საზოგადოება ხვიჩა კვარაცხელია ბავშვებს მიმართავს 25 მარტი, 9:34 ![]() იხილეთ ნაწყვეტი ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუდან, სადაც ის ბავშვებს მიმართავს: "მეც ვიყავი მათი ტოლი, მეც ვიყავი ბავშვი, მეც მქონდა ოცნებები, რომლებიც მეჩვენებოდა არარეალურად. ცხოვრებაში ის ვიგრძენი და ვისწავლე, რომ თუკი ადამიანს შეუძლია, რომ ოცნება ჰქონდეს, იოცნებოს რაიმეზე, ამის გაკეთება აუცილებლად შეუძლია, თუ, რა თქმა უნდა, მონდომება ექნება, იშრომებს და რაც უნდა დაბრკოლება შეხვდეს უნდა იყოს ძლიერი, წამოდგეს ფეხზე და არასდროს დანებდეს... მინდა ბავშვებს მივმართო, ყველაფერი გააკეთონ არამხოლოდ სპორტში, საქმეში. მათ შეუძლიათ გახდნენ ისეთები, როგორებიც ოცნებაში უნდათ ან სურვილი აქვთ. ყველაფერი მიღწევადია, ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. შრომა არაფერს დააკლონ და ისე იცხოვრეთ, როგორც ამ საქმეს სჭირდება". 95 1-ს მოსწონს
|