x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სინამდვილეში ვინ უწოდა საბჭოთა კავშირს პირველად "ბოროტების იმპერია"?
image

40 წლის წინ, კერძოდ 1983 წლის 8 მარტს ორლანდოში(ფლორიდა)აშშ-ს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ევანგელისტთა ნაციონალური ასოციაციის წინაშე, სადაც მან საბჭოთა კავშირს "ბოროტების იმპერია" უწოდა.აი მისი გამოსვლის ნაწყვეტი:




"დიახ, ვილოცოთ ყველა იმ ადამიანის გადარჩენისათვის, ვინც ამ ბნელ ტოტალიტარულ რეჟიმში ცხოვრობს—ვილოცოთ რომ ისინი ოდესმე აღმოაჩენენ ღმერთის გაცნობის სიხარულს. მაგრამ მანამდე, უნდა გავაცნობიეროთ რომ, მანამ სანამ ისინი ქადაგებენ სახელმწიფოს უზენაესობას, აცხადებენ ერთი ადამიანის ყოვლისშემძლეობას და წინასწარმეტყველებენ დედამიწაზე ყველა ერის დომინაციას, ისინი თანამედროვე სამყაროში ბოროტებაზე ფოკუსირებული იქნებიან .... ასე რომ, ბირთვული გაყინვის შესახებ წინადადებების განხილვისას, მოგიწოდებთ, სიამაყეზე ცდუნებას თავი აარიდოთ ;


ცდუნებას, დაუფიქრებლად გამოაცხადოთ თავი ყველაფერზე აღმატებულად და ორივე მხარე თანაბრად დამნაშავედ მიიჩნიოთ, უგულებელყოთ ისტორიული ფაქტები და ბოროტების იმპერიის აგრესიული იმპულსები, რომ შეიარაღებისთვის რბოლას უბრალოდ გიგანტური ურთიერთგაუგებრობა ვუწოდოთ და ამით თავიდან ავიცილოთ სამართლიანობასა და უსამართლობას, სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლა".




არსებობს ისტორიაში ანალოგები, როდესაც რაიმე ცნობილი ფრაზა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას მიაკუთვნებენ, თუმცა მანამდე უკვე სხვას ჰქონდა წარმოთქმული, მაგალითად ცნობილი გამოთქმა რელიგიაზე" ოპიუმი ხალხისთვის"(Opium des Volkes), კარლ მარქსის წყალობით გახდა მთელს მსოფლიოში ცნობილი, თუმცა ეს გამონათქვამი გვხვდება ჟან ჟაკ რუსოს რომანში "ჯულია ანუ ახალი ელიოზი"(1761წ.)და მარკიზ დე სადის რომანში "ჯულიეტა"(1797წ.) ან კიდევ ფრაზა, რომელიც კონკრეტულ პიროვნებას მიაწერენ, თუმცა მსგავსი რამ არც არასდროს უთქვამს, მაგალითად "სტალინმა რუსეთი ჩაიბარა ხის გუთნით და დატოვა იგი ატომური ბომბით"-ამ ფრაზას უისტონ ჩერჩილს მიაწერენ.მიუხედავად იმისა, რომ ჩერჩილი მართლაც დიდად აფასებდა სტალინს, არცერთ გამოსვლაში, არცერთ ჩანაწერში მსგავსი ფრაზა არ მოიძებნება.


პირველად ეს ფრაზა ნინა ანდრეევამ მიაწერა ჩერჩილს 1988 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, ხოლო თვითონ ფრაზა აღებულია 1956 წელს გამოშვებული ბრიტანული ენციკლოპედიიდან, სადაც სტალინზე ასე წერია:"სტალინის ისტორიული მიღწევების არსი იმაში მდგომარეობს, რომ სტალინმა რუსეთი ჩაიბარა ხის გუთნით და დატოვა ატომური ბომბით."



ახლა კი დავუბრუნდეთ რეიგანის ლეგენდარულ ფრაზას "ბოროტების იმპერიას", საქმე იმაშია, რომ ის ამ ფრაზის ავტორი არ არის .


„ბოროტების იმპერია“ გავრცელებული გამოთქმაა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ამერიკულ ლიტერატურასა და კინოში 1970-იანი წლების დასაწყისიდან. ლიტერატურაში ეს ფრაზა პირველად ნახსენებია ელიფას ლევის ნაწარმოებში "მაგიის ისტორია", რომელიც ინგლისურად თარგმნა არტურ ედუარდ უეიტმა, სსრკ-მდე ამერიკელი პუბლიცისტები და მწერლები „ბოროტების იმპერიებს“ უწოდებდნენ რომის იმპერიას ქრისტიანობის მიღებამდე და ასევე ნაცისტურ გერმანიას.


რეიგანისთვის კი ფრაზა, "ბოროტების იმპერია" მისმა სპიჩრაიტერმა( speechwriter-სიტყვით გამომსვლელის ტექსტების შემდგენელი) ანტონი დოლანმა მოიფიქრა.

1
171
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
171
  
2023, 23 მარტი, 22:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1