x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კადრები ერაყის კონფლიქტიდან
imageერაყელი გოგონა ხელში უჭირავს თავის დას. ისინი ელოდებიან დედას, რომ მოიტანოს საჭმელი. 2003 წლის 29 მარტი.

ოცი წლის წინ დაიწყო აშშ-ის ხელმძღვანელობით ერაყში სახმელეთო შეჭრა, ქვეყანაში ჩვეულებრივი სანახაობა გახდა სიკვდილი და მასობრივი ნგრევა.

ომმა გამოიწვია 200000-ზე მეტი ერაყელი მშვიდობიანი მოქალაქის და 4500 ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვა. შემოჭრის შედეგად ქაოსმა და არასტაბილურობამ მოიცვა მთელი რეგიონი.

imageერაყელი სამხედრო ტყვე ანუგეშებს თავის ოთხი წლის შვილს სამხედრო ტყვეთა ბანაკში. ის ამერიკელმა ჯარისკაცებმა დაატყვევეს ქალაქ ნაჯაფის მახლობლად, 2003 წლის 31 მარტს.



imageოჯახის წევრები გლოვობენ სამი მამაკაცი ნათესავის სიკვდილს ბაღდადში, ერაყში, 2003 წლის 10 აპრილს. სამი მათგანი - მამა, მოზარდი ვაჟი და ერთი მამაკაცი ნათესავი - დახვრიტეს ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა.



imageამერიკელი ჯარისკაცი და ერაყელი პოლიციელი 2003 წლის 29 სექტემბერს ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთით 180 კილომეტრში, ეძებენ სადამ ჰუსეინის მხარდამჭერებს.



imageდაკავებული ერაყელი მამაკაცი, იმ სახლის ბაღში, რომელსაც ამერიკელი ჯარისკაცები ჩხრეკენ ქალაქ ტიკრიტში, ღამის დარბევის დროს, 2003 წლის 30 ოქტომბერს.



imageამერიკელი ჯარისკაცები ახორციელებენ მისი სახლის ჩხრეკას ბაღდადში, ერაყში, 2004 წლის 7 ივლისს.

0
45
2-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
45