სხვა ცნობილი ვარსკვლავები, რომლებმაც ტუბერკულოზი გადაიტანეს 24 მარტი, 12:16 ![]() დღეს გაგაცნობთ იმ ცნობილ ადამიანებს, რომელბიც ტუბერკულზიოთ დაავადნენ. 1)სოფია როტარუ-ლეგენდარულ პოპ მომღერალს ტუბერკულოზი შეხვდა 27 წლის ასაკში, სხვათა შორის მკურნალობდა თბილისში, ამჟამად მომღერალი 75 წლისაა. ![]() დორო პეში- ცნობილ გერმანელ როკ-მომღერალს ტუბერკულოზი 80-იანი წლების დასაწყისში შეხვდა, მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა მხოლოდ 1 წლის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს, მის შემდეგ 40 წელი გავიდა და მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია. ![]() ტინა ტერნერი-ტინა შორეულ 1970-იან წლებში დაავადდა ტუბერკულოზით. მას დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ, რადგან იმ დროს ჯერ არ იყო ადეკვატური მკურნალობა. მისი ავტობიოგრაფიის მიხედვით, მას აგრეთევ დაეხმარა ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჰომეოპათია და ლოცვა. ახლა თინა 83 წლისაა. ![]() რინგო სტარი-ლეგენდარული "ექს-ბიტლზი" რომ დრამერია, გარკვეულწილად ტუბერკულოზის დამსახურებაა;როკ-მუსიკის ისტორიაში ამ უნიკალურ ადამიანს 13 წლის ასაკში ტუბერკულოზი შეხვდა. მან ორი წელი გაატარა სანატორიუმში, სადაც, მოწყენილობის გამო, უბრალოდ ჯოხებს უტყამდა პალატაში დადგმულ ტუმბოებს . შემდეგ მას ტამბურინი და ბარაბანი მიუტანეს. იქიდან დაიწყო ყველაფერი.რინგო ამჟამად 82 წლისაა ![]() ![]() ![]() ედიტა პიეხა-პოლონური წარმოშობის რუსი მომღერალი, ჯერ კიდევ ბავშვობაში დაავადდა ტუბერკულოზით, რამაც ფილტვებზე ნაწიბურები დაუტოვა. მას ხშირად აწუხებს ბრონქიტი, განსაკუთრებით გაზაფხულზე და შემოდგომაზე, რის გამოც წყვეტს კონცერტებს. ახლა ის 85 წლისაა. ![]() იხილეთ ამავე თემაზე
150 4-ს მოსწონს
|