x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს- ადამიანების ისტორიები, რომლებიც აშკარად მარცხენა ფეხით ადგნენ

image
ხანდახან, როცა უიღბლობები ერთიანად გვატყდება თავს, გვგონია, რომ სამყარო რაღაცით გავაბრაზეთ და ამით სამაგიეროს გვიხდის. სანუგეშო ალბათ მხოლოდ ისაა, რომ მარტონი არ ვართ და ყოველდღიური კონფუზები და უიღბლობები მარტო ჩვენ არ გვემართება:

1. “მადლობა ჩემს ლაიმის ხეს"- გავრცელებული ინფორმაციით, ეს შეიძლება მოხდეს ციტრუსოვან ხილში აზოტისა და ფოსფორის დისბალანსის გამო. თუ ნიადაგს აქვს ბევრი აზოტი და ცოტა ფოსფორი, მაშინ ციტრუსის ხის ნაყოფი ასე გამოიყურება.image

2. “ვენეციის არხები, როდესაც ძლივს მოვიცალე და შვებულება ავიღე''image

3. “ჩემი ბალიში საშრობში აფეთქდა"image

4. “Domino’s Pizza-ს მზარეულებს ჩემი დესერტის მომზადება აშკარად დაავიწყდათ"image

5. “ეს გზა ჩემს სახლამდე მიდის და ამჟამად ასე გამოიყურება"image

6. “გამყიდველმა დამარწმუნა, რომ ყვავილების ეს ქოთანი ყინვაგამძლე იყო"image

7. “დღეს უნივერსიტეტში ლექციების დაწყებიდან 2 საათის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემს შარვალს უკან უზარმაზარი ნახვრეტი აქვს. წინ კიდევ რამდენიმე საათია"image

8. “კოდალა გვყავს მოჩვეული, რომელიც დილაობით გვაღვიძებს ნისკარტის კაკუნით. მეგონა შევაშინებდი და გაფრინდებოდა"image

9. “გინდათ გაჩვენოთ რა საჩუქარი გამიკეთა სამყარომ დღეს?"- ფოტოზე ჩანს საგუაროს კაქტუსი, რომელიც ხის ზომამდე იზრდება და ძალიან ძვირია. ფოტოს ავტორის ტკივილი ისიც არის, რომ ეს კაქტუსები ძალიან დიდხანს იზრდებიან. აშშ-ს არიზონას შტატში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც, ვინც ველურ კაქტუსს ჭრის, ან სხვაგვარად აზიანებს, 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო საგუაროს სროლისთვის 100 000 დოლარი ან 3 წლით თავისუფლების აღკვეთაა სასჯელი. image

10. "როდესაც წუხელ დავიძინე, ამ ქოთანში ლამაზი პატარა ხე დავტოვე."image

11. “ ეს ის არაა რაც იფიქრეთ, გეფიცებით. მინდოდა პიჯაკის ნაკეცები საშრობში გამესწორებინა და დამავიწყდა ჯიბიდან შოკოლადის ფილის ამოღება"image

12. “ჩემმა ანტისტრესულმა სათამაშომ ვეღარ გამიძლო"image

13. “ეს დასადები ბალიში ჩემი ცოლისთვის შევუკვეთე. ზომები კარგად უნდა შემემოწმებინა"image

14. “ამ ხელთათმანების გამო წესით თითები წებოთი არ უნდა მქონდეს დასვრილი"image

15. “ღამით ქარბუქი იყო, დილით ჩემი ფარეხი ასეთი დამხვდა"image

16. „სამი მტკივნეული კვირის შემდეგ, ჩემი რრძილიდან ეს ნატეხი გამოვიდა. დარჩენილი იყო სიბრძნის კბილიდან, რომელიც 15 წლის წინ ამომიღეს."image






2
528
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
528
  
2023, 25 მარტი, 22:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მარტი, 22:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2