x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
"მხოლოდ ჭამს, სძინავს და "ისაქმებს": დონალდ ტრამპი ბაიდენზე

image
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმე კარგად არ მიდის. თეთრი სახლის ყოფილი მფლობელის თქმით, 21 მარტს, მას დააკავებენ. სავარაუდოდ, ამის შესახებ მან მანჰეტენის პროკურატურის „კორუმპირებული“ წყაროებიდან შეიტყო. მიზეზი კი დიდი ხნის მივიწყებული, ერთი შეხედვით დახურული, სისხლის სამართლის საქმეა პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის ფულის გადახდის გამო, რათა, დონალდ ტრამპთან მისი რომანის შესახებ წიგნი არ გამოექვეყნებინა.



ციხეში სავარაუდოდო მოთავსების მოლოდინში, მილიარდერმა ტვიტერში სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაურის ჯო ბაიდენის მისამართით შემდეგი სახის ტექეტი გამოაქვეყნა.



- ჩინეთი, რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა ნაკლებად მეგობარი ქვეყნები დაკავებულები არიან მსოფლიოს დაყოფით, ხოლო ჩვენი აშშ, რომელიც ოდესღაც დიდი ქვეყანა იყო, უბრალოდ ზის და უყურებს. ჩვენ ახლა ჩავარდნილი სახელმწიფო ვართ ღია საზღვრებით, გაყალბებული არჩევნებით და მასიური ინფლაციით. ჩვენ აღარ ვადგენთ სტანდარტებს, მათ მივყვებით. ჩვენი ეგრეთ წოდებული „ლიდერი“ არაფერს აკეთებს, გარდა ჭამის, ძილისა და "მოსაქმებისა.“- დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.



ტრამპი, რომელიც აგრძელებს თეთრ სახლში დაბრუნების ოცნებას, ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად ძალებს იკრებს. სოციალური ქსელების საშუალებით მან თავის მხარდამჭერებს მოუწოდა აქციებზე გამოსვლისკენ, არჩევნებში მისი მთავარი კონკურენტების - დემოკრატიული პარტიის ბინძური პოლიტიკური თამაშის გასაპროტესტებლად.

1
415
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
415
  
2023, 21 მარტი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1