x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოსკოვის აეროპორტში დააკავეს 23 წლის გოგონა, რომელსაც კუჭ-ნაწლავით ნახევარი კილო კოკაინი გადაჰქონდა
image
მოსკოვის აეროპორტ "ვნუკოვოში" დააკავეს 23 წლის რუსი გოგონა, რომელიც თურქეთიდან ჩამოფრინდა მოსკოვში.


მას კუჭ-ნაწლავში აღმოაჩნდა სპეციალურად დაცულად დაფასოებული 500 გრამი კოკაინი. საინტერესოა თუ როგორ მოახერხა ახალგაზრდამ თურქეთის აეროპორტის საკონტროლო "ჩარჩოს" გავლა უსაფრთხოდ, მაგრამ ფაქტია მან დაუბრკოლებლად გაიარა უსაფრთხოების ბარიერი და უსაფრთხოდ ჩამოფრინდა მოსკოვში, სადაც ასევე უსაფრთხოების "ჩარჩოს" სკანერმა მის სხეულში დიდი რაოდენობით უცხო სხეულები დააფიქსირა.


23 წლის გოგო სასწრაფოდ გადაიყვანეს სპეციალიზირებულ განყოფილებაში, სადაც აღმოჩნდა რომ ახალგაზდა ქალს კუჭ-ნაწლავით ნახევარი კილო კოკაინი გადაჰქონდა.


ის დაუყოვნებლივ იქნა დაკავებული, სამედიცინო დაწესებულებაში სათანადო ჩარევის შემდეგ გოგონამ ზუსტად 500 გრამი კოკაინის პაკეტები "დადო".



საგამოძიებო დაწესებულებაში გადაყვანილმა გოგომ აღიარა, რომ მას აეროპორტში თანამზრახველი უნდა დახვედროდა რომელიც კოკაინის მიღებაზე და გასაღებაზე იყო პასუხისმგებელი.


ფედერაული უშიშროების სამსახურის ნარკოტიკებით ვაჭრობასთან მებრძოლი განყოფილების თანამშრომლებმა გოგონას თანაზრახველი მოსკოვის ერთერთ სასტუმროს ნომერში აიყვანეს, სადაც მას დიდძალი ნაკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა.
image





0
404
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
404