საბუნებისმეტყველო მსოფლიოში ყველაზე დიდი გაქვავებული ხე 800 000 წლისაა და ჩრდილოეთ ტაილანდშია აღმოჩენილი 27 მარტი, 20:31 ![]() ეს გაქვავებული ხეები 800, 000 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ტენიან ტროპიკულ ტყეშიმსოფლიოში ყველაზე დიდი გაქვავებული ხე ჩრდილოეთ ტაილანდშია აღმოჩენილი და როგორც მეცნიერები ვარაუდობენ 800 000 წლისაა. ![]() მდებარეობს Mai Klay Pen Hin National Park-ში.ის 2013 წელს ადგილობრივმა მკვიდრმა იპოვა, ტაკის პროვინციაში. რის შემდეგაც შესაბამის ორგანოებს დაუკავშირდა და აცნობა ფაქტის შესახებ. ადგილზე მისულ სპეციალისტებს დახვდათ უძველესი ხის მასიური ღერო. ![]() მარჯვნივ - ჩრდილოეთ ტაილანდში ნაპოვნი გაქვავებული ხე, მარცხნივ - ილუსტრაცია თუ რა მასშტაბის იქნებოდა ის, შედარება ჟირაფთან. ილუსტრაცია: მარკ ფილიპი, ლიონის უნივერსიტეტიექსპერტთა ჯგუფის სამუშაოების დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როცა პირველად მიაგნეს სრულად შემონახული ხის ნამარხს - რომლის სიგრძე 72 მეტრს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ორიგინალი ხე სულ ცოტა 100 მეტრის უნდა ყოფილიყო. ტაილანდში 7 ასეთი მასიური ხეა ნაპოვნი, თუმცა არცერთი არაა 2013 წელს აღმოჩენილი ხის სიდიდის. ![]() გაქვავებული ხეები აღმოჩენილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ამერიკაში, საბერძნეთში, მათ შორის საქართველოშიც - გოდერძის ნამარხ ტყეში. ![]() გაქვავებული ხე გოდერძის ნამარხ ტყეში, ფოტო: ადიგენის მუციპალიტეტის მერია![]() ხეების ნაკრძალი ლესბოსის გაქვავებული ტყიდან, საბერძნეთი![]() გაქვავებული ხე არიზონას ეროვნულ პარკში, აშშ314 1-ს მოსწონს
|