x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"იცით, რას ეუბნება შალვა თავის მსხვერპლ ახალგაზრდა ქალებს? "- რას წერს ბაია პატარაია

image


უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც გოგონებს მოუწოდებს შალვა რამიშვილისგან თავი შორს დაიჭირონ თუ არ სურთ მისგან შეურაცხყოფა და დამცირება მიიღონ:


"შალვა რამიშვილს შემოუწყვია აქეთ-იქეთ ამჯერად ლალი მოროშკინები, ნანა კაკაბაძეები და სხვა მდედრი შალიკოები და ახლა ამათ ალანძღვინებს შევიწროებულ ქალებს. ქალებს რა… გოგოებს, შალვა ხომ თავისზე ასაკით ორჯერ პატარა გოგოებს აჰარასებს.


გადაცემაში (ლინკი იხილეთ კომენტარებში) მოროშკინა ჩივის, რატო მე არ მავიწროებდა შალვა, თუ ჰარასერიაო - ესა აქვს მთავარ არგუმეტად. ისე, ფერი ფერსა და მადლი ღმერთსაო, ძალიან უხდება ეს ხალხი ერთმანეთს. ლალი კი ალბათ ნამდვილად არის შალვასთვის იდეალური ქალი… იცით, რას ეუბნება შალვა თავის მსხვერპლ ძალიან ახალგაზრდა ქალებს? “ქალმა კარიერა სასქესო ორგანოთი უნდა გაიკეთოსო” და წარმატებულ მაგალითად თინა კანდელაკი მოჰყავს. ხოლო ეს ვრცელი კარიერული გზა, რაღა თქმა უნდა, შალვას საწოლით იწყება. (ეს “სასქესო ორგანო” ზრდილობისთვის, თორემ ეგ სხვა სიტყვას იყენებს).



გაფრთხილდით, ქალებო, და რაც მთავარია, პატარა გოგოებო, ნუ მიხვალთ სერიულ ჰარასერთან გასაუბრებაზე, სადაც ნასვამი შალვა კითხვებს სექსუალურ ფანტაზიებზე დაგისვამთ და ისე დაგამცირებთ და ისე შეურაცხგყოფთ, რომ დიდი ხნით აგკიდებთ კაცი ხელმძღვანელისადმი უნდობლობას და შიშს."- წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "POSTV"-ის ხელმძღვანელმა ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გადაცემაში სასაუბროდ ქალ სტუმრებს უმასპინძლა, რომელთა შორის ლალი მოროშკინაც იყო, რომელმაც გადაცემის წამყვანს ჰკითხა თუ მას რატომ არ "ეჩალიჩებოდა", ვინაიდან მისივე თქმით, ის მის ყველა მსხვერპლ ქალს გარეგნობით ბევრად ჯობდა.








0
834
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
834