x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ეს იყო მხოლოდ ერთხელ" - სოსო პავლიაშვილმა ალა პუგაჩოვასთან ურთიერთობაზე ისაუბრა
image


მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა RTVI YouTube-ის არხზე "ლეგენდის" ახალ ეპიზოდში ალა პუგაჩოვთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა . არტისტმა მოკრძალებით და პატივიცემით ისაუბრა რუსული ესტრადის ვარსკვლავზე. მან გაიხსენა, როგორ უშვებდა პრიმადონა სოსოს სიმღერებს " რადიო ალას"(Радио Алла)ეთერში. როგორც თავად აღნიშნა, სხვები ამას არ აკეთებდნენ. პავლიაშვილი დარწმუნებულია, რომ პუგაჩოვას ძალიან მოსწონდა მისი შესრულებული სიმღერები.


ერთხელ პრიმადონამ სოსოც კი მიიწვია მის "საშობაო შეხვედრებში" მონაწილეობის მისაღებად. "ეს იყო მხოლო ერთხელ, მაგრამ ეს საღამო დღემდე მახსოვს", - აღიარა მომღერალმა.


მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ალა ბორისოვნას ყოველთვის მკაცრი და ძლიერი დამოკიდებულება ჰქონდა საკუთარი თავის მიმართ. პავლიაშვილის თქმით, ვარსკვლავმა სცენაზე ოდნავი სიცრუის უფლებასაც არ იძლეოდა. ერთ დროს კოლეგებმა ერთობლივი სიმღერა დაწერეს: სოსომ - მუსიკა, ხოლო პუგაჩოვამ მას საოცარი ლექსი აჩუქა.



პავლიაშვილი დარწმუნებულია, რომ თუ პოპ-დივა მას კარიერის დასაწყისშივე გაიცნობდა, არ მიატოვებდა.


„ის დამაფასებდა და ყველაფერს გააკეთებდა, რომ დამხმარებოდა. როგორ დაეხმარა იგი სხვა უამრავ ადამიანს, ”- განაცხადა არტისტმა.


სოსო პავლიაშვილი ფართო აუდიტრიამ გაიცნო მაშინ, როდესაც 1989 წელს "გრან-პრი" აიღო იურმალას სიმღერის კონკურსზე, კომპოზიიცით "სამშობლო", , ეს ის პერიოდია, როდესაც დაშლის პირას მისულ იმპერიაში ეროვნული მოძრაობები იღვიძებს.




კონკურსზე გამარჯვების შემდეგ პავლიაშვილი მალევე რუსეთში გადაბარგდა და დღემდე აგრძელებს იქ მოღვაწეობას, მან გამოუშვა სამი სოლო ალბომი ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიან წლებში, მაგრამ შედარებით გამორჩეული ნამუშევრები უფრო 2001 და 2003 წლებში გამოვიდა - "Ждёт тебя грузин" და «О моей любви". შემდგომ ათწლეულში სოსო პავლიაშვილის რეპერტუარს ემატება ისეთი შესანიშნავი სიმღერები, როგორიცაა «Белая фата» და "Помолимся за родителей", რომელიც მის სავიზიტო ბარათად იქცა.

1
1032
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1032
  
2023, 25 მარტი, 22:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1