x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რისთვის შეუკვეთეს გარდაცვლილ სტალინს ახალი საცვლები

image


ამხანაგ სტალინზე დღემდე ბევრი ჭორი დადის, რომელთაგან ნაწილი ფიქცია, ნაწილი კი - სრულიად რეალური ფაქტია. დღეს ვისაუბრებთ ჭორზე, რომელსაც ყველა შანსი აქვს ზღაპრად იწოდებოდეს, თუმცა ის სრული სიმართლეა. იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გენერალურ მდივანს ნორმალური საცვლები არ ჰქონდა, მოდით გავარკვიოთ რას ამბობდნენ რეალურად ამასთან დაკავშირებით და სინამდვილეში როგორ იყო საქმე.


image


იოსებ სტალინი, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს საკმაოდ მოკრძალებული პიროვნება იყო. მისი გარდერობი არ ყოფილა ძვირადღირებული და მდიდრული სამოსით სავსე. ხშირად ის ერთსა და იმავე კიტელით დადიოდა, და თავს მდიდრული ნივთების შეძენის უფლებასაც არ აძლევდა. ერთადერთ გამონაკლისს მისი შეკვეთით შეკერილი მსუბუქი ჩექმები წარმოადგენდა, თუმცა ესეც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო განპირობებული, რადგან "ერის მამას" ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ცნობილია, რომ ბელადი ხშირად ფეხების ტკივილს უჩიოდა.image

მხედართმთავარის გარდაცვალების შემდეგ მის კარადაში კიტელის გარდა რამდენიმე პიჯაკი და პერანგი იპოვეს. სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვასილი სტეპანოვიჩ რიასნოის თქმით, ცხედრისთვის ჩასაცმელი პრაქტიკულად არაფერი იყო. მუნდირი, რომლითაც ბელადი გამუდმებით დადიოდა, სამთავრობო ქიმწმენდაში იყო წასაღები, რადგან ქურთუკის სახელოები დასაკერებელი იყო და ასევე ახალი ფეხსაცმლის ყიდვაც იყო საჭირო.


image


სტალინის შვილობილის, არტიომ ფედოროვიჩ სერგეევის თქმით, იოსებ ბესარიონის ძე სამოსის მიმართ აბსოლუტურად გულგრილი იყო. მისივე თქმით, სახლში ის ყოველთვის ძველი და კომფორტული ტილოს შარვლითა და სელის ქურთუკით დადიოდა, და ერთხელ თურმე ახალი შინელის დანახვისას გაბრაზებულს აღუნიშნავს კიდეც, რომ ძველი შინელით მას კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეეძლო სიარული, თუმცა პირადი მკერავი "ერის მამას" განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდა და ლიდერის ტანსაცმლის კომპლექტს რეზერვში ყოველთვის ინახავდა იმ შემთხვევისთვის თუკი ძველ ტანსაცმელს რაიმე დაემართებოდა, მაგრამ დასამარხი საცვლები - ზღაპარი ან ხუმრობა არ გეგონოთ, როდესაც ბელადს კრძალავდნენ მის გარდერობში მხოლოდ ძველი და დაკერებული საცვლები იპოვეს, პასუხისმგებელ პირებს მყისიერად მოუწიათ ახლის შეკერვაზე შეკვეთის მიცემა. ყველა ეს მანიპულაცია კი გარდაცვლილი ლიდერის ღრმა პატივისცემისა და ასევე ქრისტიანული ტრადიციების დაცვის მიზნით განხორციელდა. მოგეხსენებათ რომ მართლმადიდებლური წეს-ჩვეულებების თანახმად, მიცვალებული ახალ ტანსაცმელში უნდა დაიკრძალოს.


image


მორწმუნეებმა იციან, რატომაც ხდება ასე: მიცვალებულის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად და ღმერთთან შესახვედრად, ის ლამაზად და ღირსეულად უნდა იყოს ჩაცმული. საინტერესო ფაქტი, იცოდით რომ სწორედ ამ მართლმადიდებლური ტრადიციის საფუძველზე ჯარისკაცები და მეზღვაურები სასიკვდილო ბრძოლების წინ სუფთა პერანგებს იცვამენ? ისტორიკოსებს აქვთ საკუთარი მოსაზრება ლიდერის ასეთ მოკრძალებულობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ისტორიკოსი ოლეგ ხლევნიუკი თვლის, რომ სტალინის მსგავსი ავტორიტარული ლიდერისთვის ძვირფასი სამოსი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენდა, ვინაიდან მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო მილიონობით ადამიანის ცხოვრების მართვა. ქვეყნის ლიდერის პოზიციის გათვალისწინებით, სტალინისთვის სირთულე ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო ლამაზი და ძვირადღირებული ნივთების შეძენა.










0
644
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
644