x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სიცოცხლე მარსზე ჩაისახა

2018 წელს ფლორენციაში გოლდშმიდტის (ვიქტორ მორიც გოლდშმიდტი, გეოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი) საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, სადაც სიტყვით ქიმიის დამსახურებული პროფესორი სტივენ ბენერი გამოვიდა.
მეცნიერმა კოლეგებს მისი მრავალწლიანი კვლევის შედეგი გაუზიარა, რომლის მიხედვით, ახალგაზრდა მარსი ბევრად უფრო შესაფერისი იყო სიცოცხლის ჩასახვისთვის, ვიდრე დედამიწა, იმ პერიოდში. მეცნიერი დარწმუნებულია, რომ სიცოცხლე თავდაპირველად წითელ პლანეტაზე გაჩნდა. ხოლო შემდეგ, მილიონობით წლის შემდეგ, დედამიწაზე «გადმოსახლდა».


image


როგორც ცნობილია, რიბონუკლეინის მჟავის (რნმ – ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედებში ნაპოვნი სამი ძირითადი მაკრომოლეკულიდან ერთ-ერთი) წარმოქმნისთვის, ჟანგბადი, მოლიბდატები და დიდი რაოდენობით წყალია საჭირო. ეს ყველაფერი, დიდი რაოდენობით იყო ახალგაზრდა მარსზე. ასე, რომ, სიცოცხლის «აგურები», — ხოლო შემდეგ, მარტივი ორგანიზმები — სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ იქ ჩასახულიყო.

ახალგაზრდა მარსი ძალიან ჰგავდა დედამიწას, მისი ამჟამინდელი ფორმით:


* მკვრივი ატმოსფერო;

* ძლიერი მაგნიტოსფერო;

* რბილი კლიმატი;

* ზღვები (შესაძლოა ოკეანეებიც კი), ტბები და მშფოთვარე მდინარეები;

* ვულკანური და ტექტონიკური აქტივობა.

თუმცა, რაღაც, ჯერ კიდევ ამოუცნობმა, პლანეტარული მასშტაბის კატასტროფამ, მარსის გარემო პირობები შეცვალა.

«მე ვიცი, რომ უმეტესობა სკეპტიკურად უყურებს ჩემს კვლევას... მაგრამ, მრავალი წელია ვსწავლობ ამ თემას და ვამტკიცებ, რომ მიწიერი სიცოცხლე მარსზე ჩაისახა და ჩვენს პლანეტაზე სასწაულებრივად გადმოვიდა», — განაცხადა სტივენ ბენერმა.

მარსი ძალიან ნელა იღუპებოდა, ხოლო მეტეორიტები გამუდმებით მის ზედაპირზე ეცემოდნენ და ღია კოსმოსში, მისი ქანების ფრაგმენტებს აფრქვევდნენ, რომელიც მიკროსკოპული სიცოცხლის ნიმუშებს შეიცავდა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, ეს ნიმუშები დედამიწაზე მოხვდა, სადაც უკვე, ძალიან კომფორტული პირობები იყო.

«პრიმიტიული სიცოცხლე, დედამიწაზე მოხვედრის შემდეგ, აღმოჩნდა სამყაროში, სადაც იდეალური პირობები სუფევდა, ევოლუციური მექანიზმის ასამოქმედებლად... ხოლო, მილიარდობით წლის შემდეგ, ეს საოცარი მრავალფეროვნება მივიღეთ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ», — აღნიშნა ბენერმა.


P. S. ეს 5 წლის წინ იყო, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ, NASA–ს მეცნიერ–თანამშრომელმა მარტა ჰოუპსმა, რომელიც მარსიდან მიღებული ფოტოების დამუშავების განყოფილებაში მუშაობდა, პენსიაზე გასვლის შემდეგ, ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ ყველა ფოტო მარსიდან, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის არის გამოქვეყნებული — ყალბია! მისი თქმით, პლანეტაზე ტყეც არის, ტბებიც და მდინარეებიც. ხოლო, საკუთარი სიტყვების მტკიცებულებად, მან მარსზე გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო მძიმეა – ერთი კილოგრამი ბამბა, თუ რკინა?

* ყველაზე შთამბეჭდავი სამოსით, წითელ ხალიჩაზე (15 ფოტო)

* უძველესი ასტრონავტები – ვინ იყვნენ? უცხოპლანეტელები კოსმოსიდან, თუ...

* გველით გამოცდა

* მეცნიერებმა უძველესი ცივილიზაციების დაღუპვის მიზეზი დაასახელეს

* ასტრონომებმა პარალელური სამყაროს სავარაუდო კვალი აღმოაჩინეს

* National Geographic Travel Photographer 2022 – საუკეთესო ფოტოები



2
548
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
548
  
2023, 25 მარტი, 22:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 24 მარტი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2