x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მათ გარეგნობაში მხოლოდ ერთი დეტალი დაიმატეს და ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ (15 ფოტო)

წითელი ხალიჩისთვის, ან წვეულებისთვის მზადების პროცესში, ვარსკვლავები და მათი დიზაინერები, გარეგნობაზე გულდასმით ფიქრობენ. ყველაფრის კომპლექსურად გააზრებაა საჭირო: ვიზაჟით და ვარცხნილობით დაწყებული — ფეხსაცმლით და აქსესუარებით დამთავრებული... და ხან, სამოსის მხოლოდ ერთადერთი დეტალი შეიძლება გახდეს სწორედ ის საფინალო შტრიხი, რაც საზოგადოების ყურადღებას ყველაზე მეტად მიიქცევს.

აქ თქვენს ყურადღებას, სწორედ ასეთ დეტალებზე გავამახვილებთ:


ნაომი კემპბელმა Burberry–ის ისედაც დახვეწილი დიზაინის კაბა, სახეზე მიწებებული ბროლის ქვებით, კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.image


ასიმეტრიული წითელი ქუდი ფლორენს პიუს წითელ კაბასთან კომბინაციაში, ნამდვილად რომ ზღაპრულად გამოიყურება.image


«ლაზიერის გამბიტის» «ჭადრაკის დედოფალმა» ანია ტეილორ-ჯოიმ ყურადღება იმით მიიქცია, რომ გადაცემაზე «ღამის შოუ ჯიმი ფელონთან ერთად», მეტად უცნაური ფეხსაცმლით მივიდა.image


ხოლო, დაკოტა ჯონსონი, წითელ ხალიჩაზე, Schiaparelli–ის მოდის სახლის შავი კაბით გამოცხადდა, რომელსაც დეკოლტეზე ოქროს სკულპტურული ტუჩები ჰქონდა.image


წვეულებაზე მისულმა მარგო რობიმ კი, საზოგადოების ყურადღება იმით მიიქცია, რომ თეთრი ფერის კოსტიუმზე გრძელი მაქმანებიანი პერანგი ეცვა.
image


ფილმის – «მთელი არსებით» ვარსკვლავი, ტეილორ რასელი ერთ–ერთ ღონისძიებაზე მეტად ეგზოტიკური კაბით მივიდა, რითაც იქ მყოფი საზოგადოების ყურადღება, ნამდვილად რომ მიიქცია.image


ლუსი ლიუ ლონდონის ფოტოსესიაზე თანამედროვე კონკიას იმიჯით წარსდგა და მას მომხიბვლელი აქსესუარი — ყვითელი კლატჩიც შეუხამა.
image


Gucci–ის კაბაში გამოწყობილი, სალმა ჰაიეკი ისედაც «ანათებდა». ხოლო, ოქროსფერმა ჩანთამ და მასიურმა ბეჭედმა, მისი იმიჯი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.image


ეს კი, კეიტ ჰადსონის დეკოლტეა, ოღონდ, უკუღმა.image


ფეხმძიმე რიანამ, თავისი მდგომარეობის შესაფერისი სამოსი შეარჩია. თუმცა, მაინც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.image


ანჯელა ბასეტი წითელ ხალიჩაზე იისფერი კაბით გამოცხადდა. კაბა დიდი არაფერი, მაგრამ მისმა უცნაურმა ჩანთამ, საზოგადოების და მოდის ექსპერტების ყურადღება ნამდვილად მიიქცია.
image


ჯენიფერ კულიჯი კი, ყურადღების ცენტრში, შავი ქსოვილის თავსაკრავით აღმოჩნდა, რომელიც მის მიერ შექმნილი იმიჯს, ნამდვილად რომ მოუხდა.image


ეს მოციმციმე ვარდები, ჰალი ბერის რომანტიკულ იმიჯს, ნამდვილად რომ ხაზს უსვამდა და ავსებდა. როგორც ჩანს, ჩანაფიქრმა გაამართლა...image


ფან ბინბინი საზოგადოების წინაშე ულამაზესი Tony Ward–ის კაბით წარსდგა. თუმცა, ყურადღების ცენტრში ის, ვიქტორიანული სტილის, მწვანე მოსასხამის წყალობით აღმოჩნდა.image


ვინნი ჰარლოუს კაბის დამატებად დიადემა გახდა, რომელმაც მოდელს განსაკუთრებული შარმი შესძინა.image


სარა ჯესიკა პარკერის სამოსში «მაგნიტის» ფუნქცია — ბუმბულებიანმა ქუდმა შეასრულა.image


ხოლო, დემი მური Versace–ს ჩვენებაზე, ყურადღების მისაქცევად, ზოლებიანი ქვედაბოლოთი მივიდა, რომელიც შარვლის ზემოდან ეცვა.image


image

არხის სხვა სიახლეები:


* სიცოცხლე მარსზე ჩაისახა

* როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო მძიმეა – ერთი კილოგრამი ბამბა, თუ რკინა?

* ყველაზე შთამბეჭდავი სამოსით, წითელ ხალიჩაზე (15 ფოტო)

* უძველესი ასტრონავტები – ვინ იყვნენ? უცხოპლანეტელები კოსმოსიდან, თუ...

* მეცნიერებმა უძველესი ცივილიზაციების დაღუპვის მიზეზი დაასახელეს

* ასტრონომებმა პარალელური სამყაროს სავარაუდო კვალი აღმოაჩინეს

* National Geographic Travel Photographer 2022 – საუკეთესო ფოტოები



1
240
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
240
  
2023, 25 მარტი, 22:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1