ცნობილი ადამიანების ნაკლებად ცნობილი ფოტოსურათები, რომლებიც დიდი ალბათობით არ გინახავთ

ცნობილი ადამიანების უცნობი საარქივო კადრები, რომლებიც დაგაინტერესებთ:
1. მარლენ დიტრიხი კოცნის ხელზე კონსტანტინე პაუსტოვსკის, 1963 წელი. მსახიობი ახალგაზრდობაში მწერლის „ტელეგრამის“ ისტორიით იყო შეპყრობილი და მას შემდეგ დიდი ხანი ოცნებობდა ეკოცნა ხელზე, რომლითაც ის დაწერა.
2. ახალგაზრდა ლეონარდო დიკაპრიო განასახიერებს ჩარლი ჩაპლინს
3. 2004 წელი პერედელკინო. კვენტინ ტარანტინო ბორის პასტერნაკის საფლავზე, ბავშვობიდან მისი ლიტერატურული კერპი იყო.
4. ალფრედ ჰიჩკოკი ხელმძღვანელობს ლომს საკულტო Metro-Goldwyn-Mayer-ის ინტრო გადაღებას, 1958 წელი.
5. ბოდიბილდერი შონ კონერი. ფოტო გადაღებულია ბოდიბილდინგის შეჯიბრზე 1953 წელს.
6. რიჩარდ გირი, 1978 წელი. ფოტოგრაფმა ჰერბ რიცმა თავისი ახლო მეგობრის, დამწყები და იმ დროისთვის უცნობი მსახიობის - რიჩარდის ეს ფოტო გადაიღო. სურათი გადაღებულია კალიფორნიაში, როდესაც მათ მანქანას საბურავი გაუფუჭდათ და გაემართნენ გზისპირა სერვისისკენ შესაკეთებლად.
7. პაბლო პიკასო აბანოში. მხატვრის ახლო მეგობრისა დევიდ დუგლას დუნკანის ფოტო. "შენ იღებ სურათებს, მე ვხატავ". - ასეთი იყო ჩვენი შრომის დანაწილება. ის არასდროს პოზირებდა ჩემთვის, მაგრამ გადაღებაც არასოდეს აუკრძალავს."
8. ახალგაზრდა ელიზაბეტ ტეილორი აბანავებს ძაღლს.
9. არნოლდ შვარცნეგერი საბალეტო სტუდიაში
10. ერნესტ ჰემინგუეი ფეხს ურტყამს თუნუქის ქილას
11. 18 წლის მადონა დეტროიტში, 1976 წელი
12. ბითლზი 1957 წელს: ჯორჯ ჰარისონი 14 წლის, ჯონ ლენონი 16 წლისა და პოლ მაკარტნი 15 წლის.
13. ელვის პრესლი აძლევს ავტოგრაფს პატარა ბიჭუნას
14. პრინცესა დიანა ცეკვავს ჯონ ტრავოლტასთან თეთრ სახლში, 1985 წელი
15. ჯონი დეპი და ქეით მოსი
16. ბობ მარლი თამაშობს ბურთით კონცერტის წინ.
17. ერნესტო ჩე გევარა სვამს მატეს საწრუპით.
18. მერილინ მონრო ასწავლის ჯონ კენედის დას, პატრიცია კენედის სვინგის ცეკვას, 1962 წელი (მონროს ბოლო წელი).