x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ყველა კაცი მოძალადე მეგონა, საკუთარი ნათესავებიც კი" - რას წერს მარნეულში მცხოვრები ოპერატორი ლელა ხარშილაძე

imageმარნეულში მცხოვრები ოპერატორი ლელა ხარშილაძე, ქალებზე სექსუალური ნიშნით ძალადობის თემას ეხმაურება და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც, წერენ "აქამდე სად იყო, რატომ არ თქვაო".


"დაახლოებით 18 წლის ვიყავი უცნობმა კაცმა სცადა სექსუალური ძალადობა ჩემზე, მიხსნა იმან, რომ ფიზიკურად ძლიერი ვარ და ვერ მომერია. 30 წელს გადაცილებული ვიყავი ამ თემაზე პირველად ხმა, რომ ამოვიღე. სამაგიეროდ ის წლები სანამ ხმას ამოვიღებდი მორალურად გავნადგურდი, ყველა კაცი მოძალადე მეგონა საკუთარი ნათესავებიც კი. ამას იმიტომ ვწერ, რომ ბევრგან მხვდება კომენტარი შევიწროებული ქალების მიმართ, აქამდე სად იყო რატომ არ თქვაო! დამიჯერეთ არაა ადვილი! თითქმის ოცი წელი დამჭირდა მე პირადად ამ თემაზე ხმა რომ ამომეღო! ჩემი სოლიდარობა ქალებს! პირველად ვწერ ასე საჯაროდ ამ ამბავს", - წერს ლელა ხარშილაძე.


შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში სექსუალური შევიწროების კუთხით მორიგი ბრალდებები გაისმა პოსტვ-ის ჟურნალისტის, შალვა რამიშვილის მიმართ, მას ერთბაშად რამდენიმე გოგონამ დასდო ბრალი და აგრეთვე ძველი ცოდვები გაუხსენეს ეროვნული ბიბლიოთეკის დორექტორს გიორგი კეკელიძეს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ერთაბაშად 5 მცირეწლოვან გოგოსთან(16 წლამდე)გარყვნილი ქმედების მცდელობა ბრალდებოდა.

3
261
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
261
  
2023, 6 აპრილი, 21:57
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 4 აპრილი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 31 მარტი, 22:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3