x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ომები რუსეთის მონაწილეობით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
image

2000 წლის 26 მარტს რუსეთის პრეზიდენტი ხდება ვლადიმერ პუტინი, რომელმაც ჩაანაცვლა დროზე ადრე გადამდგარი ვლადიმერ ელცინი.


პუტინი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პირსისხლიანი დიქტატორად ითვლება თანამედროვე მსოფლიოში, ამის შემდეგ იგი კიდევ სამჯერ აირჩიეს პრეზიდენტად :2004, 2012 და 2018 წლებში.


საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წელზე ოდნავ მეტი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში რუსეთმა რამდენიმე ომი წამოიწყო, მათგან ლომის წილი პუტინზე მოდის.მოდით გავიხსენოთ ყველა მათგანი.





1)ჩეჩნეთის პირველი ომი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის ერთ–ერთ სეპარატისტულ ანკლავში — ჩეჩნეთში. 1994 წელს დაწყებული კონფლიქტი, 1996 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დასრულდა. ჩეჩნეთი დე–ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა.


რუსული წყაროების მიხედვით, კონფლიქტში 5, 500 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ზოგიერთი წყაროებით კი იგი 14, 000 აღწევს. რაც შეეხება ჩეჩნების დანაკარგს, იგი რუსეთის მტკიცებით 15, 000–ს, ხოლო ჩეჩნეთის მტიცებით — 3, 000 უტოლდება. 50, 000-100, 000 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, 200, 000 დაიჭრა და 500, 000 დევნილად იქცა.მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი ბორის ელცინი იყო.



2)ჩეჩნეთის მეორე ომი-1999 წლის აგვისტოში იწყება პრემიერ მინისტრის ვლადიმერ პუტინის დროს, რომელიც სულ მალე პრეზიდენტი ხდება.




2000 წლის თებერვალში რუსეთის არმიამ დაიბრუნა ჩეჩნეთის დედაქალაქი გროზნო, რა დროსაც მიწასთან გაასწორა საარტილერიო და საჰაერო დარტყმებით.


პარტიზანული მოძრაობა გაგრძელდა 2009 წლამდე. კრემლი წყვეტს სამხედრო საქმიანობას ორი ომის შემდეგ, რომელსაც 150 000 იდან 200 000 -მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი შეეწირა.



3) რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომი-აგრეთვე ცნობილი როგორც 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი, შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის, ოს და აფხაზ სეპარატისტებთან ერთად.ომს ორივე მხრიდან 500-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი შეეწირა, ომის დასრულების შემდეგ, რუსეთმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდბელობა აღიარა, ხოლო საქართველომ დამატებით დაკარგა ტერიტორიები და მიიღო დევნილები.ამ დროს პუტინის ორი ვადის გასვლის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იყო, თუმცა ფაქტობრივად ქვეყანას მართავდა ვლადიმერ პუტინი, რომელიც იმ დროს პრემიერ-მინისტრი იყო.




4)რუსეთ-უკრაინის ომი-ომს წინ უძღოდა 2014 წლის უკრაინაში "ნარინჯისფერი რევოლუცია" და ევრომაიდანის მოძრაობა, რომელმაც დაასრულა პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა, საპასუხოდ, რუსმა აქტივისტებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები იყვნენ .1 მარტი, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერ შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ყირიმის ნახევარკუნძულის დაკავებით დაიწყო. იმავე დღეს რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭომ ყირიმის ოკუპაცია დააკანონა და რუსეთის სამხედრო ძალებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცა.


მარტში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია მოახდინა.შეიარაღებულ კონფლიქტს ორივე მხრიდან 1000-მდე სამხედროს სიკვდილი მოყვა.





5)ინტერვენცია სირიაში-რუსეთი 2015 წელს აგზავნის თავის სამხედროებს ომით განადგურებულ სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალების მხარდასაჭერად.


2015 წელს სირიაში დაბომბვები დაიწყო რუსეთმა, რომელიც ასადის რეჟიმს რამდენიმე მარცხის შემდეგ დაეხმარა. რუსების ძალისხმევისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური „ჰესბოლას“ დახმარებით რეჟიმი აღდგა. ყველაზე დიდი გამარჯვება, რომელშიც ასადს რუსეთი დაეხმარა 2016 წლის დეკემბერში ალეპოზე კონტროლის დაბრუნება იყო, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ საყრდენ პუნქტად მიიჩნეოდა.


მოსკოვს აქვს ორი სამხედრო ბაზა სირიაში: აეროდრომი ხმეიმიში ჩრდილო-დასავლეთით და საზღვაო პორტი ტარტუსი, უფრო სამხრეთით.


მოსკოვის თქმით, სირიაში 63 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.



6)რუსეთის შეჭრა უკრაინაში-2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულმა ომმა გამოიწვია ყველაზე დიდი კრიზისი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როგორც დევნილთა, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.ომი წელიწადზე მეტია გრძელდება, რომლის შედეგებია უკრიანული ქალაქების ნგრევა, ათიათასობით მსხვერპლი და 6 მილიონზე მეტი ლტოლვილი.

4
145
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
145
  
2023, 6 აპრილი, 22:00
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 5 აპრილი, 22:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 აპრილი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 31 მარტი, 22:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4