x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"შენი საფლავი ძაღლების ტუალეტად იქცევა“ - ვის მიმართავს მაია ორჯონიკიძე

image


პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, მაია ორჯონიკიძე კლინიკა "ვივამედის" გუშინ გავრცელებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ზემოხსენებული კლინიკის დირექტორს, ზურა ჩხაიძეს საჯაროდ მიმართავს:


"ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვები, ზურა ჩხაიძე! შენი საფლავი ძაღლების ტუალეტად იქცევა!"- წერს მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ კლინიკა "ვივამედმა" გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია რომ ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც პაციენტი თანხმობას აცხადებს, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში:


"იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულის სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში"- ნათქვამია განცხადებაში.







0
245
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
245