x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
"ასეთი მძიმე ამბავი, მე არ მახსენდება! ამას როგორ ვეგუებით"- რას წერს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია 112-ში "POSTV"-ის ცრუ შეტყობინების გამო "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"ანუ რა მოხდა წუხელ-ხელისუფლების პროპაგანდისტის ჭუჭუს მცველებმა გვითხრეს-ყველას შემოგივარდებით სახლებში, ვინც ჩვენიანები არ ხართ ან არ შეეშვებით ჩვენს კრიტიკას აგაწიოკებთ, სახლებს გაგიჩხრეკთ, სამთავრობო კამერებს და მორალის პოლიციას დაგაყენებთ თავზე და დაგაბრალებთ ყველაფერს, რაც მოგვინდებაო!!!! ასეთი მძიმე ამბავი, რაც გუშინ მოუწყეს თათია სამხარაძეს და დიმა ჩიქოვანს, მე არ მახსენდება! მართლა რუსეთად გვაქციეს ! არ ვიცი, ამას როგორ ვეგუებით, როგორ არ გვისკდება გული !!"- ვკითხულობთ ტელეწამყვანის ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ 112-ში "POSTV"-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. უწყებაში ზემოაღნიშნული ტელევიზიის ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს.


ცნობისთვის, თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც "POSTV"-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.


ბოლო დღეების განმავლობაში რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები იდენტურია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს კი რაღა თქმა უნდა, შალვა რამიშვილი უარყოფს.







0
308
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
308