x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
ფრანსისკო მასიას ნგემა: პრეზიდენტი, რომელიც თავს ღმერთად მიიჩნევდა

imageნგემამ თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო ეკვატორულ გვინეაში იმ დროს, როდესაც ის ჯერ კიდევ ესპანეთის კოლონია იყო. იგი იყო უკიდურესად ცუდად განათლებული, არ შეეძლო წერა, მაგრამ რაღაც დონეზე ახერხებდა კითხვას, ამიტომაც მარიონეტის როლი მისთვის იდეალური გახლდათ. ნგემა, თავის , ემოციურ გამოსვლებში, ღია ტექსტით აცხადებდა, რომ მის სამშობლოს მხოლოდ კოლონიად დარჩენის შემთხვევაში შეეძლო განვითარება და კეთილდღეობის მოპოვება. ასეთი თავდადებისთვის ესპანელებმა მას ოფიციალურ ჩიკოვნიკად ყოფნის ტესტის ჩაბარების ოთხი წარუმატებელი მცდელობა "აპატიეს" და მეხუთე ჩაუთვალეს წარმატებულად. როდესაც ეკვატორულმა გვინეამ შეწყვიტა კოლონიად ყოფნა და ფრანსისკო გახდა პრეზიდენტი, მან სრულიად დაივიწყა წარსულის განცხადებები, ყოფილ მფარველებს ახლა უკვე მჩაგვრელებს უწოდებდა.

უწიგნური ბრძენი და ფულის მოყვარული ღვთაება

image

ის იმდენად დაუნდობელი გახდა ევროპელების მიმართ, რომლებსაც ქვეყნიდან გასვლის დრო არ ჰქონდათ, რომ ისინი პანიკამ მოიცვა. უბრალო ადამიანების ცხოვრებაც რთული და საშიში გახდა. ნგემას სძულდა ინტელექტუალები და აუკრძალა სათვაალეებიან ადამიანებს ქუჩაში გამოჩენა, დახურა ინსტიტუტები და სხვა სასწავლებლები, შემდეგ კი გააუქმა სკოლები. უცხოელი ტურისტებისა და დიპლომატების გამოსასყიდი ამ სასტიკი ადამიანის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო გახდა. ასევე ნებისმიერი ქალი ქვეყანაში შეიძლებოდა გამხდარიყო მისი სექსუალური ლტოლვის მსხვერპლი. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ იმ მომენტიდან, თუნდაც ტირანის მიერ მიტოვებულ ქალს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების უფლება: მათი შეყვარებულები თუ ქმრები მაშინვე სიკვდილით ისჯებოდნენ.

ნგემამ ღიად განაცხადა, რომ ის სინამდვილეში ბრძენი და ღმერთი იყო. ეს აზრი ნელ-ნელა დაინერგა საზოგადოების ცნობიერებაში, რამდენად წარმატებულად არ არის ცნობილი, მაგრამ თავად პრეზიდენტს სჯეროდა თავისი ღთაებრიობის. მართალია, გაუგებარია, საიდან ჰქონდა მას, ღვთაებას ამდენი ფული. თავიდან პოლიტიკური ლიდერი არა მხოლოდ ხელმძღვანელობდა ყველა მინისტრის პოსტს, არამედ გახლდათ ქვეყნის ბანკის ხელმძღვანელიც. სხვათა შორის, ქვეყნის ერთადერთი ბანკის. ყოველი შემთხვევისთვის, ნგემამ სახელმწიფო ხაზინა თავის სახლში წაიღო და საწოლის ქვეშ დამალა. შემდეგ გადაწყვიტა, რომ ადგილი მტკივნეულად არასაიმედო იყო და რისკების დივერსიფიკაცია მოახდინა: თანხების ნახევარი ბამბუკის კორომში დამარხა. ბუნებრივია, კუპიურები დალპა და პრეზიდენტმა გადაწყვიტა (ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად) სურსათზე ფასები თავად დაეწესებინა. ამას თითქმის ყოველდღიურად აკეთებდა, რაც კიდევ უფრო ართულებდა სიტუაციას. დილით არავინ დგებოდა საწოლიდან, ვინაიდან არ იცოდა შეეძლო თუ არა ოჯახისთვის პურის ყიდვა, თუ ეს მხოლოდ მდიდრების წილხვედრი გახდებოდა. უამრავი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, ფრანსისკოს სისასტიკე იყო საშინელი. როდესაც ცნობილი გახდა, რომ მისი მმართველობის პერიოდში ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ მესამედი გადაურჩა სიკვდილს, ნგემამ ის, ვინც მას ეს უსიამოვნო ამბავი აცნობა, საზარელი დასასრულისთვის გაწირა. რათა მას " თვლა ესწავლებინა" მისთვის.
image
როგორ ჩამოაგდეს ნგემა, მან ჯალათებიც კი შეაშინა

მმართველის ადეკვატურობა დიდი ხნის განმავლობაში იწვევდა ეჭვს. 1979 წელს ის საკუთარ თავში ჩაიკეტა, იშვიათად ტოვებდა ოთახს, ესაუბრებოდა მათ, ვინც დიდი ხნის წინ სიკვდილით დასაჯა. რევოლუციამ არ დააყოვნა და ისე ჩაიარა, როგორც მოსალოდნელი იყო, მშვიდად და უსისხლოდ, რადგან არავის სურდა ასეთი პრეზიდენტის ყოლა. დიქტატორის ძმისშვილმა თეოდორო ობიანგ ნგემამ, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს (ნგემამ ყველა ნათესავი განდევნა ან სიკვდილით დასაჯა), ქვეყანაში გადატრიალება მოახდინა. მასიასის მცველებმა სიხარულით დაყარეს იარაღი და უარი თქვეს დაეცვათ, ის, რაც ალბათ ყველაზე სასტიკი პრეზიდენტი იყო ისტორიაში. მაგრამ ამით არ დასრულებულა ყველაფერი.
image
გაუგებარია როგორ, მაგრამ ნგემა ჯუნგლებში გაიქცა, თან წაიღო ჩემოდნები ხაზინიდან დარჩენილი ფულით. როცა იპოვეს, ის კუპიურებს ღეჭავდა. პრეზიდენტმა სრულიად დაკარგა საღად აზროვნების უნარი, მაგრამ მისი უპრეცედენტო დანაშაულისთვის ის სასამართლოში გაასამართლეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მაგრამ ფრანსისკო ისე დამაჯერებლად დაემუქრა ჯალათებს, რომ მკვრეთით აღდებოდა და შურს იძიებდა მათზე, რომ მათ თითის დაკარებაც კი ვერ გაბედეს მსჯავლდებულისთვის. ამისთვის მოიწვიეს დაქირავებულები მაროკოდან.

როდესაც დიქტატორის სიცოცხლე საბოლოოდ დასრულდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთმა ცოცხალმა სულმა მაინც ინაღვლა ამის შესაღებ, რადგან მისი ძალაუფლების ქვეშ მცხოვრები ადამიანების ყოფა აუტანელი გახლდათ.

0
308
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0