ ეს არის გრანდიოზული აღმოჩენა, რომელიც იმაზე მიუთითებს რომ გვერდით შეიძლება წარსულის უფრო მნიშვნელოვანი ფიგურები იყოს დაკრძალული.



image


არქეოლოგები ოპტიმიზმით სავსე არიან და ძებნას კვლავაც განაგრძობენ. ტაძრის ქვეშ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია რამდენიმე გრძელი დერეფანი და ცარიელი პალატები, რომლებიც ჯერ შესწავლილი არ არის. დიდი ალბათობით, სწორედ ერთ-ერთ ასეთ პალატაშია დამალული ლეგენდარული დედოფლის საფლავიც.


image








0
293
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
293