x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
15 სტერეოტიპი და კლიშე ცნობილი ფილმებიდან და სერიალებიდან, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში ვერ შეხვდებით

image
ფილმებში და სერიალებში ყველა იდეალურად გამოიყურება, არ აქვს მნიშვნელობა რას აკეტებენ, დარბიან, იღვიძებენ, მასზე ნადირობენ თუ უბრალოდ სანაპიროზე ირუჯებიან, ასე რომ, თუკი ქალი პერსონაჟი უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდება ჯუნგლებში და იქ ცხოვრება მოუწევს, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ზედმეტი თმა არ შეაწუხებს:

1. “ვგიჟდები, როდესაც ფილმში ვიღაც ყვირის რომ საშინლად აგვიანდება, პატარა ტოსტს იღებს, ფორთოხლის წვენს სვამს და გარბის სახლიდან, მაშინ, როცა მაგიდაზე ძალიან ბევრი საჭმელია"

2. “მე მიყვარს, როდესაც სათავგადასავლო ფილმებში გმირები პოულობენ საიდუმლო რუკას, უბრალოდ ჯდებიან თვითმფრინავში და მიდიან დედამიწის ყველაზე შორეულ ადგილებში. საიდან იშოვეს ფული? როგორ მოხვდნენ იქ ასე მარტივად? ასე სწრაფად როგორ აიღეს შვებულება?!"

3. “ქალს კვირების გატარება უწევსტყეში ან კუნძულზე, მაგრამ მას არასდროს უწევს ფიქრი მენსტრუაციის გამო. და ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან მას არ აქვს ქალური ჰიგიენის საშუალებები. ''image

4. “როცა ვიღაც ერთდროულად, ერთსა და იმავე ადგილას 2 პაემანს ნიშნავს და ორივეს ესწრება"

5. “ვგიჟდები, როდესაც ფილმის გმირები სადღაც გადაკარგულში ხვდებიან კვირები ან თვეები და მაინც იდეალურად გაპარსული აქვთ ყველაფერი"image

6. “შეგიმჩნევიათ, რომ ყოველთვის, როცა ცუდი ბიჭების ჯგუფი უახლოვდება გმირს, მათ უცებ ავიწყდებათ, რომ ბევრნი არიან და გმირს სათითაოდ ებრძვიან? ძალიან მოსაბეზრებელია."

7. “ფილმებში ტელევიზორი ყოველთვის ჩართულია შესაფერის მომენტში, როცა ახალი ამბების წამყვანი რაღაც მნიშვნელოვანს აცხადებს"

8. “მე მიყვარს “მეგობრები", მაგრამ ის ფაქტი, რომ ისინი ყოველთვის იკრიბებიან სამუშაომდე, ჩემთვის სიგიჟეა. ძლივს მაქვს დრო, რომ ერთი ადგილი საწოლიდან ავწიო, რომ სამსახურში წავიდე, რომ აღარაფერი ვთქვათ მეგობართან ერთად საუზმეზე."image

9. “პერსონაჟები, რომლებსაც ჩვეულებრივი სამსახური აქვთ, ან ატარებენ ძვირადღირებულ დიზაინერულ ტანსაცმელს, ან არასდროს ჩნდებიან ერთსა და იმავე სამოსში ორჯერ. ასევე, შემთხვევით არავინ ახველებს ან აცემინებს. როდესაც ვინმე ხველებას იწყებს, ეს სერიოზულ ავადმყოფობას ან გმირის სიკვდილს ასახავს."

10. “და როგორ მოგწონთ, როცა მატარებელის ლიანდაგები ყველა ქალაქშია გაყვანილი და მანქანას ყოველთვის იმ შენობის წინ აჩერებ თავსუფალ ადგილას, სადაც შესვლა გინდათ"

11. “როდესაც დილით იღვიძებენ, შხაპს იღებენ, საუზმეს ამზადებენ მთელი ოჯახისთვის, ბავშვებს სკოლისთვის ლანჩს ატანენ, შემდეგ ნელა მიდიან სამსახურისკენ და გზად კაფეში შედიან ყავისთვის, ოფისში კი დილის 8 საათზე ცხადდებიან."image

12. “სასაცილოა, როდესაც ქალები სააბაზანოში შედიან და სტრესის მოსახსნელად წყალს სახეზე ისხამენ. ვინ აკეთებს ასე? განსაკუთრებით მაშინ, თუკი მაკიაჟი გისვიათ. უბრალოდ გამორიცხულია"

13. “როცა ვიღაც სუპერმარკეტიდან გამოდის ბევრი პროდუქტებით ქაღალდში და ზემოდან აუცილებლად უნდა მოჩანდეს ბაგეტი"

14. სკოლის მოსწავლეების შესახებ სერიალებში და ფილმებში მოზარდები სკოლაში ისე დადიან, თითქოს პოდიუმზე იყვნენ. რეალობა კი არის პიჟამის ქვედაბოლოები, კრაკები და კაპიშონები. შეგიძლიათ ზემოდან საბანიც გადაიფაროთ, თუ ცივა.image

15. “ქალებს მთელი ღამე ბიუსტჰალტერებში სძინავთ. ალბათ ეს არის ერთ-ერთი რამ, რისი მოხსნაც მსურს თავიდანვე. დაიმახსოვრეთ, რა ნასვამიც არ უნდა იყოს ქალი, სახლში მისვლისას პირველ რიგში აუცილებლად ბიუსტჰალტერს მოიხსნის"image


1
852
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
852
  
2023, 25 მარტი, 22:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1