x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
"ალო, ვავა? ჩვენ მივდივართ გაგრაში!" - თინა კანდელაკი
image

კრემლის პოლიტიკის ერთ-ერთი უპირველესი მეხოტბე, თინა კანდელაკი სიხარულით ამცნობს მოქალაქეებს, რომ მალე დაინიშნება სარკინიგზო მიმოსვლა სოჭსა და გაგრას შორის.ამის შესახებ ის "ტელეგრამზე" წერს:


„ალო, ვავა? ჩვენ მივდივართ გაგრაში !

როგორც იქნა, სოჭი-გაგრას მიკროავტობუსებს ექნებათ ღირსეული ალტერნატივა მატარებელი "ლასტოჩკას"(მერცხალი) სახით, რომლის გაშვებას აპრილში გვპირდებიან. ახლა ტურისტებს საშუალება აქვთ დაისვენონ თეთრ კლდეებზე და გასინჯონ ნამდვილი აფხაზური ხაჭაპური მომავალი მაისის არდადეგებისთვის.


კომფორტული მგზავრობის გარდა, პლუსი ისაა, რომ ასევე სრულიად არ იქნება საზღვარზე რიგები, რადგან "ლასტოჩკა" გაამარტივებს სასაზღვრო კონტროლს: მისი გავლა მატარებლის გაუსვლელად იქნება შესაძლებელი.

თუ ყველაფერი კარგად წავა, მაშინ უახლოეს მომავალში შეიძლება გამოჩნდეს მარშრუტები ამ ულამაზესი სულის მქონე ქვეყნის სხვა ქალაქებში."-აღნიშნავს თინა კანდელაკი.


აფხაზეთში რკინიგზის მშენებლობა გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. 1932 წელს აშენდა ჯერ სენაკი-გალის; 1938 წელს კი გალი-ოჩამჩირე-სოხუმის მონაკვეთი. 1949 წელს, ადლერი-სოხუმის მონაკვეთის დასრულების შემდეგ, საქართველო რუსეთს რკინიგზითაც დაუკავშირდა. საბჭოთა პერიოდში, ამიერკავკასიის რკინიგზას, რომელიც თბილისიდან იმართებოდა, წელიწადში 40 მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყების ფორმალური მიზეზი, სწორედ, რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დაცვა გახდა. საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მოძრაობა, 1992 წლის 14 აგვისტოს ენგურზე სარკინიგზო ხიდის აფეთქების შემდეგ შეწყდა. აფხაზეთის ომის დროს რკინიგზა თითქმის მთლიანად გაიძარცვა და 2002 წლამდე მოძრაობა სოხუმიდან რუსეთის მიმართულებითაც შეწყვეტილი იყო. 2008 წლის ზაფხულში რუსეთის სარკინიგზო ჯარებმა ფსოუ-სოხუმისა და სოხუმი-ოჩამჩირეს სარკინიგზო მონაკვეთები აღადგინეს. აგვისტოს ომის დროს, დასავლეთ საქართველოს სწრაფი ოკუპაციისთვის რუსეთმა სწორედ ეს აღდგენილი რკინიგზა გამოიყენა. 2009 წელს კი აფხაზეთის რკინიგზა რუსეთის რკინიგზას ათწლიანი მართვის უფლებით გადაეცა.


2012 წლის, მაისიდან ისევ დაიწყო მოსკოვი-სოხუმის მატარებელმა მოძრაობა. რაც შეეხება აფხაზეთისა და სამეგრელოს დამაკავშირებელ მონაკვეთს, ის ოჩამჩირის რაიონის სოფელ აჩიგვარაში წყდება. გალის რაიონში სარკინიგზო ხაზი მთლიანად აყრილია.

imageფოტოზე:ელექტრომატარებელი ფსირცხაზე-2011 წელი

1
428
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
428
  
2023, 24 მარტი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1