x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
„კუმ ფეხი გამოყო... მადამ პრეზიდენტს მეხსიერების პრობლემებმა სულ მთლად გადაავიწყა..." - რას წერს ნანა კაკაბაძე სალომე ზურაბიშვილზე

ნანა კაკაბაძე სალომე ზურაბიშვილი


არასამთავრობო ორგანზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„კუმ ფეხი გამოყო...


სალომე ზურაბიშვილი მეხუთე და საყოველთაო არჩევნებით არჩეული ბოლო პრეზიდენტია.



მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირველი სამი პრეზიდენტი (გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი) წინააღმდეგობრივი ფიგურები იყვნენ, უდავოა, რომ ყველა მათგანს ჰქონდა თავისი ქარიზმა.


ბოლო ორი პრეზიდენტი (მარგველაშვილი და ზურაბიშვილი) კი იმდენად უსახური, დაბალრეიტინგიანი ფიგურები არიან, რომ წინასაარჩევნოდ ერთი პლასტელინობას იჩემებდა და ამით ამომრჩეველს თავს აცოდებდა, ხოლო მეორე სარეკლამო ბანერებზე, საკუთარის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის ფოტოს ქვემოთ თავისი გვარ-სახელის მიწერას ამჯობინებდა. ამიტომაც ყოველი მათი საჯარო განცხადებისას, ხალხს სათაურში გამოტანილი ანდაზა გვახსენდება.


თუ პირველმა სამმა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით შეიქმნა მომხრეებში ავტორიტეტი და მაღალი რეიტინგი, ბოლო ორი სხვებმა აქციეს პოლიტიკურ ფიგურებად და როდესაც დამოუკიდებელ პოლიტიკოსებად მოინდომეს წარმოჩენა, საკუთარი „პრინციპული" პოზიციების დაფიქსირება, საზოგადოება ამას სრულიად გულგრილად შეხვდა და მათი პოზიციების შეფასება მხოლოდ იმ კუთხით დაიწყო, თუ რამდენად ემთხვეოდა ან ეწინააღმდეგებოდა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის პოზიციას, რომელი ძალა იყენებდა იმ კონკრეტულ შემთხვევაში მათ „პრინციპულობას“.


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცდილობს საქართველოში საკუთარი ურეიტინგობა უცხოეთის ქვეყნებში, რაღაც პოზიციების მოპოვებით დააკომპენსიროს, რასაც საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო და იმ ქვეყნების სასარგებლო ინტერესების გატარების სანაცვლოდ აღწევს.


ქართულ საზოგადოებას ზურაბიშვილი უცნაური, გაუგებარი, უმადური განცხადებებითა და მხოლოდ მისი შვილების კეთილდღეობის მიზნით გადადგმული ნაბიჯებით ახსოვს.


ამერიკული ტურნედან ახლახანს დაბრუნებული მადამ პრეზიდენტი, ერთ-ერთი ოპიზიციური ტელევიზიის ეთერში ვრცელი ინტერვიუთი გამოჩნდა და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი და უმრავლესობის ახალგაზრდა გუნდი („პატარა ბიჭები") შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.


პრეზიდენტმა ღარიბაშვილთან შეხვედრის სურვილი დააფიქსირა და პრემიერს ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძესთან უჩივლა, არ მეკონტაქტებაო.


„ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი", - განაცხადა პრეზიდენტმა. ალბათ, მეხსიერების პრობლემებმა სულ მთლად გადაავიწყა, წინასაარჩევნო ბანერებზე, მისი სახელისა და გვარის თავზე გამოსახული ბიძინა ივანიშვილის სახე, რომელმაც ის საქართველოს პრეზიდენტად აქცია.


მან არ გამორიცხა „თავისუფალი სიტყვისთვის მოწამე" ნიკა გვარამიას შეწყალება.


სიმულანტ სააკაშვილზე განაცხადა, რომ ყოველდღიურად ეცნობა დედა გიულის მიერ შვილისთვის მიტანილი საკვების შემადგენლობას, მის ოდენობას და ასე ადგენს თაღლითის მდგომარეობის სასიცოცხლო პარამეტრებს.


როგორც ჩანს, ამ ყველაფრისთვის და კიდევ ალბათ სხვა რაღაცეებისთვის (ჩვენ რომ ჯერ არ ვიცით) აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა შეაქო სალომე და განაცხადა: „პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია, ის ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს საქართველოს წარმოდგენის მხრივ”.
აშშ-ის ელჩის და სხვა უცხოელი პოლიტიკოსებისგან სალომეს ქების მიზანია მისი სიტყვებისთვის გარკვეული პოლიტიკური წონის მინიჭება.


მსოფლიოს ისტორიაში, სალომე ზურაბიშვილი, ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში ყველა აგინებს (ხელისუფლება, ხალხი, ოპოზიცია) და უცხო ქვეყნების ხელისუფლებები კი აქებენ.


საქართველოს ისტორიაში სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი პრეზიდენტია, რომლის არც ერთი ნათესავი საქართველოში არ ცხოვრობს, მათ შორის, არც შვილები. მას სამშობლოსთან არაფერი არ აკავშირებს. მისი ერთად ერთი კავშირი ჩვენს ქვეყანასთან მხოლოდ პრეზიდენტის თანამდებობაა, რომლის ვადის ამოწურვის შემდეგ, სავარაუდოდ, თვითონაც დატოვებს ქვეყანას.


სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტი ერქმევა, მთავარსარდალი თუ გენერალი, ის და მისი მსგავსი ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკოსების შეფასებები, ქვეყნისათვის საჭირბოროტო პრობლემაზე ქართული საზოგადოების მხრიდან მუდამ აღიქმება ასე:


„კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო", - წერს ნანა კაკაბაძე.


ნანა კაკაბაძე სქრინი






3
273
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
273
  
სხვა საქმეა ის,თუ როგორ იმართებიან სხვადასხვა უნივერსიტეტები,მით უფრო დიდი უნვერსიტეტები. ისინი მოქმედებენ თავისი რეზიდენტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ატარებენ მათ იდეოლოგიას,შეუძლებელია რო ჰარვარდში საქართველოს სიყვარული გასწავლონ,თუ შენ მყარად არ გაქვს გამჯდარი სამშობლოს სიყვარული და უპირველესად შენი ოჯახის. განსხვავება იცით რა იქნება,როცა ამ ჩანაწერს მიიღებენ? რა და,ეხლა რო ერთმანეთს მოღალატეს ეძახიან,მერე ვეღარ დაუძახებენ,რადგან სამხედრო ნამსახურებ კაცს/ქალს მოღალატეს დაუძახებ და გაგიხვრიტავს ბაშკას,რადგან მოღალატის იარლიყი არის უდიდესი სასჯელი ნებისმიერისთვის,მით უფრო ჯარისკაცისთვის. ახლა რო პრობლემა არ აქვთ და არის ბარდაგი,აგერ გუბაზას ორი მოწვევის პარლამენტი თვლის მოღალატედ და არ ადარდებს,ხო მაგარი მორალით მოძრაობს?
მესმის,რომ ბევრი იფიქრებს,ბარემ საქართველო დიდ ყაზარმად გადავაკეთოთო,თუმცა შეცდომას დაუშვებს. ჯერ ერთი იმიტომ,რომ საომარ სიტუაციაში ვართ და 20% ოკუპირებული გვაქვს,არაფერია ცუდი იმაში რო მთელი ქვეყანა ყაზარმად გადაიქცეს. მერედა,ჩემი ქვემოთ დაწერილი სრულებით არ ნიშნავს საყოველთაობის ამბავს,არ გინდა მსახური ჯარებში,მაშინ გააფსი კერძო სექტორში და შენი ფეხი არ ვნახო საჯარო სამსახურში. თან ნებაყოფლობითია ამბავი,არანაირი იძულება და არანაირი სანქციები,ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს,რას გააკეთებს სამომავლოდ. თუ ადამიანი ფიქრობს,რომ საჯარო სექტორში მომავალში იმუშავებს,მაშინ ის წავა იმ ჯარში და იმსახურებს. შეიძლება ჰარვარდ დამტავრებული ან იელის დიპლომიანი კადრი არ გვყავდეს,თუნდაც მოსკოვებში აღებული დიპლომით,თუმცა ის გეცოდინება რო მოღალატე არ არის და მთელი ერი გვერდზე დაუდგება,შეცდომასაც ერთად დაუშვებს და კარგსაც ერთად გააკეთებენ. არ უსწავლია აღმაშენებელს ჰარვარდში ან იელში,თუმცა მულტი სავალუტო რეჟიმი შემოიღო და სხვადასხვა ეკონომიკური რეფორმები გაატარა,რომელიც ბევრი დღესაც გამოიყენება. არ უსწავლია შოთას ჰარვარდში,თუმცა შესანიშნავი ნაწარმოები დაწერა. არც დემეტრე თავდადებულს უსწავლია ოქსფორდში,თუმცა ქვეყნის გადასარცენად თავი დადო. ქვეყნის სიყვარული ოჯახმა უნდა გასწავლოს,თუ ოჯახი ვერ ახერხებს ამას,მაშინ მხედრობამ უნდა გასწავლოს.
თუ გვინდა ამ ქვეყანას ოდესმე ეშველოს და აღარ ვიმარჩიელოდ,რომელიმე საჯარო მოხელე ვისი ან რისი აგენტია,უნდა შეიცვალოს მხოლოდ ერთი ჩანაწერი,სადაც სიტყვასუტყვით იქნება ჩაწერილი,რომ საქართველოს მოქალაქეს არ აქვს უფლება გახდეს საჯარო მოხელე,მათ შორის,პრეზიდენტი,პარლამენტის თავჯდმომარე თუ პრემიერი,თუ მას არ აქვს სამხედრო ნამსახურეობა. ეს უნდა ვრცელდებოდეს მდედრობით სქესეზე და მოკლედ ყველაზე,ვისაც სურს ამ ქვეყანაში წარმართოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ჯარი ისეთი რამეა,ადამიანი მარტივად გასცემს თავს და ყველა გებულობს,რა მოხელე და მსახურია. მერედა 70 ლარზე თუ არ სურს მსახური ადამიანს,მაშინ მთავრობაში მაგას რა უნდა? ანდაც პირიქით,თუ 70 ლარზე ერთი წელი იმსახურებს,მაშინ კომპეტენციის ფარგლებში ის იმსახურებს საჯარო სამსახურს და დიდი ხელფასს. აქვე უნდა იყოს დათქმა,რომ სამხედრო გაწვევა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ეს უნდა ეხებოდეს ყველანაირ საჯარო თანამდებობას,რომელიღაცა სოფლის მიგდებულ საკრებულოშიც კი არ უნდა იყოს ვინმე ნამსახურეობის გარეშე,დამლაგებელიც კი უნდა იყოს სამხედრო სამსახურთან ახლოს ჩავლილი. ასე დაფერთხავ იმ უამრავ აგენტებს თუ მოღალატეებს,რომლებითაც სავსეა ქვეყანა. ეს გადაწყვეტილება არ მოეწონება ევროპებს,რუსეთებს და ამერიკებს,მაგრამ ეს არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან და საქართველოს მოეწონება. სხვა გზა არ არსებობს უბრალოდ,რადგან ამ ჩემისებს ტონა ფული აქვთ და ყველაფრის ყიდვა შეუძლიათ.
0 1 3