x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"კალმარის თამაშის" წარმატება

image

სამხრეთ კორეული სერიალი „კალმარის თამაშები“ 2021 წლს გადაიღო რეჟისორმა Hwang Dong-hyuk. ეს სერიალი ნეთფლიქს-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. სერიალში მონაწილე გმირები გახდებიან სახიფათო თამაშის მოთამაშეები, მათ ამ თამაშში მონაწილეობას მძიმე სოციალური_ეკონომიკური პრობლემები და ოჯახური გარემო აიძულებთ.თამაშის პრინციპი ასეთია, მოთამაშეებმა 6 თამაში უნდა გადალახონ.ვინც გაიმარჯვებს შემდეგ ეტაპზე გადავა და დიდ ფულად ჯილდოს მიიღებს, ვინც თამაშს ეთიშება, მათ კლავენ, ყოველი გასული მოთამაშის გავარდნის შემდეგ საპრიზო თანხა თანდათან იზრდება.მოთამაშეებს საკუთარი თავის გადასარჩენად უწევთ მეგობარს უღალატონ, მოატყუონ და სასიკვდილოდაც გასწირონ.

თამაშები გასაიდუმლებულ ადგილზე ტარდება, ამ თამაშის ორგანიზატორები ძალაუფლების მქონე პირები არიან, ისინი ფსონებს ადამიანის სიცოცხლეზე და გამარჯვებაზე დებენ.ხოლო ადამიანები რომლებიც აქ იღუპებიან, ან წვავენ ან მათ ცოცხალ ორგანოებს აცლიან სხეულიდან.

სერიალის მთავარი გმირი სონგ გი ჰუნი, ბოლო 456 მოთამაშეა, ამ თამაშებში ვალების გადასახდელად და დედის ოპერაციის ფულის გამო მონაწილეობს.მას აქ თავის ბავშვობის მეგობართან ერთად უწევს მონაწილეობის მიღება.

ბოლო მეექვსე თამაშში, მთავარი გმირი სწორედ მის ბავშვობის მეგობართან ერთად აღმოჩნდება, მეგობარი რომელმაც არაერთი მონაწილე ჩამოიშორა და სონგ გი ჰუნის მოკვლაც სცადა. ბოლო ეპიზოდში თავად სონგს მიეცემა შანსი, რომ სასტიკ თამაშში მოკლას, ბოლო მოთამაშე და დიდძალი თანხა აიღოს, მაგრამ ის გამარჯვებამდე რამოდენიმე წუთით ადრე თამაშის შეეწყვეტას მოითხოვს რომ ბავშვობის მეგობრის სიცოცხლე იხსნას, ბოლოს მეგობარი თავს თვითონ იკლავს და სონგ ჰი ჰუნი იმარჯვებს.

რეჟისორმა პერსონაჟების სახით წარმოგვიგდინა ადამიანში ჩადებული ინსქტიქტები, როცა თვითგადარჩენის ინსტინქტს აქვს გამოხატვის ქცევითი ფორმები. ეს აშკარა ხდება, სიტუაციებში, რომლებიც შეიცავს სიკვდილის რისკს, როგორც სიცოცხლისათვის საშიში აღქმული საფრთხე გავლენას ახდენს ქვეცნობიერ ფსიქიკურ მექანიზმებზე.ადამიანში თვითგადარჩენის ინსტინქტი ისეა მოწყობილი, რომ ნებისმიერ ვითარებაში, ისევე როგორც ნებისმიერ ფასად, ადამიანი ცდილობს გადარჩეს.ასევე ძალაუფლების სიყვარული და ჟინი, რომელიც ყველა ადამიანურ ფასეულობას აკარგვინებს და ადამიანი ხდება რიგითი “კომპიუტერული თამაშების“ უსულო არსება, რომელიც მიზნის მისაღწევად, გამარჯვებისთვის, მხოლოდ ინსტიქტებს მიყვება.

image

თუმცა რეჟისორმა მთავარი გმირის სახით წარმოაჩინა განსხვავებული პერსონაჟი, რომელსაც თამაშის პრინციპების გარდა სხვა პირადი ფაქტორებიც აქვს, არ უღალატოს მეგობარს, რომ მისთვის ადამიანის სიცოხლე და მეგობრობა ფულად არ ფასობს, მიუხედავ იმისა რომ სონგმა თამაშში ამდენი იბრძოლა, გამარჯვებისთვის ბოლო წუთს ის მეგობრის სიცოცხლის გადარჩენას ამჯობინებს რამოდენიმე მილიარდ ვონს .

სერიალში ბევრი დრამატული და ძალადობრივი სცენაა წარმოდგენილი, თუმცა დადებითად რაც შეიძლება შეფასდეს ამ ფილმში კარგად არის წარმოჩენილი მეგობრობა, გუნდური მუშაობა და სიკეთე, თუნდაც ექსტრემალურ პირობებში, რომ ყველას აქვს საკუთარი ინდივიდუალური ძლიერი მხარეები, თუნდაც სიმამაცე საფრთხის წინაშე და პრობლემის გადაჭრის რაციონალური გზები.

image

კალმარის თამაშებმა მიაღწია გლობალურ ხილვადობას, სავარაუდოდ, არცერთ სხვა არაინგლისურენოვან ფილმს ან სატელევიზიო შოუს არასოდეს მიუღწევია.„კალმარის თამაში“ კიდევ ერთი დასტური გახდა იმისა, რომ სამხრეთ კორეის კინოს შეუძლია მსოფლიოს დაპყრობა. სერიალი წარმატებული აღმოჩნდა როგორც რეჟისორისთვის ასევე მსახიობებისთვისაც Yeong-su- ს ოქროს გლობუსის მოგებამ ის პირველი კორეელი მსახიობი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო. შოუს ოთხი SAG ჯილდოს ნომინაციამ ასევე შექმნა ისტორია და გახდა პირველი არაინგლისური სერიალი და პირველი კორეული სერია, რომელიც იყო ნომინირებული ანსამბლის საუკეთესო შესრულებისთვის დრამატულ სერიალში. ინდივიდუალურად, ლი იუნგ-ჯაე გახდა პირველი მამაკაცი მსახიობი აზიიდან და კორეიდან, რომელმაც მიიღო ინდივიდუალური SAG ჯილდოს ნომინაცია, ხოლო ჰოიონ იუნგი გახდა აზიური და კორეული წარმოშობის მეორე მსახიობი, რომელმაც იგივე გააკეთა. ორივე შემსრულებლის გამარჯვებით, შოუმ ისტორია დაწერა და გახდა პირველი არაინგლისურენოვანი სატელევიზიო სერიალი, რომელმაც მოიგო SAG Awards. შოუმ ასევე მიიღო 14 ნომინაცია Primetime Emmy Awards- ზე, მათ შორის საუკეთესო დრამაში, რაც იყო პირველი არაინგლისური შოუ, რომელიც ნომინირებულია ამ კატეგორიაში.






1
31
2-ს მოსწონს
ავტორი:ტაბატაძე ლიკუნა
ტაბატაძე ლიკუნა
31
  
2023, 23 მარტი, 22:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1