სხვა პირველად 55 წლის შემდეგ - გამოქვეყნდა ფოტოები იური გაგარინის გარდაცვალების ადგილიდან (ფოტოები) 27 მარტი, 18:06 ![]() რუსეთის სამეცნიერო და ტექნიკური დოკუმენტაციის სახელმწიფო არქივმა პირველად გამოაქვეყნა ფოტოები იმ ადგილიდან, სადაც მსოფლიოში პირველი კოსმონავტი იური გაგარინი დაიღუპა. ფოტოები განთავსებულია არქივის ვებგვერდზე. კადრებში ჩანს MiG-15UTI ორადგილიანი სასწავლო თვითმფრინავის ფიუზელაჟის ფრაგმენტები, რომელზედაც გაგარინი და სამხედრო მფრინავი ვლადიმერ სერეგინი დაფრინავდნენ. ფოტოები დათარიღებულია 1968 წლის 28 მარტით, კატასტროფის მომდევნო დღეს. ![]() ![]() ![]() 2021 წლის აპრილში, ამერიკულმა ჟურნალმა Popular Mechanics დაწერა, რომ იური გაგარინი, რომელიც იყო კოსმოსში ნამყოფი პირველი ადამიანი, ასევე იყო პირველი ადამიანი, ვინც გაფრინდა ჰიპერბგერითი სიჩქარით. 615 3-ს მოსწონს
|