x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო მძიმეა – ერთი კილოგრამი ბამბა, თუ რკინა?

რა უფრო მეტს იწონის: კილოგრამი ბამბა, თუ კილოგრამი რკინა? ამ კლასიკურ კითხვაზე, რა თქმა უნდა პასუხი არსებობს: წონა ერთნაირია. მაგრამ, ყველაფერი ასე მარტივად არა არის.


image


2007 წელს ექსპერიმენტში მონაწილე პირებს თვალები აუხვიეს და ორი, ერთნაირი ზომის, ფორმის და მასის ყუთის აწევა სთხოვეს, ისე რომ წინასწარ არ უთქვამთ, შიგნით რა იყო. ერთ ყუთში 1 კილოგრამი რკინა იდო, ხოლო მეორეში — 1 კილოგრამი ბამბა.

საოცარია, მაგრამ უმრავლესობამ, უფრო მძიმედ, ის ყუთს მიიჩნია, რომელშიც რკინა იყო.

მაგრამ, რატომ მოხდა ასე? ამის გასარკვევად, ეს სიტუაცია დეტალურად განვიხილოთ:

თუ ექსპერიმენტს ვაკუუმში ჩავატარებთ (ანუ იდეალურ პირობებში), მაშინ, რა თქმა უნდა, სასწორი ერთნაირ წონას აჩვენებს. თუმცა, თუ ჩვეულებრივ პირობებში ავწონით, მაშინ წონა ორი ძალის ზემოქმედების შედეგად განისაზღვრება: მიზიდულობის ძალის (დაღმავალი) და არქიმედეს ძალის (აღმავალი). ამიტომ, რაც უფრო მცირეა სიმკვრივის სხვაობა, ორ სხეულს შორის, მით უფრო მცირე იქნება, წონაში სხვაობაც.

ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, დასკვნის გამოსატანად, მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და გამოთვალეს, რომ ჩვეულებრივ პირობებში, ბამბის წონა 0, 4 ნიუტონით, ანუ 40 გრამით ნაკლებია, იგივე რაოდენობის რკინის წონაზე.


image

არხის სხვა სიახლეები:


* უძველესი ასტრონავტები – ვინ იყვნენ? უცხოპლანეტელები კოსმოსიდან, თუ...

* გველით გამოცდა

* მეცნიერებმა უძველესი ცივილიზაციების დაღუპვის მიზეზი დაასახელეს

* 5 ფაქტი მეკობრეების შესახებ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* გოგონა, რომელიც საზოგადოების ნაწილს უსულოდ მიაჩნდა

* მონსტრები თუ ჩვეულებრივი ადამიანები? – მესამე რაიხის ყოველდღიურობა (20 ფოტო)

* ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა გველი დედამიწაზე



3
949
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
949
  
2023, 25 მარტი, 22:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მარტი, 22:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მარტი, 18:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3